... (H-740), XVIII ს.

961. ფატმან: თქუა: ღ~თსა: დიდება: საქმენი: მამხუდეს: მორანი: დღეს: რომე: მესმნეს: ამბავნი: უკდავებისა: სწორანი: მოჰგვარა: მონა: გრძნეული: შავი: მართ: ვითა: ყორანი: უბრძანა: ქაჯეთს: გაგზავნი: წა: გზანი: გისხენ: შორანი:

962. აწ: გამოჩნდების: საჴმრობა: ჩემთვის: შენისა: გრძნებისა: ფიცხლა: დამივსე: საჴმილი: შენ: ჩემთა: ცეცხლთა: გზნებისა: მას: მზესა: ჰკადრე: მიზეზი: მისისა: განკურნებისა: მან: უთხრა: ხუალე: მოგართვა: ყოვლი: ამბავი: ნებისა:

წიგნი ფატმანისა ნესტან დარეჯანს წინაშე:

963. ფატმან: სწერს: აჰა: მნათობო: სოფლისა: მზეო: ზენაო: შენთა: შორს: მყოფთა: ყოველთა: დამწველო: ამაზრზენაო: სიტყუა: მჭევრო: და: წყლიანო: ტურფაო: ლამაზენაო: ბროლო: და: ლალო: ოროვე: კულა: ერთგან: შენათხზენაო:

964. თუცა: თუ: შენი: ამბავი: შენ: არა: მომასმენიე: მე: ეგრეცა: ვცნა: მართალი: მით: გულსა: მოვალხენიე შენთვის: ხელქმნილსა: ტარიელს: ამბვითა: მოალხენიე: ორნივე: მიხუდეთ: წადილსა: იგი: ვარდობდეს: შენიე:

965. მოსრულა: შენად: საძებრად: მისი: ძმად: შეფიცებული: ავთანდილ: მოყმე: არაბი: არაბეთს: შიგან: ქებული: სპასპეტი: როსტან: მეფისა: ვერვისგან: დაწუნებული: შენ: სწერდი: შენსა: ამბავსა: ლაღი: ბრძნად: გაგონებული:

966. ჩუენ: ამისთვის: ესე: მონა: გამოვგზავნეთ: შენსა: წინა: ვცნათ: ამბავი: ქაჯეთისა: მოსრულანმცა: ქაჯნი: შინა: მანდაურთა: მეომართა: ანგარიში: ჩვენცა: გუინა: ვინ: არიან: მცველნი: შენნი: ან: თავადი: მათი: ვინა:

967. რაცა: იცი: მანდაური: მოგვიწერე: გაამჟღავნე: მერმე: შენსა: საყუარელსა: ნიშანი: რა: გაუგზავნე: შენი: ყუელა: აქამდისი: ჭირი: ლხინსა: გაათავნე: ღ~თსა: უნდეს: მოყუარენი: შესაფერნი: შეგაზავნე:

968. ფატმან: მისცნა: დაწერილნი: მას: გრძნეულსა: ჴელოვანსა: ესე: წიგნი: მიართვიო: ქალსა: მზისა: დასაგვანსა: მან: გრძეულმან: მოლი: რამე: წამოისხა: ზედა: ტანსა: მასვე: წამსა: დაიკარგა: გარდაფრინდა: ბანის: ბანსა:

969. წავიდა: ვითა: ისარი: კაცისა: მშვილდ: ფიცხელისა: რა: ქაჯეთს: შეჴდა: ქნილ: იყო: ოდენ: ბინდ: ბანდი: ბნელისა: უჩინოდ: შევლო: სიმრავლე: მოყმისა: კართა: მცველისა: მას: მზესა: ჰკადრა: ამბავი: მისისა: სასურველისა:

970. ციხისა: კარნი: დახშულნი: შევლნა: მართ: ვითა: ღიანი: შევიდა: ზანგი: პირ: შავი: თმა: გრძელი: ტან: ნაბდიანი: იგი: მზე: დაჰკრთა: ეგონა: სამოსი: რამე: ზიანი: შესცვალა: ვარდნი: ზაფრანად: ლაჟვარდის: ფერად: იანი:

971. ქაჯმან: უთხრა: ვინ: გგონივარ: ანუ: ეგრე: რად: დაბნდები: მე: ვარ: მონა: ფატმანისი: თქუენს: წინაშე: ნამგზავრები: ამა: წიგნმან: გამამართლოს: არ: ტყუილად: გეუბნები: მზისა: შუქნი: მოიცადენ: ვარდო: ადრე: ნუ: დასჭნები:

972. პირმზე: გაჰკვირდა: ფატმანის: ამბვითა: საკვირველითა: ნუშნი: გააპნა: შეიძრნეს: სათნი: გიშრისა: წნელითა: მას: იგი: წიგნი: მონამან: მისცა: თავისა: ჴელითა: იკითხავს: სულთქუამს: უსტარსა: ალტობს: ცრემლითა: ცხელითა:

973. მონასა: ჰკითხა: მიამბე: ვინ: არის: ჩემი: მძებნელი: ანუ: ვინ: მიცის: ცოცხალი: მიწათა: ზედა: მტკეპნელი: მან: მოახსენა: ვიკადრებ: რასაც: ოდენ: ვარ: მცნებელი: რა: წამოსრულხართ: მას: აქათ: ჩვენგან: ჩვენია: მზებნელი:

974. ფატმანის: გული: მას: აქათ: ლახუართა: შენახევია: მას: რომე: ცრემლი: სდიოდია: ზღვათაცა: შენართავია: მე: ერთხელ: შენი: ამბავი: მისთვის: კულა: მიმირთმევია: ღ~თსა: ვიმოწმებ: მას: აქათ: ტირილი: არ: დალევია:

975. აწ: ვინმე: მოყმე: მოვიდა: შვენიერითა: პირითა: მან: უთხრა: წურილად: ყუელაი: თქუენ: ხართ: რათაცა: ჭირითა: იგია: შენი: მძებნელი: მკლავითა: ვითა: გმირითა: მე: გამომგზავნეს: დამვედრეს: სწრაფითა: მეტად: ხშირითა:

976. ქალმან: უთხრა: მემართლების: ყმაო: შენი: ნაუბარი: ფატმან: ჩემი: არ: იცოდა: ვიყავ: ვისი: წანაგვარი: უღონიოდ: არის: სადმე: ჩემი: ცეცხლთა: მომდებარი: მე: მიუწერ: შენცა: ჰკადრე: ვარ: ვითამცა: გულმდუღარი:

წიგნი ნესტან დარეჯანისა ფატმანს თანა:

977. პირმზე: სწერს: აჰა: ხათუნო: დედისა: მჯობო: დედაო: მისგან: ტყუე: ქმნილსა: სოფელმან: რამიყო: ამას: ხედაო: მე: გლახ: მათ: ჩემთა: პატიჟთა: სხვაცა: დამერთო: ზედაო: აწ: ვნახე: შენი: უსტარი: მე: დიდად: მეიმედაო:

978. შენ: ორთა: დამხსენ: გრძნეულთა: გამიადვილე: ჭირები: აწ: აქა: სრულად: ქაჯთაგან: ვარ: ასრე: დანამჭირები: ერთსა: მცავს: ერთი: სამეფო: ბევრჯელ: ათასი: გმირები: ავად: მომჴიდა: თათბირი: და: ჩემი: დანაპირები: