... (H-302), 1803 წ.

945. ზღუა გაიარა ავთანდილ, მივა ტანითა მჭევრითა, ნახეს ქალაქი მოცული, გარე ბაღისა ტევრითა, გუარად უცხონი ყუავილნი, ფერითა ბევრის ბევრითა, მის ქუეყანისა სიტურფე, რა გაიგონო შენ რითა-

946. მათ ბაღთა პირსა დააბეს, ნავი საბლითა სამითა, ავთანდილ ტანსა ჯუბანი, ჩაიცვა დაჯდა სკამითა, მოასხეს კაცნი მზიდავნი, დამზადებულნი დრამითა, იგი ყმა ვაჭრობს თავადობს, და თავს მალავს ამითა-

947. მოვიდა მისი მებაღე, ბაღსა იახლნეს რომელსა, მას ყმასა უჭურეტს შეფრფინვით, პირსა ელვათა მკრთომელსა, ავთანდილ უჴმო ეუბნა, კაცსა არ სიტყუა მცთომელსა, ვისნი ხართ ვინ ხართ რა ჰქვიან, მეფესა აქა მჯდომელსა-

948. წურილად მითხარ ყუჱლაკაი, ყმა მას კაცსა ეუბნების, რა ლარია უფრო ძვირად, ან იეფად რა იხსნების, ჰკადრა ვხედავ პირი შენი, მზისა პირად მემეცნების, რაცა ვიცი მართლად გკადრებ, მრუდი არა არ იქმნების-

949. ესეა ზღუათა სამეფო, თვისა ათისა სავლითა, თჳთ გულანშაროს ქალაქი, სავსე ტურფითა მრავლითა, აქ ძეს ტურფა ყუჱლაი, ზღვა ზღვა ნავითა მავლითა, მელიქ სურხავი ჴელმწიფობს, სავსე სვითა და დავლითა-

950. აქა მოსვლითა გაყმდების, კაცი თუც იყო ბერები, სმა გახარება თამაში, ნიადაგ არს სიმღერები, ზამთარ და ზაფხულ ჰსწორად, გვაქვს ყვავილი ფერად ფერები, ვინცა გვიცნობენ გვნატრიან, იგინცა ვინა მტერები-

951. დიდ ვაჭარნი სარგებელსა, ამისებრსა ვერ ჰპოებენ, იყიდიან გაჰყიდიან, მოიგებენ წააგებენ, გლახა თუჱ ერთ გამდიდრდების, სავაჭროსა ყოვლგნით ჰკრეფენ, უქონელნი წელიწდამდის, საქონელსა დაიდებენ-

952. მე ვარ მებაღე უსენის, ვაჭართა უხუცესისა, ესეცა გკადრო ჰამბავი, საქმე მისისა წესისა, თჳთ ესე ბაღი მისია, თქუჱნი სადგომი დღესისა, პირუჱლ მას ჰმართებს ჩვენება, ყოვლისა უტურფესისა-

953. რა შემოვლენ დიდ ვაჭარნი, მას ნახუჱნ და ძღუჱნსა სძღვნიან, უჩვენებენ რაც ჰქონდეს, სხვაგან ლარსა ვერ გახსნიან, უტურფესა სეფედ დასხმენ, ფასსა მუნუჱ დაუთვლიან, მათ მაშინვე ააზატებს, ვითა სწადდეს და ჰყიდიან-

954. თქუჱნებრთა საბატიოთა, მათ მართებს გამოსვენება, დამყენებელთა უბრძანებს, ჰმართებდეს ვის დაყენება, აწ იგი აქა არ არის, რას მარგებს მისი ჰჴსენება, გამოგებუა და წაყუანა, მას ჰმართებს თქუჱნი ქენება-

955. ფატმან ხათუნ შინა არის, ხათუნი და ცოლი მისი, პურად კარგი მასპინძელი, საყუარელი არ თუ მქისი, მას ვაცნობო მოსლუა თქვენი, წაგიყვანოს ვითა თვისი, წინა კაცსა მოგაგებებს, ქალაქს შეხვალ ნათლივ დღისი-

956. ავთანდილ უთხრა წადიო, აგრე ჰქმენ რაცა გწადიან, მებაღე მირბის იხარებს, ოფლი მკერდამდის ჩაჰსდიან, ხათუნსა ჰკადრა ჰამბავი, მე ესე დამიქადიან, ყმა მოვა მისთა მჭვრეტელთა, შუქნი მზედ გაიცადიან-

957. ვაჭარი ვინმე პატრონი, არს ქარავნისა დიდისა, საროსაებრი ნაზარდი, და მთვარე დღისა შვიდისა, შუჱნის ჯუბა და მოხუჱვნა, ძოწეულისა რიდისა, მე მიჴმო მკითხა ჰამბავი, და ნირი ლართა ჰსყიდისა-

958. ფატმან ხათუნს გაეხარნეს, გააგება მონა ათი, მოუკაზმეს ქარვანსრანი, დააყენა ბარგი მათი, შემოვიდა ღაწვი ვარდი, ბროლ ბალახში მინა სათი, მისთა მჭურეტთა დაუსახეს, ვეფხსა ტოტი ლომსა თათი-

959. ზარი გახდა შემოაკრბა, ქალაქისა ერნი სრულად, იქით აქათ იჯრებოდეს ვჰნახოთ ამას სრულად, ზოგნი ჰნდომით შეჰფრფინვიდეს, ზოგნი იყვნეს სულ წასულად, მათთა ცოლთა მოიძულვეს, ქმარნი დაჰრჩეს გაბასრულად-

ავთანდილისაგან ფატმანის ალაგში მისვლა ფატმანის მიგებება და სიხარული

960. ფატმან ცოლი უსენისა, გაეგება კართა წინა, მხიარულმან უსალამა, სიხარული დაიჩინა, ერთმანერთი მოიკითხეს, შევიდეს და დაჰსხდეს შინა, ფატმან ხათუნს მოსლუა მისი, შევითვატყე არ ეწყინა-

961. ფატმან ხათუნ თუალად მარჯუჱ, არ ყმაწვილი მაგრამ მზმელი, ნაკუთად კარგი შავ გრემანი, პირ მსუქანი არ პირჴმელი, მუტრიბთა და მომღერალთა, მოყვარული ღვინის მსმელი, დია ედუა სასალუქო, დასაბურავ ჩასაცმელი-

962. მას ღამესა ფატმან ხათუნ, უმასპინძლა მეტად კარგა, ყმამან უძღუნა ძღუჱნი ტურფა, მიმღებელთა თქვეს თუ ვარგა, ფატმანს მისი მასპინძლობა, უღირს ღ~თო არ დაკარგა, ჰსუჱს და ჭამეს დასაწოლად, ყმა გავიდა ღამით გარ გა-

963. დილასა ლარი ყუჱლაი, უჩვენა გაახსნევინა, ტურფანი სეფედ გარდაჰსუჱს, ფასიცა დაათულევინა, ვაჭართა უთხრეს წაიღეთ, აჰკიდა გააწევინა, ჰსთქუა ვითა გინდა ვაჭრობდით, ნუ გაამჟღავნებთ მე ვინა-