... (H-740), XVIII ს.

1036. ავთანდილ: დაჯდა: ტირილად: ტირს: ჴმითა: შვენიერითა: ყორანსა: გაჰგლეჯს: ხშირ: ხშირად: აფრთხობს: ბროლისა: ჭერითა: გახეთქა: ლალი: გათლილი: ანდამატისა: კუერითა: მუნით: წყარონი: გამოჴდეს: ძოწსა: ვამგზავსენ: ფერითა:

1037. პირსა: იხოკს: ღაწუთა: სისხლი: ჩასდიოდა: მისსა: მჭურეტსა: რაცა: ვქენო: არ: უქნია: არცა: შმაგსა: არცა: რეტსა: წყალი: სწრაფით: რას: დავასხი: ცეცხლსა: ძნელად: დასაშრეტსა: ჩქარად: ეცეს: ვერ: გაუძლებს: გული: ლხინსა: მეტის: მეტსა:

1038. მე: მოვჰკალ: ჩემი: მოყუარე: რა: მმართებს: გაწბილებულსა: თავსა: ვაბრალობ: საქმესა: არ: დასმით: გაგონებულსა: ცრუ: კაცი: კარგად: ვერა: იქს: საქმესა: გაძნელებულსა: თქმულა: სიწყნარე: გმობილი: სჯობს: სიჩქარესა: ქებულსა:

1039. უცნობო: ქმნილი: ტარიელ: ძეს: მგზავსად: ნატუსალისად: ავთანდილ: ადგა: გამოვლნა: შამბნი: საძებრად: წყალისად: მან: ჰპოვა: სისხლი: ლომისა: მოაქუ: სავსებლად: ალისად: მკერდსა: დაასხა: გავეჴდა: ლაჟვარდი: ფერად: ლალისად:

1040. ავთანდილ: მკერდსა: დაასხა: მას: ლომსა: სისხლი: ლომისა: ტარიელ: შეჰკრთა: შეიძრა: რაზმი: ინდოთა: ტომისა: თვალნი: აახვნა: მიეცა: ძალი: ზე: წამოჯდომისა: ლურჯად: ჩანს: შუქი: მთვარისა: მზისგან: შუქ: ნაკრთომისა:

1041. ზამთარი: ვარდთა: გააჴმობს: ფურცელნი: ჩამოსცვივიან: ზაფხულის: მზისა: სიახლე: დასწვავს: გუალვასა: ჩივიან: მაგრა: მაზედა: ბულბულნი: ტურფასა: ჴმასა: ყივიან: სიცხე: სწვავს: ყინვა: დააზრობს: წყლულნი: ორჯელვე: სტკივიან:

1042. აგრევე: გული: კაცისა: მოსაგვარებლად: ძნელია: ჭირსა: და: ლხინსა: ორსავე: ზედა: მართ: ვითა: ხელია: მიწყივ: წყლულდების: საწუთრო: მისი: აროდეს: მრთელია: იგი: მიენდოს: სოფელსა: ვინცა: თავისა: მკულელია:

1043. ტარიელ: ნახა: ნაწერი: კულაცა: მკულელისა: მისისა: იკითხავს: თუცა: აშეთებს: კითხუა: წიგნისა: მისისა: დაუყუის: ცრემლმან: სინათლე: ბნელად: ჩანს: შუქი: დღისისა: ავთანდილ: ადგა: დაუწყო: თხრობა: სიტყუისა: მქისისა:

1044. იტყუის: თუ: ნაქმრად: არ: ვარგა: კაცისა: გასწავლულისა: აწ: რადღა: გუმართებს: ტირილი: ჴამს: დავსხდეთ: ქნად: ღიმილისა: ადეგ: წავიდეთ: საძებრად: მის: მზისა: წაჴდომილისა: ადრე: მიგიყუან: მიყუანა: არს: შენგან: მონდომილისა:

1045. ვითა: გუმართებს: გახარება: პირველ: აგრე: გავიხარნეთ: მერმე: შევსხდეთ: გავემართნეთ: ქაჯეთისკენ: თავნი: ვარნეთ: ჴმალნი: ჩვენნი: ვიწინამძღურნეთ: მათნი: ზურგით: დავიყარნეთ: უჭირველნი: შემოვიქცეთ: იგი: მძორთა: დავადარნეთ:

1046. მერმე: ტარიელ: ამბავსა: ჰკითხავს: აღარა: ბნდებოდა: შეხედნის: თვალნი: ამართნის: შავ: თეთრი: ელვა: ჰკრთებოდა: მართ: ვითა: ლალსა: მზისაგან: მას: ფერი: ეზარდებოდა: ვინ: ღირსა: თუმცა: წყალობით: ცა: მიწყივ: მობრუნდებოდა:

1047. ავთანდილს: მადლი: უბრძანა: ქნა: უყო: საუბარისა: მე: შენი: ქება: ვითა: ვთქუა: ბრძენთაგან: საქებარისა: ვითა: მზე: მთისა: წყარომან: მომრწყე: ყუავილი: ბარისა: დამწყუიტე: დენა: ცრემლისა: ნარგისთათ: ნაგუბარისა:

1048. მე: ვერა: გიყო: ნაცვალსა: ღ~თი: გარდგიჴდის: ციერი: ზეგარდმოთ: მისით: შემოგზღოს: მუქაფა: ჩემაგიერი: შესხდეს: და: შინა: წავიდეს: მათ: ლხინი: ჰქონდა: ძლიერი: აწ: გავეაძღო: სოფელმან: ასმათ: ადრითგან: მშიერი:

1049. ქუაბისა: კარსა: ასმათი: მარტო: ზის: არ: ბარგოსანი: შეხედნა: ნახა: ტარიელ: თანა: ყმა: ჭარმაგოსანი: ორნივე: ტურფად: იმღერდეს: ვით: იადონი: მგოსანი: მაშინვე: იცნა: ავარდა: მოშლილი: პერანგოსანი:

1050. აქამდის: მიწყივ: ენახა: ქუაბს: მისულა: მოტირალისა: აწ: გაუკუირდა: დანახვა: სიცილით: მომღერალისა: ზარ: აღებული: ავარდა: ცნობა: უც: ვითა: მთურალისა: არ: იცის: სმენა: ამბვისა: ჯერთ: მისგან: სასურვალისა:

1051. მათ: რა: ნახეს: შემოჰყივლეს: სიცილით: და: კბილთა: ჩენით: ჰე: ასმათო: მოგვივიდა: მოწყალება: ღ~თისა: ზენით: ვპოეთ: მთვარე: დაკარგული: რაცა: გუწადდა: იგი: ვქენით: აწ: გავჴედით: ბედისაგან: ცეცხლთა: შრეტით: ჭირთა: ლხენით:

1052. ავთანდილ: ცხენსა: გარდაჴდა: ასმათის: მოსახუეველად: მან: მიჰყო: ჴელი: ალვასა: შტო: მოჰყუა: მოსარხეველად: ყელსა: და: პირსა: აკოცებს: არის: ცრემლისა: მფრქუეველად: რა: სცანო: რა: ჰქენ: მიამბე: ვტირ: შენი: მოაჯე: ველად:

1053. ავთანდილ: ასმათს: უსტარი: მისცა: მისისა: ზრდილისა: ალვისა: შტო: დამჭკნარისა: მთვარისა: ფერ: მიჴდილისა: უთხრა: თუ: ნახე: ნაწერი: მის: პატიჟ: გარდაჴდილისა: მზე: მოგვეახლა: მოგვეცა: ჩვენ: მოშორება: ჩრდილისა:

1054. ასმათ: რა: ნახა: ნაწერი: ცნა: მისი: დანაწერობა: გაჰკუირდა: ზარმან: აიღო: ათრთოლებს: ვითა: ხელობა: ტერფით: თხემამდის: გაუჴდა: მას: მეტი: საკუირველობა: იტყუის: რა: ვნახე: რა: მესმის: არისმცა: მისი: მრთელობა:

1055. ავთანდილ: უთხრა: ნუ: გეშის: ეგე: ამბავი: მრთელია: ლხინი: მოგუეცა: მოგუშორდა: ყოველი: ჭირი: ძნელია: მზე: მოგვეახლა: უკუნი: ჩვენთვის: აღარა: ბნელია: ბოროტსა: სძლია: კეთილმან: არსება: მისი: გრძელია: