... (H-741), XIX ს.

983. ვძებნეთ და კვალი ვერ ვჰპოვეთ: დავწამეთ ეშმაურობა: მეფე დაჭმუნდა დაშალა: სმა ნადიმობა პურობა: მე ვეღარ გავსძელ მისისა: ამბისა არ დასტურობა: გამოვიპარე საძებრად: მწვიდა ცეცხლი და მურობა:

984. იგი ვძებნე წელსა სამსა: არ ვიამე არცა ძილი: მათ მასწავლეს ხატაველნი: ვნახენ მისგან დაკოდილი: ვპოე ვარდი მოყვითანე: შუქ მკრთალი და ფერ მიხდილი: შემიტკბო და შემიყუარა: ვითა ძმა და ვითა შვილი:

985. ქვაბნი წაუხმან დევთათვის: სრულად გამესისხლებია: მუნ ასმათ ახლავს მარტოსა: სხვა არვინ უახლებია: მას მუდამ ძველი ცეცხლი სწვავს: არ ახალ არ ახლებია: ვაი მართებს მისსა გაყრილსა: შავი ხლა თავსა ხლებია:

986. ქალი მარტო ქვაბსა შინა: ტირს მტირალი ცრემლ ნაწთომი: ყმა ნადირსა უნადირებს: ლომის ლეკვსა ვითა ლომი: მიართვამს და იმით არჩენს: იგი ერთგან ვერ დამდგომი: მისგან კიდე სანახავად: არა უნდა კაცთა ტომი:

987. მე უცხოს უცხო მანატრა: მოსმენა სანატრელისა: მითხრა ამბავი მისი და: მისისა სასურველისა: რა ჭირნი დასთმნა ვერ იტყვის: აწ ენა ესე ხელისა: ჰკლავს სურვილი და ვერ ნახვა: მისისა სასურველისა:

988. ვითა მთვარე დაუდგრომლად: იარების არ დადგების: მასვე ცხენსა შენეულსა: ზის აროდეს გარდაჴდების: არას ნახავს პირ მეტყველსა: ვით ნადირი კაცთა ჰკრთების: ვაი მე მისსა მგონებელსა: ვაი მას ვინცა მისთვის კვდების:

989. მის ყმისა ცეცხლი მედების: დამწვა ცეხლითა მისითა: შემებრალნეს და გავშმაგდი: გავხე გულითა ხელითა: მამინდა მისთა წამალთა: ძებნა ზღვითა და ჴმელითა: შევიქეც ვნახენ მეფენი: მყოფნი გულითა მქისითა:

990. დავეთხოვე და გამიწყრა: მეფე მიეცა ჭმუნვასა: დავჰყარენ ჩემნი ლაშქარნი: მით იძახიან მუნ ვასა: გამოვეპარე დავეხსენ: სისხლისა ცრემლთა წურვასა: აწ ვეძებ მისთა წამალთა: ვიქ იქით აქათ ბრუნვასა:

991. შენი მან მითხრა ამაბავი: მისგან ძმობისა შენისა: აწ მიპოვნიხარ უებრო: შენ საქებელი ენისა: გამომირჩიე სით მიჯობს: ძებნა მის მზისა ზენისა: მისთა მჭვრეტელთა ლხინისა: ვერ მჭვრეტთა ამაზრზენისა:

992. აწ ფრიდონ იტყვის სიტყვითა: მის ყმისა ნაუბარითა: ორნივე სწორად მოსთქმიდეს: მოთქმითა საქებარითა: გულ ამოსკვნილნი გულითა: ტირან ვერ დამთმობარითა: მუნ ვარდსა წყლითა ცრემლითა: რწყვენ ტევრთა საგუბარითა:

993. ლაშქართა შიგან შეიქმნა: ხმა ტირილისა დიდისა: ზოგთაგან ხოკა პირისა: ზოგთაგან სრევა ქედისა: ფრიდონ ჰსტირს მოთქვამს ხმა მაღლად: გაყრილი წლისა შვიდისა: უხანობა და სიცრუე: ვაი საწუთროსა ფლიდისა:

994. ფრიდონ მოჰსთქვამს რა შეგასხათ: ვერ საქებო ვერ სათქმელო: ხმელთა მზეო სამყაროსა: მზისა ეტლთა გარდამხმელო: მხლებელთა სალხინოო: სიცოცხლეო სულთა მდგმელო: ცისა ეტლთა სინათლეო: დამწველო და დამანთქმელო:

995. რა მოგეშორვე მას აქათ: სიცოცხლე მამძულვებია: თუმცა შენ ჩემად არა გცალს: მე შენთვის მამსურვებია: შენ უჩემობა ლხინად გჩანს: მე დია მიმჭირვებია: ოხერ სიცოცხლე უშენოდ: სოფელი გამარმებია:

996. ფრიდონ ჰსთქვა ესე სიტყვანი: მოთქმითა შვენიერითა: გული დაიღეს დადუმდეს: მივლენ არ თურე მღერითა: ავთანდილ მჭვრეტთა აშვენებს: ჭურეტითა აერ ფერითა: მელნისა ტბათა მიჯარვით: ბურავს გიშრისა ჭერითა:

997. ქალაქს შევიდეს მუნ დახვდა: სრა მოკაზმული სრულითა: სახელმწიფოთა ყოვლითა: გასაგებლითა სრულითა: მონანი ტურფად მოსილნი: წესითა იყვნეს სრულითა: შეფრფინევდიან ავთანდილს: გულითა სულ წასრულითა:

998. შევიდეს და დიდი შექმნეს: ჯალაბობა არ ხალვათი: იქით აქათ დიდებულნი: წარიგებით ათჯერ ათი: თვით ორნივე ერთგან დასხდეს: ვინმცა ვინ თქვას ქება მათი: ბროლ ბალახშსა აშვენებდა: ზოგან მინა ზოგან სათი:

999. დასხდეს შეიქმნა პურობა: გაამრავლებდეს მახალსა: უმასპინძლებდეს ავთანდილს: ვითა მძახალი მძახალსა: მოიღებდიან ჭურჭელსა: ტურფასა ახალ ახალსა: მაგრა მის ყმისა მჭვრეტელთა: გული მიეცა გლახ ალსა:

1000. მას დღე სვეს ჭამეს გარდახდა: ნადიმი მსმელთა ჯარისა: გათენდა ბანეს ავთანდილ: რიცხვი ძეს მუნ ატლასისა: შესამოსელი შემოსეს: დრაჰკნისა ბევრ ათასისა: შეარტყეს წელთა სარტყელი: დაუდებელი ფასისა:

1001. ყმამან დაყვნა დღენი რამე: თუცა ყოვნასა ვერა სთმობდა: ფრიდონს თანა ნადირობად: გავიდეს და თამაშობდა: სწორად ხოცდის შორს და ახლოს: თუ რას ჴელსა მიაპყროდა: მისი სროლა მშვილდოსანსა: ყველაკასა აწბილობდა:

1002. ყმა ფრიდონს ეტყვის გესმოდეს: ჩემი აწ მონახსენები: მე თქვენი გაყრა სიკვდილად: მიჩს და მით თავსა ვევნები: მაგრა არა მცალს დღე კრულსა: ცეცხლი მე სხვათა მედების: გზა გრძელი საქმე სასწრაფო: მიც დია დამეყოვნები: