... (H-925), XVIII ს.

925. იგი წავიდა დაბრუნდა ყმა გზასა თავის წინასა ვისი გავს ტანი საროსა და ვისი გული რკინასა მიაცორვებს და მიუბნობს მოსთქვამს მისსავე ლხინასა ნარგისნი ქუხან ცრემლსა წვიმს ჩარცხის ბროლსა და მინასა

926. ვინცა გზას ნახნის უცხონი მსახურებდიან ყმობდიან მოვიდოდიან საჭვრეტლად მას ზედა სტრფიალობდიან ეძნელებოდის გაშვება გაყრასა ძლივ დასთმობდიან გზის ყოლაოზი მისციან ჰკითხის რა უამბობდიან

927. მულღაზანზარს მიეახლა ადრე დალევს გზასა გრძელსა მინდორს ნახა სპა ლაშქართა და ნადირთა გვანდეს მსურელსა ყოვლგნით ალყა შემოეკრა მოსდგომოდეს გარე ველსა ისვრიან და იზახიან მხეცთა სჭრიან ვითა მჭელსა

928. კაცი ემთხვია მას ჰკითხა ამბავი მის ლაშქარისა უბრძანა ისი ვისია ხმა ზათქისა და ზარისა მან უთხრა ფრიდონ ჴელმწიფე მეფე მულღაზანზარისა იგი ნადირობს შეუკრავს ნაპირი ველშამბნარისა

929. მათ ლაშქართაკე წავიდა მით უსახოთა ქცევითა გამხიარულდა შვენება მის ყმისა ვთქვამცა მე ვითა მისთა გამყრელთა დააზრობს შემყრელთა დასწვავს მზე ვითა ნახოს მჭვრეტელთა ახელებს ტანი ლერწამობს ხე ვითა

930. მათ ლაშქართა ყოლბსა შუა ორბი სითმე გარდმოფრინდა ყმამან ცხენი შეუტია გაამაყდა არ შეშინდა შესტყორცნა და ჩამოაგდო დაეცა და სისხლი სდინდა გარდახდა და ფრთენი დასჭრა წყნარად შეჯდა არ აქშინდა

931. იგი რა ნახეს მესროლთნი სროლასა მოეშლებოდეს ალყა დაშალეს მოვიდეს მოეხვეოდეს ბნდებოდეს იქით და აქეთ უვლიდეს ზოგნი უკანა ყვებოდეს ვერცა ჰკადრებდეს ვინ ხარო ვერცა რას ეუბნებოდეს

932. მინდორსა შიგან გორი დგა ფრიდონ მას ზედა დგებოდა ღირსი მას თანა სროლისა ორმოცი კაცი ხლებოდა მუნ დაემართა ავთანდილ მას თანა ყოლბი ჰყუებოდა ფრიდონს უკვირდა რა ქნესო მისთა სპათათვის წყრებოდა

933. ფრიდონ მონა გამოგზავნა წა ნახეო ისი სპანი რა ქნეს ალყა რად დაშალეს სად წადიან ვითა ბრმანი მონა ფიცხლა მოეგება ნახა სარო მორჩი ტანი დადგა თვალნი გაურეტდეს დაავიწყდეს სიტყუის თქმანი

934. ავთანდილ სცნა თუ ისია მოამბედ ჩემად რებული უთხრა არქვი შენსა პატრონსა ეს ჩემი დავედრებული ვარ უცხო ვინმე ღარიბი საყოფთა მოშორვებული ძმად ფიცი ტარიელისი თქუჱნს წინა მომგზავრებული

935. მონა წავიდა ფრიდონის თხრობად ამბვისა მისისად უთხრა მზე ვნახე მოსრული ჩანს მანათობლად დღისისად ვაზრობ იგიცა დაშმაგდენ თუ ბრძენთა ნახონ ისი სად ვარ ძმაო ტარიელისი შეყრად ფრიდონის მქისისად

936. რა ტარიელ მოისმინა ფრიდონს ჭირნი უსუბუქდა თვალთა ცრემლნი გარდმოსცვივდეს გული უფრო აუჩუქდა მონაქროლმან ვარდი დაზრა წამწამთაგან ბუქი ბუქდა შეიყვარნეს ერთმანერთი მათგან იქო არ გაუქდა

937. ფიცხლა იგი ქედი ჩავლო ჩაეგება ფრიდონ წინა რა შეხედნა მან ესე თქვა თუ არ მზეაო ისი ვინ ა მას მეტობდა რაცა ქება მონისაგან მოესმინა ერთმანერთსა გარდაუხდეს ლხინმან ცრემლი აფრქევევინა

938. მოეხვივნეს ერთმანერთსა უცხოობით არ დარიდონ თვით უსახოთ ფრიდონს ყმა და მოეწონა ყმასა ფრიდონ რა მჭვრეტელთა იგი ნახონ მზე მათთანა გააფლიდონ მამკალ ბაზარს სხვა მათებრი ივაჭრონ რა ანუ ყიდიან

939. ფრიდონისებრნი მოყმენი ვინმცა ვით ვინ ეგებიან მაგრა მას ახლვან ქებანი მართ მეტუნი არ მიხუდებიან მზე უჩინო იქს მნათობთა რა ახლოს შეიყრებიან დღისით ვერ ნათობს სანთელი და ღამით შუქნი ჰკრთებიან

940. ცხენთა შესხდეს გაემართნეს ფრიდონისსა მივლენ სრასა დაიშალა ნადირობა მოეშალნეს მხეცთა სრვასა ავთანდილის ჭვრეტად სპანი იქიაქათ იქმან ჯრასა თქუეს ასეთი ხორიცელი შეუქმნია რაგვარ რასა

941. ყმა ფრიდონს ეტყვის ისწრაფი ვიცი ამბისა თხრობასა გიამბო ვინ ვარ სით მოვალ ვინათგან ლამი ცნობასა ანუ სით ვიცნობ ტარიელს ანუ რად ვიტყუი ძმობასა იგი ძმად მიხმობს ძმა ხარო თუცა ძლივ ღირს ვარ ყმობასა

942. მე ვარ ყმა როსტან მეფისა მოყმე არაბეთს ზრდილობით დიდი სპასპეტი სახელად მიხმობენ ავთანდილობით მე დიდებულთა დიდგვართა ზრდილი მეფეთა შვილობით საკრძალავი და უკადრი მყოფი არვისგან ცილობით

943. დღესა ერთსა მეფე შეჯდა ნადირობას გამოვიდა მინდორს ვნახეთ ტარიელ ცრემლთა ღვრიდა ველთა რწყვიდა გაგვიკვირდა გვეუცხოვა ვაწვიეთ და არ მოვიდა ჩვენ გვეწყინა არ ვიცოდით მას თუ ცეცხლი როგორ სწვიდა

944. მეფემან სპანი შეპყრობად შეუზახნა და სწყრებოდა მან უჭირველად დახოცა ომი არ მისჭირდებოდა ზოგსა მხართეძო დალეწა და ზოგსა სული ხდებოდა მუნღა ცნეს ეტლი მთვარისა რომე არ დაბრუნდებოდა