ვეფხის-ტყაოსანი, 1899 წ.

1204. “ზოგთა სთქვეს, – არის ცისკარი, – ზოგთა სთქვეს, – არის მთვა- “მას დარაზმულთა მივმართე, ახლოსაც ვნახე ბარეო, | რეო! - “შორს მოუარეთ, მივედით, შემოვადექით გარეო, “მით ნათლიდაღმე გამოჰხდა ხმა, ჩვენი მოუბარეო.

1205. “გვითხრა, – ვინ ხართ ცხენოსანნო? თქვენ სახელი თქვენი სთქვე- “გულანშაროთ მოციქულნი ქაჯეთს მივალ, მერიდენით, | ნით; “ესე გვესმა, მოვადექით ალყად გარე მოვერტყენით, “პირ მზე რამე ცხენოსანი გავიცადეთ თვალით ჩვენით.

1206. “ვუჭვრიტეთ პირსა მნათობსა ელვათა მაელვარებსა, “მისი ციმციმი მზისაებრ ეფინებოდა არებსა; “ძვირ-ძვირად გვეუბნებოდა სიტყვასა რასმე წყნარებსა, “კბილთაგან შუქი შეადგა ზედან გიშრისა სარებსა.

1207. “კვლავ ვეუბენით მას მზესა ტკბილ-მოუბრითა ენითა; “არ მონა იყო, ტყუოდა, ჩვენ ესე შევიგენითა; “როშაქ შეატყო ქალობა, გვერდსა წაუდგა ცხენითა; “აღარ გაუშვით, დაჭირვა ვჰკადრეთ ხელითა ჩვენითა.

1208. “კვლავ ვკითხეთ, გვითხარ მართალი საქმე შენ მზებრ ნათელისა, “ვისი ხარ, ვინ ხარ, სით მოხვალ მანათობელი ბნელისა? – “მან არა გვითხრა, გაუშვა წყარო ცრემლისა ცხელისა, – “რა საბრალოა გავსილი მთვარე ჩანთქმული გველისა!

1209. “არცა-რა ცხადი ამბავი არცა რა დასამალავი, “არა არ გვითხრა, ვინ იყო, ან ვისგან ნამუხთალავი, “ქუშ-ქუშად გვეუბნებოდა, კუშტი, თავისა მკრძალავი, “ვითა ასპიტი მჭვრეტელთა მისთა თვალითა მლალავი.

1210. “როშაქ გვიბრძანა, – ნუ ჰკითხავთ, აწ თურე არ სათქმელია, “იმისი საქმე უცხოა, საამბობლადაც ძნელია, “ბედი მეფისა ჩვენისა არსთაგან სანატრელია “მით, რომე ღმერთი მას მისცემს, რაც უფრო საკვირველია.

1211. “ესე ღმერთსა მისაგვრელად მისად ჩვენთვის მოუცდია; “მიუტანოთ არმაღანიდ, დაგვიმადლებს მეტად დია; “თუ დავმალავთ, დავმჟღავნდებით, მეფე ჩვენი ამაყია; “პირველ მათი შეცოდება, მერმე დიდი აუგია. –

1212. “მივამოწმენით, თათბირნი არ კიდე გავაკიდენით; “დავბრუნდით, ქაჯეთს მივმართეთ, მას წინა მოვეკიდენით, “არცა-რა ვკადრეთ ხელ-და-ხელ, არცა თუ წავეკიდენით; “იგი სტირს, ღაწვსა გულ-მდუღრად ჩაჰრცხის ცრემლისა კი დენით.

1213. “მე როშაქს ვკადრე, – გამიშვი, კვლავ ადრე თქვენი მხლებელი, “აწ გულანშაროს ქალაქსა ვარ საქმის რასმე მდებელი; – “მან გამომიშვა, აქ სადმე ლარი მიძს წასაღებელი; “თანა წავიტან, წაცავალ მე მათი ზედა მსწრებელი”.

1214. “მათ კაცთა დიდად იამათ ესე ამბავი მონისა; “მე გავიგონე, შერემშრა ნაკადი ცრემლთა ფონისა, “მენიშნა ყოვლი ნიშანი ვიცან ჩემისა ღონისა, “ცოტაი ლხენა მომეცა, მზგავსი დრამისა წონისა.

1215. მოვიყვანე იგი მონა, ახლო დავსვი ჩემსა წინა, “ვკითხე: “მითხარ, რას იტყოდი, გაგონება მეცა მინა, “მან იგივე კვლავ მიამბო, რაცა მუნით მომესმინა; “ამ ამბავმან გამაცოცხლა, სულ-მობრძავი დამარჩინა.

1216. “მე ორნი შავნი მონანი მყვანან სავსენი გრძნებითა: “უჩინოდ მივლენ, წამოვლენ მათითა ხელოვნებითა; “მოვასხენ, ქაჯეთს გავგზავნენ, ვარქვი თუ: “ნუ დასდგებითა, “მაცნობეთ მისი ამბავი თქვენითა მოქმედებითა”.

1217. “სამ დღე მოვიდეს, მიამბეს, ფიცხლავ ებიჯა გზისადა: “მიუგვრიაო მეფისა ზღვას იქით წამავლისადა, “ვერ ვის შეუდგმან საჭვრეტლად თვალნი, მართ ვითა მზისადა, “ქვე დაუწინდავს საცოლედ როსან ცოტასა ყმისადა“.

1218. “როსანს შევრთოთო, – დულარდუხტს, მეფესა უბრძანებია, – “ჯერ ქორწინებად არა მცალს, აწ გული ცეცხლ-ნადებია, “შემოვიქცევი, შევისძლობ, ვინ ცისა მზედ ნაქებია;” “ციხეს დაუსვამს, ხადუმი ერთაი უახლებია.

1219. “ყოვლნი მცოდნელი გრძნებისა მას თანა წაუტანია “მით, რომე გზა საჭიროა მტერნი საომრად მზანია; “ქვე დაუყრია მოყმები, ვინც უფრო გულოვანია; “დაეყოვნების, წასრულა ჯერედ ცოტაი ხანია.

1220. “ქაჯთა ქალაქი აქამდის მტერთაგან უბრძოლველია, “ქალაქსა შიგან მაგარი კლდე მაღალი და გრძელია, “მას კლდესა შიგან გვირაბი ასაძრომელი ხვრელია, “მუნ არის მარტო მნათობი, მისთა შემყრელთა მწველია.

1221. “გვირაბის კარსა ნიადაგ მოყმე სცავნ არ პირ ნასები, “ათი ათასი ჭაბუკი დგის ყველაკაი ხასები; “ქალაქის კართა სამთავე სამ-ათას სამ-ათასები; “გულო, გაგსაჯა სოფელმან, არ ვიცი და გლახ რას ები!”

1222. ესე ამბავი ავთანდილ პირ-მზემან, მაგარა ვადამან, რა მოისმინა, იამა სხვა არა გაუცხადა მან, შესწირა ღმერთსა მადლობა ტურფამან დანაბადამან: “ამბავი ჩემი სალხინო მითხარო ვისმან-ღა დამან!”

1223. ფატმან უთხრა: “საყვარელო, კმა ხარ ჩემთვის სასურველად, “მე ამბავი სანატრელი მომასმინე არ პირ-ბნელად, “მაგრა საქმე ქაჯეთისა გამაგონე უფრო მრთელად, – “ქაჯი ყველა უხორცოა, რამან შეჰქმნა ხორციელად?