... (H-740), XVIII ს.

941. იქმან: რასმე: საკუირველსა: მტერსა: თვალსა: დაუბრმობენ: ქართა: ასძურენ: საშინელსა: ნავსა: ზღვა: ზღვა: დაამჴობენ: ვითა: ჴმელსა: გაირბენენ: წყალსა: წმიდად: დააშრობენ: სწადდეს: დღესა: ბნელად: იქმენ: სწადდეს: ბნელსა: ანათობენ:

942. ამისთვის: ქაჯად: უჴმობენ: გარეშემონი: ყუელანი: თუარა: იგიცა: კაცნია: ჩვენებრვე: ჴორციელანი: ავთანდილ: მადლი: უბრძანა: ცეცხლნი: დამივსენ: ცხელანი: დიდად: მიამნეს: ამბავნი: სიტყუანი: აწინდელანი:

943. გულითა: ღ~თსა: ადიდებს: ავთანდილ: ცრემლთა: მდენელი: თქუა: ღ~თო: გმადლობ: რომელი: ხარ: ჭირთა: მომალხენელი: ყოფილი: მყოფი: უთქმელი: ყურთაგან: მოუსმენელი: წყალობა: თქუენი: იჩქითად: არს: ჩვენი: გარდმომფენელი:

944. მის: ამბვისა: ცნობისათვის: ცრემლით: ღ~თსა: ადიდებდა: ფატმან: ეჭუდა: თავისათვის: ამად: ცეცხლსა: კულა: იდებდა: ყმა: ნამუსსა: ინახვიდა: სიყუარულსა: იფერებდა: ფატმან: ყელსა: ეხვეოდა: პირსა: ზედა: აკოცებდა:

945. მას: ღამით: ფატმან: იამა: ავთანდილს: თანა: წოლითა: ყმა: უნდომ: გვარად: ეხვევის: ყელსა: ყელითა: ბროლითა: ჰკლავს: თინათინის: გონება: ძრწის: იდუმლითა: ძრწოლითა: გული: ხელ: ქმნილი: გასჭრია: მჴეცთავე: თანა: რბოლითა:

946. ავთანდილ: მალვით: ცრემლსა: წვავს: დენად: სისხლ: ნართავისად: შიგან: მელნისა: მორევსა: ცურავს: გიშრისა: ნავისად: იტყუის: თუ: მნახეთ: მიჯნურნო: იგი: ვინ: ვარდია: ვისად: უმისოდ: ნეხუთა: ზედა: ვზი: ბულბული: მგზავსად: ყუავისად:

947. მუნ: ცრემლნი: მისგან: ნადენნი: ქუისაცა: დასალბონია: გიშრისა: ტევრი: აგუბებს: ვარდისა: ველსა: ფონია: ფატმან: მაზედა: იხარებს: მართ: ვითა: იადონია: თუ: ყუავი: ვარდთა: იშოვებს: თავი: ბულბული: ჰგონია:

948. გათენდა: ბანად: წავიდა: მზე: სოფელს: შუქ: ნაკიდები: დიაცმან: უძღუნა: მრავალი: კაბა: ყაბაჩა: რიდები: მრავალი: ფერი: სურნელი: ტურფა: პერანგი: წმიდები: რაცა: გწადდესო: ჩაიცვი: მე: ნურას: ნუ: მერიდები:

949. ავთანდილ: თქუა: საქმე: ჩემი: გავაცხადო: ამა: დღესა: სამოსლისა: ვაჭრულისა: ცმა: აქამდის: დაეწესა: მას: დღე: ყოვლი: საჭაბუკო: შეიმოსა: ტანსა: მჴნესა: მოიმატა: დაშვენება: დაემგზავსა: ლომი: მზესა:

950. ფატმანს: პური: შეეკაზმა: ავთანდილის: საწვეველად: ყმა: შევიდა: მოკაზმული: მხიარულად: არ: პირბნელად: ფატმან: ნახა: გაუკუირდა: ვაჭრულისა: უმოსელად: შემოსცინა: აგრე: სჯობსო: შენთვის: ჴელთა: სასურველად:

951. ფატმან: მისსა: შვენებასა: მეტის: მეტად: ჰკუირდებოდა: ყმამ: პასუხი: არა: გასცა: თავის: წინა: ღიმდებოდა: შეეტყუების: ვერ: მიცნობსო: რა: რეგუენად: რაგვარ: ჴმობდა: თუცა: რასმე: იფერებდა: მეტი: არა: ჰგავიდოდა:

952. პური: ჭამეს: გაიყარნეს: ყმა: მივიდა: მისსა: შინა: ღვინო: სმული: მხიარული: დაწვა: ამოდ: დაიძინა: საღამოჟამ: გაიღვიძა: შუქი: ველთა: მოაფინა: ფატმან: იჴმო: მოდი: მნახე: მარტო: ვარო: თავის: წინა:

953. ფატმან: მივიდა: ავთანდილს: ჴმა: ესმა: მისგან: ოხისა: იტყოდა: მომკლავს: უცილოდ: ტანი: ალვისა: მოხისა: გვერცა: დაისვა: ბალიში: მისცა: მისისა: ნოხისა: ვარდისა: ბაღსა: უჩრდილობს: ჩრდილი: წამწამთა: ქოხისა:

954. ავთანდილ: ბრძანა: ჰე: ფატმან: ვიცი: ეს: საქმე: შენია: დაჰკრთები: ამა: ამბავსა: მართ: ვითა: გველ: ნაკბენია: მაგრა: აქამდის: მართალი: შენ: ჩემი: არა: გსმენია: ჩემნი: მომკულელნი: წამწამნი: შავნი: გიშრისა: ჩხენია:

955. გგონივარ: ვინმე: ვაჭარი: პატრონი: ქარავანისა: მე: ვარ: სპასპეტი: მაღლისა: მეფისა: როსტევანისა: თავადი: სპისა: დიდისა: მათისა: შესაგვანისა: მაქუს: პატრონობა: მრავლისა: საჭურჭლე: ზარდახანისა:

956. შენ: გიცი: კარგი: მოყუარე: ერთგული: მისანდობელი: მათ: უვის: ერთი: ასული: მზე: ჴმელთა: მანათობელი: იგია: ჩემი: დამწველი: და: ჩემი: დამადნობელი: მან: გამომგზავნა: დავაგდე: პატრონი: მათი: მშობელი:

957. რომე: შენ: ქალი: გყოლია: მე: ძებნად: მისვე: ქალისად: მივლია: ყოვლი: ქუეყანა: მის: მზისა: მონაცვალისად: მისთვის: გაჭრილი: მინახავს: წევს: ლომი: ფერ: ნამკრთალისად: გამცუდებელად: თავისად: მის: გულისა: და: ძალისად:

958. ავთანდილ: ფატმანს: ყოველი: უთხრა: ამბავი: თავისა: ამბავი: ტარიელისა: შემოსა: ვეფხის: ტყავისა: უბრძანა: შენ: ხარ: წამალი: ჯერ: შენგან: უნახავისა: ღონე: წამწმისა: ხშირისა: ყორნის: ფრთებრ: ნაფუშავისა:

959. მოდი: და: ფატმან: მეწიე: ვეცადნეთ: მისსა: რგებასა: უშველოთ: იგი: მნათობნი: ნუთუ: მიეცნენ: შვებასა: ვინცა: სცნობს: კაცი: ყოველი: ჩვენსა: დაიწყებს: ქებასა: ნუთუ: კულა: მიხუდენ: მიჯნურნი: ერთმანერთისა: ხლებასა:

960. მომგვარე: ქაჯეთს: გავგზავნოთ: იგივე: მონა: გრძნეული: ქალსა: ვაცნობოთ: ყოველი: ამბავი: ჩვენგან: ცნეული: მანცა: გვაცნობოს: მართალი: ვქნათ: მისი: გამორჩეული: ღ~ნ: ქნას: ქაჯთა: სამეფო: მოგესმას: ჩვენგან: ძლეული: