... (H-740), XVIII ს.

998. მე: სიკუდილი: აღარ: მიმძიმს: შემოგუედრებ: რადგან: სულსა: მაგრა: შენი: სიყუარული: ჩავიტანე: ჩამრჩა: გულსა: მომეგონოს: მოშორვება: მემატების: წყლული: წყლულსა: ნუცა: მტირ: და: ნუცა: მიგლოვ: ჩემო: ჩემსა: სიყუარულსა:

999. წადი: ინდოეთს: მიმართე: არგერა: ჩემსა: მშობელსა: მტერთაგან: შეიწრებულსა: ყოვლგნით: ჴელ: აუპყრობელსა: გულსა: ალხინე: ჩემისა: მოშორვებისა: მთმობელსა: მომიგონებდი: მტირალსა: შენთვის: ცრემლ: შეუშრობელსა:

1000. რაცა: ვიჩივლე: ბედისა: ჩემისა: კმა: საჩივარად: ცან: სამართალი: მართალი: გულისა: გულსა: მივარად: შენთვის: მოვკუდები: გავჴდები: ყორანთა: დასაყივარად: ვირე: ცოცხალვარ: მეყოფი: სატირლად: და: სატკივარად:

1001. აჰა: ინიშნე: ნიშანი: შენეულისა: რიდისა: გარდმიკუეთია: ალამი: ჩემო: ერთისა: კიდისა: ესეღა: დაგრჩეს: სანაცლოდ: მის: იმედისა: დიდისა: რისხვით: მობრუნდა: ჩვენზედა: ბორბალი: ცისა: შვიდისა:

1002. ესე: წიგნი: საყუარელსა: მისსა: თანა: მინაწერი: რა: დაწერა: გარდაჰკვეთა: მათ: რიდეთა: ერთი: წვერი: თავ: მოჴდილსა: დაუშვენდა: სისხო: სიგრძე: თმათა: ფერი: ალვისაგან: სული: მოქრის: ყორნის: ფრთათათ: მონაბერი:

1003. ესე: სიტყუა: მართალია: არ: ჭრელად: და: არ: ხოსრულად: ნესტან: დარიჯან: ჰქუიან: ქალსა: ქართულადცა: კულა: სპარსულად: თვ: შიშველი: ყაყაჩოსა: ჰგავს: თუ: იყოს: ვარდი: სრულად: ტარიელის: გონებითა: ალვა: მჭკნარა: დანასრულად:

1004. იგი: მონა: წამოვიდა: გულანშაროს: მიმავალი: წამ: ერთ: მიჴდა: ფატმანისსა: დღე: იარა: არ: მრავალი: რა: ავთანდილს: გაუსრულდა: საქმე: მისი: სასურვალი: ჴელ: აპყრობით: ღ~თსა: მადლობს: ცნობა: სრული: არამთვრალი:

1005. ფატმანს: უთხრა: გამისრულდა: ჟამად: საქმე: საწადელი: დიდი: შენი: მოჭირვება: ჩემგან: არის: გარდუჴდელი: წავალ: დგომად: აღარა: მცალს: დრო: მოსრულა: შარშანდელი: ფიცხლა: ქაჯეთს: მოვიყუანო: მათი: მომსპობ: ამწყუედელი:

1006. ხათუნმან: უთხრა: ჰე: ლომო: ცეცხლი: აწ: უფრო: ცხელდების: მოეშორების: ნათელსა: გული: ამისთვის: ბნელდების: ისწრაფე: ჩემი: ნუ: გაგვა: ხელი: ეგრეცა: ხელდების: თუ: ქაჯნი: მოგესწრებიან: მუნ: მისულა: გაგიძნელდების:

1007. ყმამან: ფრიდონის: მონანი: უჴმნა: მასთანა: ხლებულნი: უბრძანა: მკუდარნი: აქამდის: ახლა: ვართ: დაცოცხლებულნი: რაცა: გვინდოდა: მისითა: სმენითა: გახარებულნი: ჩვენთა: მტერთანი: გიჩვენნე: წყლულნი: მით: ვაგლახებულნი:

1008. წადით: და: ფრიდონს: უამბეთ: ამბავი: არ: ნაცქაფავი: მე: ვერა: ვნახე: ვისწრაფი: გზა: ჩემი: არს: ნასწრაფავი: მან: გააჴაფოს: ჴმა: ჴაფი: კულა: უფრო: გასაჴაფავი: თქუენ: მოგცე: ლარი: ყუელაი: მე: ჩემი: ნაალაფავი:

1009. ჩემსა: ზედა: დიდი: არის: ვალი: თქუენგან: დანადები: მადლსა: სხვაებრ: გარდავჴიდი: თუღა: ფრიდონს: შევეყრები: აწ: წაიღეთ: ყუელაკაი: მეკობრეთა: წანაღები: ამისმეტსა: ვერას: მოგცემ: ვიცი: ამად: გეძუნწები:

1010. სახლი: არ: მახლავს: არძალმაქვს: გაცემა: საბოძვარისა: მისცა: მართ: სავსე: ხომალდი: რიცხვი: ტურფათა: ჯარისა: უბრძანა: წადით: წაიღეთ: გზა: წავლეთ: მისვე: არისა: ფრიდონს: მიართვით: უსტარი: ჩემგან: ძმად: ნაფიცარისა:

წიგნი ავთანდილისა მიწერილი ფრიდონს წინაშე:

1011. დაწერა: ფრიდონ: მაღალო: სვე: სრულო: მეფეთ: მეფეო: ლომისა: მგზავსო: ძალ: გულად: მზეო: შუქ: მოიეფეო: მოვლენილო: და: მორჭმულო: მტერთა: სისხლისა: მჩქეფეო: უმცროსმან: ძმამან: შორიშორ: სალამი: დავიყეფეო:

1012. ჭირნი: ვნახენ: და: მოცამხუდა: ნაცვალი: ჭირნახულისა: კარგა: მოჴდომა: საქმისა: ჩემისა: გაზრახულისა: მიცნია: მართლად: ამბავი: პირისა: მზედ: სახულისა: დამარჩენელი: ლომისა: მის: ქუესკნელს: დამარხულისა:

1013. იგი: მზე: ქაჯთა: მეფესა: ჰყავს: ქაჯეთს: პატიმარია: მუნ: მისულა: მიჩანს: თამაშად: თუცა: გზა: საომარია: ნარგისთათ: წვიმა: ბროლისა: წვიმს: ვარდი: ნაწვიმარია: ჯერთ: ქალსა: ქაჯნი: არ: ახლვან: მაგრა: სპა: უომარია:

1014. გულ: მხიარული: ვიხარებ: ამად: არ: ცრემლი: მილდების: სადაცა: შენ: და: შენი: ძმა: ხართ: ომი: გაადვილდების: რაცა: მოგინდეს: უცილოდ: იქთ: იგი: არ: აგცილდების: ართურე: კაცმან: დაგიდგნა: ვეჭუ: კლდეცა: გაგილბილდების:

1015. აწ: შემინდევ: ვერა: გნახე: შორს: ამისთვის: წაგიარე: გზა: გზა: ყოვნად: აღარა: მცალს: პატიმრად: არს: იგი: მთვარე: ადრე: მოვალთ: მხიარულნი: ჩვენი: ნახვა: გაიხარე: ამისმეტი: რაღა: კადრო: ძმასა: ძმურად: მოეჴმარე:

1016. ამა: მონათა: ჩემზედა: გარდაუჴდელი: გულია: ამოდ: მსახურეს: თქუენიმცა: გული: ამსთვის: სრულია: ქება: რად: უნდა: მას: ვინცა: თქუენთანა: ხან: დაზმულია: მგზავსი: ყუელაი: მგზავსსა: შობს: ესე: ბრძენთაგან: თქმულია: