... (H-740), XVIII ს.

1134. თუ: შეგერთო: ერთი: მონა: თქუენთვის: არცა: მაშინ: მშურდა: ვინმცა: გკადრა: შეცილება: უშმაგომცა: ვით: მოგმდურდა: თუ: ავთანდილ: არ: მიყუარდა: აგრე: მისთვის: რად: მამსურდა: დია: ღ~თო: წინაშე: ვარ: ესე: ჩემგან: დადასტურდა:

1135. რა: ტარიელ: მეფისაგან: ესე: სიტყუა: მოისმინა: დადრკა: მდაბლად: ეთაყუანა: პირსა: ზედა: დაეფინა: კულა: მეფემან: თაყუანისცა: წამორევლო: წადგა: წინა: ერთმანერთი: მოიმადლნეს: მას: ერთსაცა: არ: ეწყინა:

1136. ტარიელ: ფრიდონ: გაგზავნა: მის: ყმისა: მოსაყუანელად: შესთვალა: მოდი: გიბრძანებს: იგი: შენ: ვისად: სჩანელად: ჭირნი: გარდაჴდეს: მოგაკლდა: ცრემლი: ღაწვისა: მბანელად: ნუღარ: იშიშვი: საჴმილსა: შენი: დამწველია: ნელად:

1137. ფრიდონ: შეჯდა: ავთანდილის: მახარობლად: გაექანა ესდენ: დიდი: სიხარული: გაეხარნენ: მასცა: განა წავიდა: და: წამოუძღვა: მოიყუანა: მოჰყუა: თანა: მაგრა: ირცხვის: მეფისაგან: შუქი: ბნელად: მოევანა:

1138. მეფე: ადგა: მოეგება: ყმა: გარდაჴდა: რა: მივიდა: ჴელთა: ჰქონდა: ჴელმანდილი: პირსა: მითა: იფარვიდა: მზე: ღრუბელსა: მოჰფარვოდა: ქუშდებოდა: ვარდსა: ზურიდა: მაგრა: მისსა: შვენებასა: რამცავითა: დაჰფარვიდა:

1139. მეფე: კოცნასა: ლამობდა: აღარა: ცრემლნი: სდენიან: ავთანდილ: ფერჴთა: ეხვევის: შუქნი: ქუე: დაუფენიან: უბრძანა: ადეგ: ნუ: გრცხვენის: შენ: ზნენი: გამოგჩენიან: რადგან: მერჩიო: ნუ: მერცხვი: გაე: რასაღა: გრცხვენიან:

1140. მოეხვია: გარდაჰკოცნა: მან: პირისა: არე: მარე: დამივსეო: ცეცხლი: ცხელი: მაგრა: წყალი: არე: მარე: ვინ: გიშერი: დააჯოგა: წარბ: წამწმისა: არე: მარე: გუალე: შეგყრი: ლომო: მზესა: თავი: მისკე: არე: მარე:

1141. მეფე: ყელსა: ეხვეოდა: მას: ლომსა: და: ვითა: გმირსა: ახლოს: უზის: ეუბნების: აკოცებს: და: უჭურეტს: პირსა: იგი: მზე: და: ჴელმწიფობა: ასრე: მიხუდა: ვითა: ღირსა: მაშინ: ლხინი: ამო: არის: რა: გარდიჴდის: კაცი: ჭირსა:

1142. ყმა: მეფესა: მოახსენებს: მიკუირს: სხვასა: რადრას: ბრძანებ: რად: არ: გინდა: ნახვა: მზისა: ანუ: რადღა: აგუიანებ: მიეგებვი: მხიარული: თქუენსა: მოიყუანებ: შემოიმოს: შუქთა: მისთა: ნათლად: გარე: მოივანებ:

1143. ტარიელსცა: მოახსენა: შესხდეს: ქალსა: მიეგებნეს: მათ: სამთავე: გოლიათთა: მზისა: ფერად: ღაწუნი: ღებნეს: [....................................................................................................] [...................................................................................................]

1144. [.......................................................................................] [.......................................................................................] ცამცა: ნუ: შეგცულის: მოგხუდების: თვით: მისებრ: შეუცულელობა: თქუენით: ჴელითა: მეღირსოს: მიწათა: შემოყრილობა:

1145. მართ: მეფემან: სპათა: ბრძანა: ავთანდილის: თაყუანება: ესეაო: მეფე: თქუენი: ასრე: იქნა: ღ~თისა: ნება: დღეს: ამას: აქუს: ტახტი: ჩემი: მე: სიბერე: ვითა: სნება: ჩემად: სწორად: მსახურებდით: დაიჭირეთ: ჩემი: მცნება:

1146. ლაშქარნი: და: დიდებულნი: დადრკეს: მდაბლად: ეთაყუანნეს: მოახსენეს: მიწად: ვექმნეთ: ვინცა: მიწად: მიგუიყუანნეს: მორჩილ: ქმნილნი: დაგუადიდნეს: ურჩნი: მკუდართა: დაგუაგუანნეს: მტერთა: მკლავნი: შეაძუტნეს: გულნი: ჩვენნი: აგულვანნეს:

1147. ტარიელცა: უთხრა: ქებით: იმედისა: გათავება: ქალსა: უთხრა: შემიყრიხართ: აღარა: გწუავს: ცეცხლთა: დება: ქმარი: შენი: ძმაა: ჩემი: მწადს: აგრევე: თქუენი: დება: ორგულთა: და: შემცილეთა: თქუენთა: მე: ვქნა: გაფლიდება:

ქორწილი ავთანდილისა და პირმზის თინათინისა:

1148. მას: დღე: ავთანდილ: პატრონად: ზის: და: ჴელმწიფე: ზენია: მასთანა: მჯდომსა: ტარიელს: შვენიან: სინაზენია: ნესტანჯარ: ახლავს: თინათინს: ვინ: მჭურეტთა: ამაზრზენია: ჰგავს: თუ: ცა: მოდრკა: ქუეყანად: შეყრილან: ორნი: მზენია:

1149. დაიწყეს: მორთმა: პურისა: ლაშქართა: მის: მესავსისა: ზროხა: და: ცხვარი: დაკლული: არს: უმრავლესი: მხავსისა: შეიქნა: ძღნობა: ძღვენისა: მათისა: შესამგზავსისა: მათ: ყოვლთა: შუქი: ანათლობს: პირისა: მზისა: მგზავსისა:

1150. იაგუნდისა: ჯამები: იყუის: ლალისა: ჭიქები: კულა: უცხო: ფერთა: ჭურჭელთა: სხდის: უცხო: უცხო: სიქები: მის: ქორწილისა: მაქები: კაცი: ბრძენთაგან: იქები: მჭვრეტელნო: გულსა: ეტყოდი: ნუ: აიხსნები: იქ: ები:

1151. მუტრიბნი: მოდგეს: ყოველგნით: ისმოდის: ჴმა: წინწილისა: შეყრით: ძეს: გუარი: ოქროთა: და: ბალახშისა: თლილისა: მსმელთათვის: წყარო: ღვინისა: ასგან: დის: მგზავსი: მილისა: ბინდით: ცისკრამდის: სმა: იყო: გარდაჴდა: ჟამი: დილისა:

1152. არა: დარჩა: უსაბოძურო: არ: კოჭლი: და: არ: საპყარი: მოდიოდა: მარგალიტი: მოფანტული: მონაყარი: გაბედითდა: წასაღებლად: ატლასი: და: ოქრო: მყარი: სამ: დღე: იყო: ინდოთ: მეფე: ავთანდილის: ვით: მყარი: