... (H-741), XIX ს.

1078. ესეგვარი საძრახავი: დაუძრახა გულსა შინა: მერმე იტყვის ჩემგან კიდე: ჩემი შემწე არავინა: რასათვისცა გამოჭრილვარ: მისი ძებნა რადგან მინა: რათაცა ვით ვჰპოვებ მას ვიქ: გულმან სხვამცა რა ისმინა:

1079. ისი დიაცი აქა ზის: მნახავი კაცთა მრავალთა: მოსადგურე და მოყვარე: მგზავრთა ყოველგნით მავალთა: მივჰყვე მიამბობს ყველასა: რაზომცა ცეცხლი მწვავს ალთა: ნუთუ რა მარგოს მე მისი: გარდახდა ჩემი ვსცნა ვალთა:

1080. ჰსთქვა დიაცსა ვინცა უყვარს: გაექსვის და მისცემს გულსა: აუგი და მოყივნება: არად შესწონს ყოლად კრულსა: რაცა იცის გაუცხადებს: ხვაშიადსა უთხრობს სრულსა: მიჯობს მივჰყვე განღა სადმე: ვსცნობ საქმესა დაფარულსა:

1081. კვლავ იტყვის ვერვინ ვერას იქს: თუ ეტლი არ მოსთმინდების: მით რაცა მინდა არა მაქუს: რაცა მაქვს არ მამინდების: ბინდის ფერია სოფელი: ესე თურ ამად ბინდების: კოკასა შიგან რაცა დგას: იგივე წარმოსდინდების:

წიგნი ავთანდილისა ფატმანის პასუხად მიწერილი:

1082. მოგეწერა წავიკითხე: შენი წიგნი ჩემი ქება: შენ მამასწარ თვარე შენგან: მე უფრო მჭირს ცეცხლთა დება: შენცა გინდა მეცა მინდა: გაუწყედლად შენი ხლება: შეყრა არის პირიანი: ორთავეა რადგან ნება:

1083. ფატმანისსა ვერ გიამბობ: მოემატა რა სიამე: მიუწერა კმარის რაცა: უშენომან ცრემლი ვლამე: აწ ვიქნები თავის წინა: აქა მპოე მარტო სამე: მამისწრაფე შეყრა შენი: რა შეღამდეს მოდი ღამე:

1084. მას ღამითვე საწვეველი: რა მიართვეს წიგნი ყმასა: შეღამდა და წაცავიდა: სხვა ემთხვია მონა გზასა: ამას ღამე ნუ მოხვალო: ვერა მპოვებ შენთვის მზასა: მას ეწყინა არ დაბრუნდა: თქვა თუ გავსო ეგე რასა:

1085. წვეული აღარ დაბრუნდა: კვლავ ზევე უკუწვევითა: ფატმან ზის წყენით შევიდა: ავთანდილ მარტო ხე ვითა: დიაცსა წყენა შეატყო: ნახა შესლვითა შევითა: ვერ დაიჩინა შიშითა: და მისითავე თნევითა:

1086. ერთგან დასხდეს და დაიწყეს: კოცნა ლაღობა წყლიანი: შემოდგა კარსა ყმა ვინმე: კეკლუცი ტან ნაკვთიანი: შემოვლო ახლოს შემოჰყვა: მონა ხრმალ დარაკიანი: დაჰკრთა რა ნახა ავთანდილ: გავსო თუ გზაა კლდიანი:

1087. ფატმან რა ნახა შეშინდა: ძრწის და მიეცა ძრწოლასა: მან გაკვირვებით უჭვრიტა: მათსა ლაღობა წოლასა: უთხრა არ გიშლი დიაცო: ფერთა მი და მო კრთომასა: გამითენდების განანებ: მაგა მოყმისა ყოლასა:

1088. გამკიცხე ბოზო დიაცო: და დამდევ გასათრეველად: მაგრა სცნობ ხვალე პასუხსა: მაგა საქმისა მზღვეველად: ვარ შენთა შვილთა შენითა: კბილითა დამაჭმეველად: დავშალო წვერთა ფუ მიყავ: ხელიღა ვრბოდე მე ველად:

1089. ესე თქვა და კაცმან წვერთა: მოიზიდნა გავლნა კარნი: ფატმან შექმნა თავის ცემა: ღაწვნი ესხნეს ნახოკარნი: ცრემლთა მისთა შეეყარნეს: წყაროსებრნი ისმნეს წკარნი: თქვა დამქოლეთ მოდით ქვითა: მამადეგით მამაკარნი:

1090. მოთქვამს მოვჰკალ ჰაი ქმარი: ამოვწყვიდენ წვრილნი შვილნი იავარ ვყავ საქონელნი: უსახონი თვალნი თლილნი გავეყარე საყვარელთა: ვაი გამზრდელნი ვაი გაზრდილნი ბოლოდ ვექმენ თავსა ჩემსა: სიტყვანია ჩემნი წბილნი

1091. ამას ყველასა ავთანდილ: ისმენდა გაცბუნვებული: უბრძანა რა გჭირს რას იტყვი: რასთვის ხარ აგრე ვებული: რას დაგექადა იგი ყმა: რა ნახა შენგან კლებული: დადუმდი მითხარ ვინ იყო: ანუ რად საქმედ რებული:

1092. დიაცმან უთხრა ჰე ლომო: ხელი ვარ ცრემლთა დენითა: ნურას ნუ მკითხავ ამბავსა: ვერცა რას გითხრობ ენითა: დავხოცენ შვილნი ხელითა: მით ვარ აღარას ლხენითა: თავი მოვიკალ უთმინოდ: სიყვარულითა შენითა:

1093. ესე გვარი დია მიხვდეს: სიტყვა მცდარსა ენამეტსა: ხვაშიადსა ვერ დამალავს: უჭკუოსა შმაგსა რეტსა: ვაგლახითა მეწივენით გეტყვი: ყოვლსა ჩემსა მჭვრეტსა: მკურნალმანცა ვერა ჰკურნოს: თავისისა სისხლის მხვრეტსა:

1094. ორისაგან ერთი ჰქენით: ამის მეტსა ნუღარ ლამით: მოვითაჰკლავ იმა კაცსა: წადი მოკალ მალვით ღამით: მე და სრულად სახლი ჩემი: დახოცასა დაგვხსენ ამით: მოხვალ გითხრობ ყველაკასა: მოვითმითხარ ცრემლთა ლამით:

1095. თვარა ღამითვე ტვირთები: შენი წაიღე ვირითა: დააგდე ჩემი მიდამო: სრულად მიჰკრიფე მირითა: ვეჭვ რომე ჩემთა ცოდვათა: შენცა აგავსონ ჭირითა: თუ დარბაზს მივა იგი ყმა: შვილთა დამაჭმევს პირითა:

1096. რა ესე ესმა ავთანდილს: ლაღსა ბუნება ზიარსა: ადგა და ლახტი აიღო: რა ტურფა რამე მხნე არსა: ამა საქმისა ვერ ცნობა: თქვა ჩემი სიძუნტე არსა: ნუ ეჭუ სულ დგმულსა მისებრსა: სხვა არცა მისებრი არსა: