... (H-741), XIX ს.

1042. ყმამან შესთვალა: ჰე ძმანო: წეღანცა მოგისმენია: ღ~თსა შეესმა ნაკადი: რაცა თქვენ თვალთა გდენია: მან დაგარჩინნა მე რა ვარ: მე გლახ რა მამილხენია: რა გინდა მამცეთ რას ვაქნევ: მე ვარ და ჩემი ცხენია:

1043. მე თუცა რაცა მინდოდა: საჭურჭლე დასადებელი: ჩემსაცა მქონდა ურიცხვი: უსახო ლარ საგებელი: რას ვაქნევ თქვენსა რასგინდა: ოდენ ვარ თქვენი მხლებელი: სხვაგან რამე მიც სხვა საქმე: თავისა წასაგებელი:

1044. აწე რაცა აქა ვიშოვე: საჭურჭლე დაუთვალავი: რაცა ვის გინდა წაიღეთ: არვისი ვიყო მლალავი: ერთსა ვიაჯი მიაჯეთ: სააჯო არ საკრძალავი: საქმე რამე მიძს თქვენშია: თავისა დასამალავი:

1045. ჟამამდის ჩემსა ნუ იტყვით: არ თქვენსა პატრონობასა: თვით თავადია ჩვენი თქვა: ნუ მიხმობთ ჭაბუკობასა: მე სავაჭროსა ჩავიცვამ: დავიწყებ ჩუბაჩობასა: თქვენ შემინახეთ ნამუსი: თქვენსა და ჩემსა ძმობასა:

1046. ესე საქმე ქარავანსა: გაეხარნეს მეტად დია: მოვიდეს და თაყვანისცეს: ჰკადრეს ჩვენი იმედია: რაცა აჯა ჩვენ გვმართებდა: იგი თქვენვე გიაჯია: მას ვმსახუროთ ვისი პირი: მზისა პირად გაგვიცდია:

1047. მუნით წავიდეს იარეს: არ თურე ხანსა ზმიდიან: მიხვდეს ტაროსსა ამოსა: ნიადაგ ამოდ ვლიდიან: შეფრფინვიდიან ავთანდილს: ქებასა შეასხმიდიან: მას მარგალიტსა მას ყმასა: კბილთა ფერსა სძღვნიდიან:

ამბავი ავთანდილისაგან გულანშაროს მისვლისა ზღვის პირს რომ გავიდა:

1048. ზღვა გაიარა ავთანდილ: მივა ტანითა მჭევრითა: ნახეს ქალაქი მოცული: გარე ბაღისა ტევრითა: გვარად უცხონი ყუავილნი: ფერითა ბევრის ბევრითა: მის ქვეყანისა სიტურფე: რა გაიგონო შენ რითა:

1049. მათ ბაღთა პირსა დააბეს: ნავი საბლითა სამითა: ავთანდილ ტანსა ჯუბანი: ჩაიცვა დაჯდა სკამითა: მოასხეს კაცნი მზიდავნი: დამზადებულნი დრამითა: იგი ყმა ვაჭრობს თავადობს: და თავს მალავს ამითა:

1050. მოვიდა მისი მებაღე: ბაღსა იახლნეს რომელსა: მას ყმასა უჭვრეტს შეფრფინვით: პირსა ელვათა მკრთომელსა: ავთანდილ უხმო ეუბნა: კაცსა არ სიტყვა მცთომელსა: ვინ ხართ ვისნი ხართ რა ჰქვიან: მეფესა აქა მჯდომელსა:

1051. წვრილად მითხარ ყველაკაი: ყმა მას კაცსა ეუბნების: რა ლარია უფრო ძვირად: ან იეფად რა იხსნების: ჰკადრა ვხედავ პირი შენი: მზისა პირად მემეცნების: რაცა ვიცი მართლად გკადრებ: მრუდი არა არ გემცნების:

1052. ესეა ზღვათა სამეფო: თვისა ათისა სავლითა: თვით გულანშაროს ქალაქი: სავსე ტურფითა მრავლითა: აქ ძეს ტურფა ყველაი: ზღვა ზღვა ნავითა მავლითა: მელიქ სურხავი ჴელმწიფობს: სავსე სვითა და დავლითა:

1053. აქა მოსულითა გაყმდების: კაცი თუც იყო ბერები: სმა გახარება თამაში: ნიადაგ არს სიმღერები: ზამთარ და ზაფხულ სწორად გვაქვს: ყვავილი ფერად ფერები: ვინცა გვიცნობენ გვნატრიან: იგინცა ვინა მტერები:

1054. დიდ ვაჭარნი სარგებელსა: ამისებრსა ვერ ჰპოებენ: იყიდიან გაჰყიდიან: მოიგებენ წააგებენ: გლახა თვე ერთ გამდიდრდების: სავაჭროსა ყოვლგნით ჰკრებენ: უქონელნი წელიწდამდის: საქონელსა დაიდებენ:

1055. მე ვარ მებაღე უსენის: ვაჭართა უხუცესისა: ესეცა გკადრო ამბავი: საქმე მისისა წესისა: თვით ესე ბაღი მისია: თქვენი სადგომი დღესისა: პირველ მას მართებს ჩვენება: ყოვლისა უტურფესისა:

1056. რა შემოვლენ დიდ ვაჭარნი: მას ნახვენ და ძღვენსა სძღვნიან: უჩვენებენ რაც ჰქონდეს: სხვაგან ლარსა ვერ გახსნიან: უტურფესა სეფედ დასხმენ: ფასსა მუნვე დაუთვლიან: მათ მაშინვე ააზატებს: ვითა სწადდეს და სყიდიან:

1057. თქვენებრთა საბატიოთა: მათ მართებს გამოსვენება: დამყენებელთა უბრძანებს: მართებდეს ვის დაყენება: აწ იგი აქა არ არის: რას მარგებს მისი ხსენება: გამოგება და წაყვანა: მას მართებს თქვენი ქენება:

1058. ფატმან ხათუნ შინა არის: ხათუნი და ცოლი მისი: პურად კარგი მასპინძელი: საყვარელი არ თუ მქისი: მას ვაცნობო მოსვლა თქვენი: წაგიყვანოს ვითა თვისი: წინა კაცსა მოგაგებებს: ქალაქს შეხვალ ნათლივ დღისი:

1059. ავთანდილ უთხრა წადიო: აგრე ჰქმენ რაცა გწადიან: მებაღე მირბის იხარებს ოფლი მკერდამდის ჩადიან: ხათუნსა უთხრა ამბავი: მე ესე დამიქადიან: ყმა მოვა მისთა მჭვრეტელთა: შუქნი მზედ გაიცადიან:

1060. ვაჭარი ვინმე პატრონი: არს ქარავნისა დიდისა: საროსა მსგავსი ნაზარდი: და მთვარე დღისა შვიდისა: შვენის ჯუბა და მოხვევნა: ძოწეულისა რიდისა: მე მიხმო მკითხა ამბავი: და ნირი ლართა სყიდისა: