... (H-740), XVIII ს.

1056. ჰინდოთ: მეფე: მხიარული: ასმათს: რასმე: უბრძანებდა: ერთმანერთსა: ეხვეოდეს: სიხარული: ატირებდა: ვარდსა: ზედა: ყორნის: ბოლო: ნამსა: თხელსა: აპკურებდა: კაცსა: ღ~თი: არ: გასწირავს: თუმცა: კაცი: შეიგებდა:

1057. ღ~თსა: მისცეს: დიდი: მადლი: თქუეს: გვიყოო: რაცა: სჯობდა: აწყა: ვცანით: უარესსა: პირი: თქუენი: არ: გაბრჭობდა: ჰინდოთ: მეფე: მხირული: ჴელ: განპყრობით: ამას: ჴმობდა: ქუაბს: შევიდეს: მხიარულნი: ასმათ: რასმე: მასპინძლობდა:

1058. ტარიელ: იტყუის: ავთანდილ: ისმინე: სიტყუა: ასები: გიამბობ: რასმე: ამბავსა: მოამბვედ: ნუ: გენასები: მე: ოდეს: ქუაბნი: წაუხვენ: დავჴოცენ: დევთა: დასები: მას: აქათ: მათი: აქა: ძეს: საჭურჭლე: ძვირ: ნაფასები:

1059. მე: აგრე: არა: მინახავს: მართ: ვითა: არა: მდომია: მოდი: და: გავხსნათ: შევიგნეთ: საჭურჭლე: თუ: რაზომია: იამა: ადგეს: ორნივე: არცა: ქუე: ასმათ: მჯდომია: დალეწეს: კარი: ორმოცი: მათგან: არ: ზედა: ომია:

1060. პოეს: საჭურჭლე: უსახო: კულა: უნახავი: თვალისა: მუნ: იდვა: რიყე: თვალისა: ჴელწმიდად: განათალისა: ჩნდის: მარგალიტი: ოდენი: ბურთისა: საბურთალისა: ვინმცა: ქნა: რიცხვი: ოქროსა: ვერვისგან: დანათვალისა:

1061. იგი: სახლი: ორმოცივე: შიგან: იყო: გატენილი: პოეს: ერთი: ზარდახანი: აბჯრისათვის: ახლად: ქნილი: მუნ: აბჯარი: ყოვლი: ფერი: ასრე: იდვა: ვითა: მწნილი: შიგან: ერთი: კიდობანი: დაბეჭდული: არ: გახსნილი:

1062. ზედა: ეწერა: აქა: ძეს: აბჯარი: საკუირველია: ჯაჭუ: მუზარადი: ალმასი: ჴმალი: ბასრისა: მჭრელია: თუ: ქაჯნი: დევთა: შეებნენ: იყოს: დღე: იგი: ძნელია: უმის: ჟამისოდ: ვინც: გახსნის: არის: მეფეთა: მკულელია:

1063. კიდობანი: გახსნეს: პოეს: მუნ: აბჯარი: სამი: ტანი: რასაცავით: შეიმოსენ: მეომარნი: სამნი: ყმანი: [...............................................................................] [..............................................................................]

1064. ვინ: ღირსა: თქუენსა: ეგზომსა: ტირილსა: შეჭირვებასა: თქუენთვის: სიკუდილი: დია: სჯობს: მიწათა: ზედან: რებასა: კულა: ფრიდონ: ჰკადრა: მეფესა: ნურათ: იქთ: გამწარებასა: ღ~თიმცა: მუქფად: მოგიზღავს: ათასსა: გახარებასა:

1065. ავთანდილცა: მიუმტკივნა: იტყუის: დიდსა: სიმძიმილსა: მათ: შეასხეს: ქება: უთხრეს: თავნი: მივსცნეთ: აწ: ღიმილსა: რადგან: მიხუდა: დაკარგული: ლომი: მზესა: წაჴდომილსა: აღარა: ვსტირთ: სატირალსა: აღარ: დავსდებთ: თვალთა: მილსა:

1066. მივიდეს: სადა: ქალაქი: დიდი: მულღაზანზარია: სცემდეს: ბუკსა: და: ტაბლაკსა: გაჴდა: ზათქი: და: ზარია: დაბდაბისა: და: ქოსისა: ჴმა: ტურფად: შენათ: ზარია: მოატყდეს: მოქალაქენი: დააგდეს: მუნ: ბაზარია:

1067. შუკათათ: მოდგეს: ვაჭარნი: ყოვლგნით: მჭურეტელთა: ჯარია: შორს: უარებდეს: სარანგნი: ჴელთა: აქუს: მათ: აბჯარია: მოიჭრებოდეს: ჯალაბნი: სარანგთა: დამსაჯარია: მათად: საჭურეტლად: მიშვება: მუნ: მათგან: ნააჯარია:

1068. გადაჴდეს: ფრიდონისასა: სრა: ნახეს: მოსაწონები: გამოეგება: მრავალი: ოქროს: სარტყლითა: მონები: ფერჴთა: საფენლად: ოქსინო: მართ: მათგან: არს: ნაქონები: თავსა: აყრიდეს: ოქროსა: ხვეტს: ჯარი: მუნ: ნარონები:

აქა ქორწილი ტარიელისა და ნესტანდარეჯანისა ფრიდონისაგან:

1069. მათ: ქალ: ყმათათვის: საჯდომი: დაედგა: თეთრ: ძოწეული: წითელ: ყუითლითა: თვალითა: ზედა: კეკლუცად: ფრქუეული: ავთანდილისთვის: ყუითელი: და: შავი: ერთგან: რჩეული: მოვიდეს: დასხდეს: მჭურეტელნი: ვცან: მათი: სულდალეული:

1070. მგოსანნი: მოდგეს: ისმოდა: ჴმა: სიმღერისა: ტკბილისა: ქორწილი: ქნეს: და: გამრავლდა: ძღნობა: ლარისა: ლბილისა: ფრიდონის: პურად: კარგისა: არ: მასპინძლისა: წბილისა: ნესტანჯარს: შვენის: ღიმილი: ჩენა: თეთრისა: კბილისა:

1071. მოიღეს: ძღვენი: უსახო: ფრიდონის: არ: ალქატისა: ცხრა: მარგალიტი: სიდიდით: მართ: ვითა: კუერცხი: ბატისა: კულა: ერთი: თვალი: სამგზავსო: მზისა: შუქ: მონამატისა: მას: წინა: ღამით: ძალედვის: მხატვარსა: ხატვა: ხატისა:

1072. კულა: უძღუნა: თუითო: ფარღული: გარდასაყრელი: ყელისა: მრგულად: დათლილისა: თვალისა: იაგუნდისა: მრთელისა: კულა: მოაქუს: ერთი: ტაბაკი: მძლედ: საჭირავი: ჴელისა: ავთანდილისთვის: ლომისა: ძღვენი: ფრიდონის: ქუელისა:

1073. იგი: ტაბაკი: სავსეა: მარგალიტითა: სხუილითა: ავთანდილს: უძღვნა: ყუელაი: არა: სიტყუითა: წბილითა: აივსო: სახლი: სტავრითა: და: ოქსინოთა: ლბილითა: [.............]ლაღმან: სიტყუითა: ტკბილითა:

1074. [.....................................]მო: ქორწილია: დღესა: რვასა: ყოვლ[.......]მიართვემდის: უფასოსა: ძღვენსა: მზასა: დღე: და: ღამე: არ: გასწყუეტდის: ჩაღანა: და: ჩანგი: ჴმასა: აჰა: მიხუდეს: შესაფერნი: ყმა: ქალსა: და: ქალი: ყმასა: