... (H-740), XVIII ს.

1173. როსტან: მათითა: გაყრითა: ხელთაგან: უფრო: ხელდების: ათასჯერ: იტყუის: ვაგლახსა: არ: სულთქმა: უერთხელდების: ცხელი: სდის: წყარო: ცრემლისა: მართ: ვითა: ქუაბი: ცხელდების: ტარიელ: არის: დაღრეჯით: ფიფქი: ნასდების: თხელდების:

1174. ტარიელს: ვარდსა: დაუტყლეჟს: მეფე: ხვევნით: და: კოცნებით: ეტყუის: თუ: თქუენი: სიახლე: მიჩს: აქამდისცა: ოცნებით: რადგან: მოგშორდი: დავრჩები: პატიჟთა: გაასოცებით: შენგან: მოგვეცა: სიცოცხლე: შენგანვე: დავიჴოცებით:

1175. ტარიელ: შეჯდა: მეფისა: გამყრელი: გამომსალამე: სრულად: ლაშქართა: სდიოდა: ცრემლი: მინდორთა: სალამე: მზე: შენ: გელისო: საომრად: და: თავი: შენ: მის: ალამე: უბრძანა: თქვენთვისი: მტირალსა: ყოლა: არ: მიჩანს: სალამე:

1176. გაემართნეს: და: წავიდეს: დია: სპითა: და: ბარგითა: ტარიელ: ფრიდონ: ავთანდილ: თავითა: მეტად: კარგითა: კაცი: ორმოცი: ათასი: ჰყუა: ცხენებითა: ვარგითა: მივლენ: სამნივე: გულითა: ერთმანერთისა: მარგითა:

1177. სამ: დღე: ვლეს: ღ~თნ: მათებრი: სხვა: ნურა: ნუ: დაბადოსა: მოეგებნიან: მტერობა: ვერავინ: დაიქადოსა: მინდორსა: შიგან: სადილად: გარდაჴდეს: უდილადოსა: ვითა: მართებდათ: პურობდეს: ღვინოსა: სმიდეს: არდოსა:

ტარიელისაგან ინდოთ მეფის სიკუდილის ცნობა:

1178. ქედსა: ზედა: გარდმოადგა: მეტად: დიდი: ქარავანი: კაცები: და: საჴედრები: ერთობ: იყო: შაოსანნი: გარეშემო: მოეკუეცნეს: უკანამო: დალალანი: მეფე: ბრძანებს: მოასხითო: ჩვენ: დავჰყოვნოთ: აქა: ხან[...]

1179. მოასხნეს: იგი: ვაჭარნი: და: მათი: უხუცესია: უბრძანეს: ვინ: ხართ: შავითა: რად: ტანი: შეგიმოსია: მათ: მოახსენეს: სით: მოვალთ: იქ: ასრე: დანაწესია: ჰინდოეთს: ნისრით: მოსრულთა: გუივლია: გზა: უგრძესია:

1180. გაეხარნეს: მათ: ვაჭართა: ჰინდოეთით: მამავლობა: მაგრა: თავი: უმეცარ: ყუეს: არა: მისცეს: ყოლა: გრძნობა: უცხოურად: ეუბნების: მათ: ვერა: სცნეს: მათი: ცნობა: არ: ესმოდა: ინდოური: არაბულად: ყუეს: უბნობა:

1181. უბრძანეს: გვითხარ: ვაჭარნო: ამბავი: ინდოეთისა: მათ: ჰკადრეს: ზეცით: მოსრულა: ინდოეთს: რისხვა: ზეცისა: დიდსა: და: წურილსა: ყუელასა: ცრემლი: სდის: მგზავსი: წვეთისა: მუნ: შიგან: მყოფსა: ბრძენსაცა: ცნობა: უც: ვითა: შეთისა:

1182. თვით: მათვე: მათსა: ამბავსა: უამბობს: არის: წყლიანი: ფარსადან: მეფე: ინდოთა: იყო: ჴელმწიფე: სვიანი: მას: ესვა: ქალი: მნათობი: მზისაცა: უფრო: მზიანი: კბილ: მარგალიტი: ტან: ალვა: ღაწუ: ბალახშ: ყორან: თმიანი:

1183. მას: ქალსა: და: ამილბარსა: ერთმანერთი: შეუყუარდა: ამილბარმან: სიძე: მოკლა: ჴმა: მეფესა: დაუვარდა: იგი: ქალი: პატარაი: მამიდასა: გაეზარდა: ბუქთა: მისგან: მონაქროლთა: ჰინდოეთი: გარდაჰქარდა:

1184. მამიდაი: ქაჯი: იყო: გრძნეულობა: იცის: კარგა: მით: შემართა: საშინელი: მზე: ჴმელეთსა: დაუკარგა: თუითცა: მოკუდა: უბედური: მართ: საცოცხლოდ: არად: ვარგა: იგი: ქალი: დაუკარგა: ალვა: მორჩი: სხვაგან: დარგა:

1185. ცნა: ამილბარმან: წავიდა: ლომი: მის: მზისა: მძებნელად: იგიცა: წაჴდა: ინდოეთს: გაჴდა: მთვარე: და: მზე: ბნელად: ორნივე: წაჴდეს: პოვნაღა: მათი: არს: აწ: საგებნელად: მეფემან: ბრძანა: ჰე: ღ~თო: რად: ცეცხლსა: მომიდებ: ნელად:

1186. მეფე: გაშმაგდა: მათისა: უღონო: ქმნილი: ძებნისა: შავად: შესცვალა: ჰინდოეთს: ჴმა: ქოს: წინწლითა: ებნისა: ცოტასა: ხანსა: გავესძლო: დება: საჴმილთა: გზნებისა: აწ: თვითცა: მოკუდა: შეექნა: ბოლო: სრისა: და: ტკებნისა:

1187. რა: ვაჭარმან: ესე: სიტყუა: თქუა: საქმენი: გააკულადნა: ქალმან: დიდნი: დაიკივლა: ფიცხლა: თავსა: მოიჴადნა: ტარიელცა: დაიზახნა: დაფარულნი: გააცხადნა: ნარგისთაგან: ნაწუიმარი: ღვარი: ადგა: თოვლი: დადნა:

1188. მომკალ: ქალსა: თავ: მოჴდილსა: თუ: მზე: ვითა: ეურჩოსა: სული: ვარდთა: დავამგზავსე: თავ: შიშველი: ყაყაჩოსა: თუ: ბრძენიცა: მაქებარი: მისი: იჴმობს: ვირებ: ჩოსა: ჰგავს: თუ: ტყუბი: მარგალიტი: ზის: ბროლისა: ჴარჴანჩოსა:

1189. ქალი: საბრალოდ: მამასა: ტირს: ბულბულისა: მგზავსია: თმა: გაიგლიჯა: გაყარა: ღაწვი: ცრემლითა: ავსია: ვარდი: შექნილა: ზაფრანად: ლალი: მართ: ვითა: მხავსია: მზესა: ღრუბელი: ეფარვის: ამად: ნათელი: დავსია:

1190. იხოჭს: და: იგლეჯს: ზახილით: ტირს: სიტყუა: ჴაფი: უარე: სისხლი: და: წყალი: თვალთაგან: სდის: ცრემლი: გარე: უარე: მოვჰკუეო: შენთვის: მამაო: შვილი: ყოველთა: უარე: ვერა: გმსახურა: ასულმან: ვერცარა: შეგაგუარე:

1191. ჩემთვის: ბნელ: ქმნილო: მამაო: ნათელო: თვალთა: ჩემთაო: ჩემთა: რა: გაცნევს: ამბავთა: გულისა: მონაცემთაო: მზეო: რადღა: გაქუს: სინათლე: რადღა: ანათობ: თემთაო: რად: არ: დაიქეც: ქუეყანა: რადღა: მართიხარ: ზემთაო: