... (H-740), XVIII ს.

1017. ესე: უსტარი: დაწერა: შეკრა: და: წაცახვიამან: მისცა: ფრიდონის: მონათა: ვარდმან: და: ფერით: იამან: შესთვალა: ზეპირ: რაცა: ჴმდა: სულად: მართ: ვითა: გიამან: მათ: მარგალიტი: უჩვენის: ძოწისა: კარმან: ღიამან:

1018. მოქარავნეთა: უბრძანა: საქმე: მიც: გითხრობ: განაო: კარგად: მომიჴდა: მოყუსობა: მე: თქუენი: მესვიანაო: რაცა: გვინდოდა: ყუელაი: ვქენ: ღ~თნ: მაგულვანაო: აწ: აღარა: მცალს: ბადარგა: სხვა: წაიტანეთ: თანაო:

1019. მონახა: პოვა: ავთანდილ: ნავი: მისისა: მჴარისა: გამოემართა: იგი: მზე: პირითა: მგზავსი: მთვარისა: მაგრა: დაგდება: უმძიმდა: ფატმანის: გულ: მწუხარისა: მისთა: გამყრელთა: ნაკადი: ჩასდის: სისხლისა: ღვარისა:

1020. ფატმან: უსენ: და: მონანი: ტირან: ცრემლითა: ცხელითა: იტყუიან: მზეო: რა: გვიყავ: დაგუწვენ: ცეცხლითა: მწველითა: რად: დაგვაბნელენ: შენისა: მოშორვებისა: ბნელითა: დამცა: გუმარხეო: ჴელითა: ჩვენითა: დამმარხუელითა:

ავთანდილისაგან გულანშაროთ წასულა და ტარიელის შეყრა:

1021. გამოვლნა: ზღვანი: ავთანდილ: მგზავრითა: რათმე: ნავითა: პირ: მხიარული: აცორვებს: მართ: ოდენ: მარტო: თავითა: მას: შეყრა: ტარიელისა: უხარის: მით: ამბავითა: ჴელ: განმპყრობილი: გულითა: არს: ღ~თისა: საესავითა:

1022. მოწურვილიყო: ზაფხული: ქუეყნად: ამოსულა: მწვანისა: ვარდის: ფურცლობა: ნიშანი: დრო: მათის: პაემანისა: ეტლის: ცვალება: მზისაგან: შეჯდომა: საროს: ტანისა: სულთქნა: რა: ნახა: ყუავილნი: მან: უნახავმან: ხანისა:

1023. აგრგუინდა: ცა: და: ღრუბელნი: ცროდეს: ბროლისა: ცვარითა: ვარდთა: აკოცა: ბაგითა: მითვე: ვარდისა: დარითა: იტყოდა: გიჭურეტ: თვალითა: გულ: ტკბილად: შემხედვარითა: მისად: სანაცლოდ: მოვილხენ: თქუენთანა: საუბნარითა:

1024. რა: მოეგონის: მოყუარე: სდინდიან: ცრემლი: მწარენი: ტარიელისკენ: იარნა: მან: გზანი: საწყინარენი: უდაბურნი: და: უგზონი: უცხონი: რამე: არენი: სადაცა: ნახის: დაჴოცის: ლომ: ვეფხნი: მოშამბნარენი:

1025. ქუაბნი: გამოჩნდეს: იამა: იცნა: თქუა: იგი: კლდენია: სადაა: ჩემი: მოყუარე: და: ვისთვის: ცრემლი: მდენია: ღირს: ვარსმცა: ვნახო: პირის: პირ: უამბო: რაცა: მსმენია: არ: მოსრულიყოს: რაღა: ვქნა: ცუდ: ჩემი: განავლენია:

1026. თუ: მოსრულა: უღონიოდ: შინა: ხანსა: არ: დაზმიდა: მინდორს: სადმე: წავიდოდა: მჴეცისაებრ: ველთა: ვლიდა: სჯობს: თუ: შამბ: შამბ: წავიარო: იგონებდა: იხედვიდა: ესე: თქუა: და: მიუქცივა: მინდორთაკე: წამოვიდა:

1027. მიაცურვებს: და: იმღერის: მხიარულითა: გულითა: მართ: სახელდობით: უყივის: ჴმითა: მით: სიხარულითა: ცოტაი: წავლო: გამოჩნდა: მზე: სინათლითა: სრულითა: შამბისა: პირსა: ტარიელ: დგას: ჴლმითა: მომახულითა:

1028. ტარიელს: ლომი: მოეკლა: მით: ჴმალსა: სისხლი: სცხებოდა: შამბისა: პირსა: ქუეითი: დგა: ცხენი: არა: ხლებოდა: ყივილი: ავთანდილისა: ესმოდა: ეუცხუებოდა: შეხედნა: იცნა: გაიქცა: მისკე: მირბოდა: ხლტებოდა:

1029. ჴმალი: გასტყორცა: ტარიელ: მიმართა: მისსა: ძმობილსა: ყმა: ცხენისაგან: გარდიჭრა: ჰგვანდა: ეტლისა: სწრობილსა: მართ: ერთმანერთსა: აკოცეს: ჰგვანან: ყელ: გარდაჭდობილსა: ჴმა: შაქრის: ფერად: გაუჴდა: ვარდსა: ხშირ: ხშირად: პობილსა:

1030. ტარიელ: მოთქუა: ტირილით: სიტყუა: ნატიფი: მჭევრები: სისხლისა: ღვარმან: შეღება: წითლად: გიშრისა: ტევრები: ალვასა: წყარო: ცრემლისა: მორწყავს: ნაკადი: ბევრები: რადგან: შენ: გნახე: რამგამა: პატიჟი: მჭირდეს: მე: რვები:

1031. ტარიელ: ტირს: და: ავთანდილ: სიცილით: ეუბნებოდა: გაღიმდის: ძოწი: გააპის: კბილთაგან: ელვა: ჰკრთებოდა: ეტყოდა: ვსცანო: ამბავი: შენ: რომე: გიამებოდა: აწ: გაახლდების: ყუავილი: ვარდი: აქამდის: ჭკნებოდა:

1032. ტარიელ: უთხრა: ჰე: ძმაო: კმა: არს: დღეს: რაცა: მლხენია: ყოველი: ჩემი: სალხინო: მინახავს: ნახვა: შენია: სხვად: ნუ: ყოს: ღ~თნ: წამალი: არცარა: მოგისმენია: კაცმამცა: სოფელს: ვით: პოვა: რაცა: რა: საქმე: ზენია:

1033. რა: ტარიელ: არ: შესჯერდა: ავთანდილცა: არ: დასწყნარდა: მის: ამბვისა: დაყოვნება: ვეღარ: გასძლო: აუჩქარდა: გამოიღო: რიდე: მისი: ვინ: ბაგეთათ: ვარდი: ვარდა: რა: ტარიელ: ნახა: იცნა: გამოუღო: შემოვარდა:

1034. წიგნი: და: კიდე: რიდისა: იცნა: და: გაცაშალამან: პირსა: დაიდვა: დაეცა: ვარდმან: ფერითა: მკრთალამან: სულნი: გაიქცნეს: მოდრიკა: თავი: გიშრისა: ტალამან: მისნი: ვერ: გასძლნეს: პატიჟნი: ვერ: კაენ: ვერცა: სალამან:

1035. ავთანდილ: უჭვრეტს: ტარიელს: უსულოდ: ქუე: მდებარესა: შეჰფრინდა: შველად: მიმართა: მას: ტკბილად: მოუბარესა: ვერა: ვერ: არგო: დამწვარსა: სრულად: ცეცხლ: ნადებარესა: მისთა: ნიშანთა: სიცოცხლე: მათ: მისი: მიიბარესა: