... (H-741), XIX ს.

1173. ხელმწიფისა შვილსა გითხრობ: კარგსა ყმასა გულოვანსა: უებროსა ზნედ და თვალად: შვენიერსა პირსა ტანსა: მაშინ ლაშქარს წასრულიყო: მუნ დაჰყოფდა დიდსა ხანსა: მამა მისთვის ამზადებდა: მას მნათობსა დასაგვანსა:

1174. მოიღეს ტანსა ჩააცვეს: შესამოსელი ქალისა: მას ზედა შუქი მრავალი: ჩნდა მნათობისა თვალისა: დაადგეს თავსა გვირგვინი: ერთობილისა ლალისა: მუნ ვარდსა ფერი აშვენებს: ბროლისა გამჭვირვალისა:

1175. მეფემან ბრძანა მოკაზმეთ: საწოლი უფლის წულისა: დაუდგეს ტახტი ოქროსა: წითლისა მაღრიბულისა: ადგა თვით დიდი ჴელმწიფე: პატრონი სრისა სრულისა: მას ზედან დასვა იგი მზე: ლხინი მჭვრეტელთა გულისა:

1176. უბრძანა ცხრათა ხადუმთა: დადგომლად მცველად კარისა: ჴელმწიფე დაჯდა ნადიმად: მჰსგავსად მათისა გვარისა: უბოძა უსენს უზომო: მუქფად მის მზის დარისა: ჰსცემენ ბუკსა და ტაბლაკსა: მოსამატებლად ზარისა:

1177. გააგრძელეს ნადიმობა: სმა შეიქნა მეტად გრძელი: ქალი პირ მზე ბედსა ეტყვის: რა ბედი მიც ჩემი მკვლელი: სადაური სად მოსრულ ვარ: ვის მივხვდები ვისთვის ხელი: რა ვჰქნა რა ვჰყო რა მერგების: სიცოცხლე მჭირს მეტად ძნელი:

1178. კვლაცა იტყვის ნუ დავაჭკნობ: შვენებასა ვარდთა ფერსა: ვეცადო რას ნუთუ ღ~თნ: მე მამრიოს ჩემსა მტერსა: სიკვდილამდის ვის მოუკლავს: თავი კაცსა მეცნიერსა: რა მისჭირდეს მაშინ უნდა: გონებანი გონიერსა:

1179. ხადუმნი უხმნა უბრძანა: ისმინეთ მოდით ცნობასა: მოღორებულხართ დამცდარხართ: თქვენ ჩემსა პატრონობასა: დამცდარა თქვენიპატრონი: ჩემსა თუ ლამის სძლობასა: ჩემთვის ბუკსა და ტაბლაკსა: ცუდად გლახ იცემს ნობასა:

1180. არ ვარგ ვარ თქვენად დედოფლად: ჩემი გზა კიდეგანია: მაშოროს ღ~მ მამაცი: პირად მზე სარო ტანია: სხვასა რას მნუკავთ საქმესა: ჩემნი საქმენი სხვანია: თქვენთანა ჩემი სიცოცხლე: არ ჩემი შესაგვანია:

1181. უცილოდ თავსა მოვიკლავ: გულსა დავიცემ დანასა: თქვენ დაგხოცს თქვენი პატრონი: სოფელს ვერ დაჰყოფთ ხანასა: ესე ჰსჯობს მოგცე საჭურჭლე: მძიმე მარტყია ტანასა: მე გამაპარეთ გამიშვით: თვარა დავიწყებთ ნანასა:

1182. შემოიხსნა მარგალიტი: შემოერტყა რაცა თვალი: მოიხადა გვირგვინიცა: გამჭვირვალი ერთობ ლალი: მისცა უთხრა გამომიღეთ: გეაჯები გულ მჴურვალი: მე გამიშვით ღ~თსა თქვენსა: მიავალეთ თქვენი ვალი:

1183. მონათა მიხვდა სიხარბე: მის საჭურჭლისა მძიმისა: დავიწყდა შიში მეფისა: ვითა ერთისა გზირისა: გამოპარება დაასკვნეს: მის უებროსა პირისა: ნახეთ თუ ოქრო რასა იქს: კვერთხი ეშმაკთა ძირისა:

1184. რა ოქრო მისთა მოყვასთა: აროდეს მისცემს ლხენასა: დღე სიკვდილამდის სიხარბე: შეაქნევს კბილთა ღრჭენასა: შესდის და გასზდის აკლია: ემდურვის ეტლთა რბენასა: კვლავ აქა სულსა დააბამს: დაუშლის აღმაფრენასა:

1185. რა ხადუმთა აუსრულეს: საქმე მისი საწადელი: ერთმან ტანსა აიხადა: მისცა მისი ჩასაცმელი: სხვანი კარნი გამოარნეს: იჯარვოდა დარბაზს მსმელი: დარჩა მთვარე გველისაგან: გავსებული ჩაუნთქმელი:

1186. მონანიცა გარდეხვეწნეს: გაიპარნეს მასვე თანა: ქალსა კარსა დამირეკა: ფატმანობა ჩემი ბრძანა: გაველ ვიცან მოვეხვივე: გამიკვირდა მეცა განა: შინა ყოლა არ შემომყვა: რად მაწვეო შემანანა:

1187. მიბრძანა თავი ვიყიდე: მოცემულითა შენითა: მუქაფა ღ~თნ შემოგზღოს: მოწყალებითა ზენითა: ვეღარ დამმალავ გამიშვი: ფიცხლად გამგზავნე ცხენითა: სადამდის სცნობდეს ხელმწიფე: კაცთა მამწევდეს რბენითა:

1188. შეველ ფიცხლად საჯინიბოს: ავხსენ ცხენი უკეთესი: შეუკაზმე ზედა შევსვი: მხიარული არა მოკვნესი: გვანდა ოდეს ლომსა შეჯდეს: მზე მნათობთა უკეთესი: წახდა ჩემი ჭირნახული: ვერ მოვიმკი რაცა ვსთესი:

1189. დღე მიიყარა ხმა გახდა: მოვიდა მისი მდევარი: მოიცვეს შინა ქალაქი: შეიქნა მოსაწევარი: მე მკითხეს უთხარ თუ ჰპოოთ: მუნ სახლსა სადა მე ვარი: მეფეთა ვიყო შემცოდე: და მათთა სისხლთა მზღვევარი:

1190. მონახეს ვერა შეიგნეს: შეიქცეს დაწბილებულნი: მას აქათ იგლოვს ხელმწიფე: და ყოვლნი მისნი ხლებულნი: დახედენ დარბაზის ერთა: შევლენ ისფრითა ღებულნი: მზე მოგვეშორა მას აქათ: ჩვენ ვართ სინათლე კლებულნი:

1191. მის მთვარისა სადაობა: კვლა გიამბო საქმე კვლაცი: აწ უწინა ესე გითხრა: რას მექადდა ისი კაცი: მე გლახ ვიყავ მისი ნეზვი: იგი იყო ჩემი ვაცი: კაცსა დასურის უგულობა: და დიაცსა ბოზი ნაცი:

1192. მით არ ვჯერ ვარ ქმარსა ჩემსა: მჭლე არის და თვალად ნასი: ისი კაცი ჩაჩნაგირი: დარბაზს იყო მეტად ხასი: ჩვენ გვიყვარდა ერთმანერთი: არ მაცვია თუცა ფლასი: ნეტარძი ვინ სისხლი მისი: შემახვრიტა ერთი თასი: