... (H-741), XIX ს.

1061. ფატმან ხათუნს გაეხარნეს: გააგება მონა ათი: მოუკაზმეს ქარვანსრანი: დააყენა ბარგი მათი: შემოვიდა ღაწვი ვარდი: ბროლ ბალახში მინა სათი: მისთა მჭვრეტთა დაუსახეს ვეფხსა ტოტი ლომსა თათი:

1062. ზარი გახდა შემოაკრბეს: ქალაქისა ერნი სრულად: იქით აქათ იჯრებოდეს: უჭვრიტოთო ამას სრულად: ზოგნი ნდომით შეჰფრფინვიდეს: ზოგნი იყვნეს სულ წასულად: მათთა ცოლთა მოიძულვეს: ქმარნი დარჩეს გაბასრულად:

ავთანდილისაგან ფატმანის ალაგში მისვლა ფატმანის მიგებება და სიხარული:

1063. ფატმან ცოლი უსენისა: გაეგება კართა წინა: მხიარულად უსალამა: სიხარული დაიჩინა: ერთმანერთი მოიკითხეს: შევიდეს და დასხდეს შინა: ფატმან ხათუნს მოსვლვა მისი: შევითვატყე არ ეწყინა:

1064. ფატმან ხათუნ თვალად მარჯვე: არ ყმაწვილი მაგრა მზმელი: ნაკვთად კარგი შავ გრემანი: პირ მსუქანი არ პირჴმელი: მუტრიბთა და მომღერალთა: მოყვარული ღვინის მსმელი: დია ედვა სასალუქო: დასაბურავ ჩასაცმელი:

1065. მას ღამესა ფატმან ხათუნ: უმასპინძლა მეტად კარგა: ყმამან უძღვნა ძღვენი ტურფა: მიმღებელთა თქვეს თუ ვარგა: ფატმანს მისი მასპინძლობა: უღირს ღ~თო არ დაჰკარგა: სვეს და ჭამეს დასაწოლად: ყმა გავიდა ღამით გარ გა:

1066. დილასა ლარი ყველაი: უჩვენა გაახსნევინა: ტურფანი სეფედ გარდასხეს: ფასიცა დაათვლევინა: ვაჭართა უთხრეს წაიღეთ: აჰკიდა გააწევინა: თქუა ვითა გინდა ვაჭრობდით: ნუ გაამჟღავნებთ მე ვინა:

1067. ყმა ვაჭრულად იმოსების: არ ჩაიცვამს არას მისსა: ზოგჯერ უხმის ფატმან მისსა: ზოგჯერ იყვის ფატმანისსა: ერთგან სხდიან უბნობდიან: საუბარსა არა მქისსა: ფატმანს ჰკვლიდა უმისობა: რამინისა ვითა ვისსა:

ფათმანისაგან ავთანდილის გამიჯნურება წიგნის მიწერა და გაგზავნა:

1068. სჯობს სიშორე დიაცისა: ვისგან ვითა დაითმობის: გილიზღებს და შეგიკვეთებს: მიგინდობს და მოგენდობის: მართ ანაზდად გიღალატებს: გაჰკვეთეს რაცა დაესობის: მით დიაცსა სამალავი: არასთანა არ ეთხრობის:

1069. ფატმან ხათუნს ავთანდილის: გულსა ნდომა შეუვიდა: სიყვარული მეტის მეტი: მაემატა ცეცხლებრ სწვიდა: დამალვასა ეცდებოდა: მაგრა ჭირთა ვერ მალვიდა: იტყვის რა ვქნა რა მერგების: აწვიმებდა ცრემლთა ღვრიდა:

1070. მიღმა უთხრა ვაი თუ გასწყრეს: შეხედვაცა დამიძვირდეს: თუ არა ვსთქვა გავსძლებ ცეცხლი: არა უფრო გამიხშირდეს: ვჰთქუა და მოვჰკუდე ანუ დავრჩე: ერთი რამე გამიპირდეს: მას მკურნალმან როგორ ჰკურნოს: თუ არ უთხრას რაცა სჭირდეს:

1071. დაწერა წიგნი საბრალო: მის ყმისა მისართმეველი: მისისა მიჯნურობისა: მისთა პატიჟთა მცნეველი: მისთა მსმენელთა გულისა: შემძრველი შემარხეველი: უსტარი შესანახავი: არ ცუდად დასახეველი:

წიგნი ფატმანისა ავთანდილთანა სამიჯნუროდ მიწერილი:

1072. ჱე მზეო ღ~თსა ვინადგან: მზედ სწადდი დასაბადებლად: მით შენგან მოშორვებულთა: ლხინად არ ჭირთა მწადებლად: ახლოს შემყრელთა დამწველად: მათგან ცეცხლისა მადებლად: მნათობთა შენი შეხედვა: ტკბილად უჩნს დასაქადებლად:

1073. შენ გტრფიალობენ მჭვრეტელნი: შენთვის საბრალოდ ბნდებიან: ვარდი ხარ მიკვირს ბულბულნი: რად არა შენზედ კრფებიან: შენი შვენება ყვავილთა აჭკნობს: და ჩემნიც ჭკნებიან: სრულად დამწვარვარ თუ მზისა: შუქნი არ მამესწრებიან:

1074. ღ~თი მყავს მოწმად ვიშიშვი: თქვენსა ამისა თხრობასა: მაგრა რა ვირგო დღე კრულმან: სრულად გავყრილვარ თმობასა: გული ვერ გასძლებს ნიადაგ: შავთა წამწამთა სობასა: თუ რას მეწევი მეწივე: თვარა მივხვდები ცნობასა:

1075. მე ვირე ამა წიგნისა: პასუხი მამივიდოდეს: ვსცნობდე გინდოდე საკლავად: ან ჩემი რა გაგივიდოდეს: მუნამდის გავსძლო სულთა დგმა: გული რაზომცა მტკიოდეს: სიცოცხლე ანუ სიკუდილი: გარდმიწყდეს ნეტარძი ოდეს:

1076. ფატმან ხათუნ დაწერა და: გაუგზავნა წიგნი ყმისა: ყმამან ასრე წაიკითხა: და ვინმეა ანუ თვისი: თქვა არ იცის გული ჩემი: ვინ მაშიკობს ვისსა ვისი: რომე მიმიჩნს სამიჯნურო: რად ვამსგავსო მე მას ისი:

1077. სთქვა ყვავი ვარდსა რას აქნევს: ანუ რა მისი ფერია: მაგრა მას ზედა ბულბულსა: ჯერთ ტკბილად არ უმღერია: უმსგავსო საქმე ყოველი: მოკლეა მით ოჴერია: რა უთქვამს რა მოუჩმახავს: რა წიგნი მოუწერია: