... (H-741), XIX ს.

1097. ფატმანს უთხრა კაცი მომეც: მასწავლელად წინამძღვარად: გზასა მართლად წამიყვანოს: თვარა მეშვლად მინდა არად: იმა კაცსა ვერა ვხედავ: მეომრად და ჩემად დარად: რაცა უყო მოგახსენებ: მამიცადე იყავ წყნარად:

1098. მას მისცა მონა დიაცმან: წინამძღვრად წაცამყვანებლად: კვლავე შეჰყივლა ვინათგან: ცეცხლია ცხელია ნელად: თუ მოვითაჰკლა იგი ყმა: ჩემად გულისა მფხანელად: ბეჭედი ჩემი აცვია: მას გვედრებ მოსატანელად:

1099. ავთანდილ გავლო ქალაქი: მით უებროთა ტანითა: ზღვის პირსა სახლი ნაგები: დგა ქვითა წითელ მწვანითა: ქვეშეთკენ სრითა ტურფითა: კვლავ ზედათ ბანის ბანითა: დიდროვანითა ტურფითა: მრავლითა თანის თანითა:

1100. მუნ მიჰყავს პირმზე ავთანდილ: მას მისსა წინამძღომელსა: ხმა მდაბლად ჰკადრებს ისია: სრა მისი ეძებ რომელსა: უჩვენებს ეტყვის ხედაო: ბანსაზედა ქვე მდგომელსა: იქი წევს ძილად იცოდი: ანუ ქვე ჰპოებ მჯდომელსა:

1101. კარსა წინა დარაჯანი: ორნი უწვეს მას გლახ ყმასა: ყმა გავიდა გაეპარა: დააგდებდეს ვირე ხმასა: თვითო ჴელი ყელსა მიჰყო: მუნვე მისცა სულთა ხდასა: თავი თავსა შეუტაკა: გაურია ტვინი თმასა:

აქა ავთანდილისაგან ჩაჩნაგირისა და ორის მისის დარაჯათ დახოცვა:

1102. იგი ყმა საწოლს მარტო წვა: გულითა ჯავრიანითა: ხელ სისხლიანი ავთანდილ: შედგა ტანითა ჯანითა: ვერღა აესწრა იდუმალ: მოკლა ვერცაღა ვსცანითა: ჴელი მოჰკიდა მიწასა: დაასკვნა დაკლა დანითა:

1103. მჭვრეტელთა მზე და მებრძოლთა: მჴეცი და ვითა ზარია: ბეჭდითურთ თითი მოჰკვეთა: ქვესკნელთ მიწათა გარია: ზღვათაკენ სარკმლთა გასტყორცა: ზღვისა ქვიშათა გარია: მისთვის არცა სად სამარე: არცა სათხარად ბარია:

1104. ხმა მათისა დახოცისა: არ გაისმა არსით არა: წამოვიდა ვარდი ტკბილი: რასამცა ვით გაემწარა: ესე მიკვირს სისხლი მისი: ასრე ვითა მოიპარა: რომე წეღან წამოევლო: გზა იგივე წაიარა:

1105. რა ფატმანისსა შევიდა: ლომი მზე მოყმე წყლიანი: უბრძანა მოვკალ მან ყმამან: დღე ვეღარ ნახოს მზიანი: თვით მონა შენი მოწმად მყავს: ფიცი აფიცე ღ~თიანი: აჰა თითი და ბეჭედი: და დანა მაქვს მე სისხლიანი:

1106. აწ მითხარ თუ რას იტყოდი: რას გაშმაგდი ისრე რეტად: რას გექადდა ისი კაცი: მესწრაფების მეტის მეტად: ფათმან ფერხთა მოეხვია: არა ღირს ვარ პირსა ჭვრეტად: გამიმრთელდა გული წყლული: ახლა დავჯე ცეცხლთა შრეტად:

1107. მე და უსენი შვილითურთ: აწ ახლად დავიბადენით: ლომო ქებანი შენნიმცა: ჩვენ ვითა ვადიადენით: ვინათგან სისხლთა იმისთა: დაღვრანი დავიქადენით: თავთაგან გითხრობ ყველასა: თქვენ სმენად დაემზადენით:

ნესტან დარეჯანისაგან ამბის მბობა ფატმანისაგან ავთანდილის წინაშე:

1108. ამა ქალაქსა წესია: დღესა მას ნავროზობასა: არცა ვინ ვაჭრობს ვაჭარი: არცა ვინ წავა გზობასა: ყველანი სწორად დავიწყებთ: კაზმასა ლამაზობასა: დიდსა შეიქმენ მეფენი: პურობა დარბაზობასა:

1109. ჩვენ დიდ ვაჭართა ზედა გვაც: დარბაზს მიღება ძღვენისა: მათ საბოძვრისა ბოძება: მართებს მსგავსისა ჩვენისა: ათ დღემდის ისმის ყოველგან: ჴმა წინწილისა ებნისა: მაედანს მღერა ბურთობა: დგრიალი ცხენთა დგენისა:

1110. ქმარი ჩემი დიდ ვაჭართა: წაუძღვების უსენ წინა: მათთა ცოლთა მე წავასხამ: მაწვეველი არათ მინა: დედოფალსა ძღვენსა უძღვნით: მდიდარი თუ გლახა ვინა: დარბაზს ამოდ გავიხარებთ: მხიარული მოვალთ შინა:

1111. დღე მოვიდა ნავროზობა: დედოფალსა ძღვენი ვსძღვენით: ჩვენ მივართვით მათ გვიბოძეს: ავავსეთ ავივსენით: ჟამიერად მხიარულნი: წამოვედით ნებით ჩვენით: კვლავ დავსხედით გახარებად: მუნებურნი არ ვიყვენით:

1112. ბაღსა შიგან თამაშობად: საღამოსა გაველ ჟამსა: გავიტანე ხათუნები: მათი ჭმევა ჩემგან ჴამსა: მამყვებოდეს მომღერალნი: იტყოდიან ტკბილსა ჴმასა: ვიმღერდი და ვყმაწვილობდი: ვიცვალებდი რიდე თმასა:

1113. აქ ბაღსა შიგან ტურფანი: სახლნი ნატიფად გებულნი: მაღალნი ყოვლგნით მხედველნი: ზღვა ზედან წაკიდებულნი: მუნ შევიტანენ ხათუნნი: იგი ჩემთანა ხლებულნი: კვლავ დავიდევით ნადიმი: დავსხედით ამოდ შვებულნი:

1114. ვაჭრის ცოლთა მხიარულმან: უმასპინძლე ამოდ დურად: სმასა ზედა უმიზეზოდ: გავხე რამე უგემურად: რა შემატყვეს გაიყარა: სხდომილ იყო რაცა პურად: მარტო დავრჩი სევდა რამე: შემომექცა გულსა მურად: