... (H-741), XIX ს.

1022. ყმამან უთხრა ვინცა სჭმუნავს: ცუდია და ცუდად სცთების: რაცა მოვა საქმე ზენა: მომავალი არ აგვცთების: მე მივინდობ სისხლთა თქვენსა: შემოვისხამ დაცამწვთების: ვინცა გებრძვის ჴრმალი ჩემი: მბრძოლთა თქვენთა დააცვთების:

1023. მოქარავნენი აივსნენ: სიხარულითა დიდითა: თქვეს ყმა ვინმეა ჭაბუკი: არ ჩვენებრვე რიდითა: აქვს თავისაგან იმედი: ვიყვნეთ გულითა მშვიდითა: შევიდეს ჩასხდეს ხომალდსა: გამართეს ზღვისა კიდითა:

1024. სიამოვნისა დარითა: იარეს არ სიძნელითა: მათი ბადრაგა ავთანდილ: უძღვის გულითა ქველითა: გამოჩნდა ნავი მეკობრე: დროშითა მეტად გრძელითა: მის ნავის ნავთა სალეწლად: სახნისი ჰგია ძელითა:

1025. ჰკიოდეს და მოდიოდეს: იზახდეს და ბუკსა ჰკრესა: შეუშინდა ქარავანი: მათ ლაშქართა სიდიდესა: ყმამან უთხრა ნუ იშიშვით: თქვენ ამათსა სიალფესა: ანუ დავხოც ამ ყველასა: ან სიკვდილი ჩემი დღესა:

1026. უგანგებოდ ვერას მიზმენ: შეცამებნენ ხმელთა სპანი: განგებაა არ დავრჩები: ლახვარნია ჩემთვის მზანი: ვერ მიხსნიან ვერ ციხენი: ვერ მოყვასნი ვერცა ძმანი: ვინცა იცის ესე ასრე: ჩემებრვეა გულოვანი:

1027. თქვენ ვაჭარნი ჯაბანნი ხართ: ომისაცა უმეცარნი: შორს ისრითა არ დაგხოცნენ: ჩაიხრჩენით თანა კარნი: მარტო მნახეთ ვით შევიბა: ვით ვიხმარნე ლომნი მკლავნი: მეკობრესა ნავისანი: სისხლნი ნახოთ მონაღვარნი:

1028. ჩაიცვა ტანსა აბჯარი: ქცევითა ვეფხებრ მკრჩხალითა: მას ჴელთა კეტი რკინისა: ჰქონდა ჴელითა ცალითა: ნავისა თავსა გულითა: წადგა შიშ შეუალითა: ვითა მჭვრეტელნი ჭვრეტითა: მტერნი დახოცნა ხმალითა:

1029. ჰკიოდეს იგი ლაშქარნი: ჴმა მათი არ გასწყდებოდა: აძგერეს ძელი რომელსა: ზედა საჴნისი ჰგებოდა: ყმა ნავის თავსა უშიშრად: ქვე დგა არ თურე კრთებოდა: კეტი ჰკრა ძელი მოსტეხა: ლომს მკლავი არ უდრკებოდა:

1030. ძელი მოსტყდა და ავთანდილ: დარჩა ნავ დაულეწელი: შეშინდეს იგი ლაშქარნი: გზა ძებნეს გარდსახვეწელი: ვეღარ გარდესწრნეს გარდუხტა: მტერთა მი და მო მლეწელი: არ დარჩა კაცი ცოცხალი: მუნ მისგან დაუფრეწელი:

1031. მათ ლაშქართა გულ უშიშრად: ასრე ხოცდა ვითა თხასა: ზოგი ნავსა შეანარცხის: ზოგსა ჰყრიდა შიგან ზღვასა: ერთმანერთსა შემოსტყორცის: რვა ცხრასა და ცხრა ჰკრის რვასა: დამალულნი მკვდართა შუა: იმალვიან მალვენ ხმასა:

1032. გაუმარჯვდა ომი მათი: ვითა სწადდა გულსა მისსა: ზოგთა ჰკადრეს ზენაარი: ნუ დაგვჴოცო შენსა სჯულსა: არ დახოცა დაიმონა: დარჩომოდა რაცა წყლულსა: მართლად იტყვის: მოციქული შიში შეიქს სიყვარულსა:

1033. კაცო ძალსა ნუ იკვეხი: ნუცა მოჰკვეხ ვითა მთვრალი: არას გარგებს ძლიერება: თუ არ შეგწევს ღ~თისა ძალი: დიდთა ხეთა მოერევის: მცირე დასწვავს ნაბერწკალი: ღ~თი გფარავს სწორად გაჰკვეთს: შეშა ვის ჰკრა თუნდა ჴრმალი:

1034. მუნ ავთანდილ საჭურჭლენი: მათეულნი დიდნი ნახნა: ნავი ნავსა შეატყუბნა: ქარავანსა დაუზახნა: უსამ ნახა მხიარულმან: სასახავნი დიდნი სახნა: ჰკადრეს ხოტბა ქებად მისად: სასახავნი დიდნი სახნა:

1035. ავთანდილის მაქებელთა: ათასიმცა ენა უნდა: ვერცა მათ სთქვეს ნაომრობა: როგორ ტურფად დაუშვენდა: ქარავანმან იზრიალა: თქვეს უფალო მადლი შენდა: მზემან შუქნი შემოგვადგნა: ღამე ბნელი გაგვითენდა:

1036. მოეგებნეს აკოცებდეს: თავსა პირსა ფერხსა ჴელსა: ჰკადრეს ქება უსაზომო: მას ტურფასა საქებელსა: მისი ჭვრეტა გააშმაგებს: კაცსა ბრძენსა ვითა ხელსა: შენგან დავრჩით ჩვენ ყველანი: ფათერაკსა ეზომ ძნელსა:

1037. ყმამან უთხრა მადლი ღ~თსა: შემოქმედსა არსთა მხედსა: ვისგან ძალნი ზეციერნი: გააგებენ აქა ქნადსა: იგი იქმნას ყველაკასა: იდუმალსა ზოგსა ცხადსა: ხამს ყოვლისა დაჯერება: ბრძენი ჯერა მოწევნადსა:

1038. ღ~თნ სულსა ეგოდენსა: თქვენ გათნივა სისხლი თქვენი: მე გლახ რა ვარ მიწა ცუდი: თავით ჩემით რამცა ვქენი: აწ დავხოცენ მტერნი თქვენნი: გავასრულე რაცა ვთქვენი: ნავი სრულად საქონლითა: მამიღია ვითა ძღვენი:

1039. ამოა კარგსა მოყმესა: რა ომი გაჰმარჯვებოდეს: ამხანაგთათვის ეჯობნოს: ვინცა მას თანა ხლებოდეს: მიულოცვიდენ აქებდენ: მათ აგრე მყოფთა სწბებოდეს: შვენოდეს დაკოდილობა: ცოტაი რამე ვნებოდეს:

1040. იგი ნავი მეკობრეთა: მას დღე ნახეს არა ხვალეს: მუნ დებულთა საჭურჭლეთა: ამარიმცა ვით დათვალეს: მათსა ნავსა გარდმოიღეს: ნავი სრულად გარდმოსცალეს: დალეწეს და ზოგი დაწვეს: შეშა დრამად არ გაცვალეს:

1041. ავთანდილს უსამ მოართვა: ვაჭართა შემოთვლილობა: შენგან ვართ გამაგრებულნი: ჩვენ ვიცით ჩვენი ფლიდობა: რაცა გვაქვს იგი შენია: ამას არ უნდა ცილობა: რასაცა მოგვცემ გვიბოძე: გვიქნია აქა ყრილობა: