... (H-740), XVIII ს.

1114. რა: მიუვიდა: მეფესა: მახარობელი: ჟამისა: ვით: გაეხარნეს: ვერ: იტყუის: ენა: ერთისა: წამისა: თინათინს: ღაწუთა: ემატა: ელვა: შუქისა: სამისა: ბროლსა: და: ლალსა: აშვენებს: მუნ: ჩრდილი: წარბ: წამწამისა:

1115. ტაბლაკსა: ჰკრეს: და: გაისმა: სიცილი: თქართქარებისა: ლაშქარნი: მოდგეს: მიდამო: ქნა: სწადდა: მათკე: რებისა: დაიწყეს: მოსხმა: ცხენისა: მოღება: უნაგრებისა: შესხდეს: სიმრავლე: მოყმისა: მკლავ: ფიცხელ: გულ: მაგრებისა:

1116. მეფე: შეჯდა: გაეგებნეს: თავადნი: და: სრულად: სპანი: ვისცა: ესმის: მოვიდიან: მას: წინაშე: სხვაგნით: სხვან[...] ყუელაკაი: ღ~თსა: ჰმადლობს: გაამაღლნეს: მათნი: ჴმან[..] თქუეს: ბოროტსა: უმყოფოო: კეთილნია: შენნი: მზან[....]

1117. რა: ერთმანერთი: აუჩნდა: მიგებულ: მოსაგებავთ[....] ავთანდილ: ეტყუის: ტარიელს: სიტყუათა: და[.....] აგერა: ხედავ: მინდორთა: მტვერითა: შენაღე[......] ამად: მედების: საჴმილი: გულსა: ეცხელა: [.......]

1118. ისია: ჩემი: გამზრდელი: და: თქუენად: მოგებებულა: იქი: ვერ: მოვალ: მრცხვენიან: გულსა: საჴმილი: დებულა: ჩემად: არაკად: სულდგმული: კაცი: არ: გაწბილებულა: რასაცა: მიზამთ: თქუენ: იცით: ფრიდონ: თქუენადვე: ხლებულა:

1119. ტარიელ: უთხრა: კარგსა: იქ: შენ: პატრონისა: კრძალვასა: აწ: დადეგ: იქი: ნუ: მოხუალ: იქმცა: უჩემოდ: ხალვასა: მე: მივალ: უთხრობ: მეფესა: შენგან: თავისა: მალვასა: ვეჭობ: ადრე: შეგყარო: მზესა: მას: ტანად: ალვასა:

1120. მუნ: დადგა: ლომი: ავთანდილ: დაიდგა: მცირე: კარავი: ნესტან: დარეჯან: მუნვე: დგას: იგა: მჭურეტელთა: მზარავი: მისთა: წამწამთა: ნიავი: ქრის: ვითა: ქარი: არავი: მივიდა: მეფე: ინდოთა: მისრული: მიუპარავი:

1121. ფრიდონ: წაჰყუა: განაღამცა: გავლეს: ველი: დიდსა: ხანსა: [..]ნა: მეფემან: ტარიელა: მარტო: მოვა: მოხრის: ტანსა: [...]რდაჴდა: და: თაყუანისცა: მას: უკადრსა: ლომებრ: ჯანსა: სდებს: პატივსა: ჰინდოთ: მეფე: მართ: მამისა: შესაგვანსა:

1122. [...]რიელცა: თაყუანისცა: მივა: კოცნად: სასალამოდ: [........]სა: აკოცებდა: მართ: ბაგისა: დასაამოდ: [.......]ბით: ეუბნების: არის: მისგან: სათამამოდ: [......]ხარო: შენი: გაყრა: არის: დღისა: შესაღამოდ:

1123. გაეკუირვა: მეფე: მისსა: თვალადობა: სიტურფესა: პირსა: უჭურეტს: გაკუირვებით: უქებს: მკლავთა: სიალფესა: კულა: ფრიდონსცა: უსალამა: თაყუანისცა: მან: მეფესა: მას: მეფესა: ავთანდილის: ნახვისათვის: მოსწრაფესა:

1124. მეფე: ტარიას: ქებასა: დაჰკრთების: დაეღონების: ტარიელ: ეტყუის: მეფეო: აწ: გული: შენ: გემონების: მიკუირს: თუ: ეგე: სიკეთე: თქუენ: ჩემი: რად: გეგონების: რადგან: ავთანდილ: შენია: სხვა: რადვინ: მოგეწონების:

1125. ნუ: გიკუირს: მისი: ვერ: ნახვა: და: დაყოვნება: ხანისა: მოდი: და: დავსხდეთ: მეფეო: ამოა: კორდი: მწვანისა: კადრო: მიზეზი: მისისა: თქუენს: წინა: ვერ: მოტანისა: ვიაჯ: რასმე: აწ: მმართებს: მოთხოვა: მე: ფარმანისა:

1126. დასხდეს: მეფენი: მოადგა: გარე: სიმრავლე: რაზმისა: ტარიელს: პირსა: ციმციმი: ათქს: უნათლესი: ბაზმისა: ჭურეტა: ახელებს: მჭურეტელთა: ყოფა: ქცევისა: და: ზმისა: დაუწყო: თხრობა: მეფესა: სიტყუისა: ბრძნად: ნაკაზმისა:

1127. მეფეო: თავი: მემცრობის: მე: მისად: მოსახსენებლად: მაგრა: მოსრული: თქუენს: წინა: ვარ: შემოხვეწა: ქენებლად: თვით: იგი: იაჯს: რომელი: ჩანს: მზეებრ: შუქთა: მფენებლად: ვინ: არის: ჩემად: სინათლედ: და: ჩემად: გამათენებლად:

1128. აწ: ამას: კადრებთ: ორნივე: ხვეწით: და: შემუდარებით: ავთანდილ: დამდვა: წამალი: მისგან: თავისა: დარებით: დავიწყდეს: რომე: პატიჟნი: სჭირდეს: ჩვენთავე: დარებით: არ: გაწყენ: გრძელი: ამბავი: არს: ჩვენგან: მიუმხუდარებით:

1129. თქუენთა: უყუარს: ერთმანერთი: ქალი: მას: და: იგი: ქალსა: მით: ვიგონებ: საბრალოსა: მტირალსა: და: ფერ: ნამკრთალსა: მუჴლ: მოყრილი: გეაჯები: ნუღარ: აწვევ: იმათ: ალსა: რომე: მისცე: ქალი: შენი: მკლავ: მაგარსა: გულ: ფიქალსა:

1130. ამისმეტსა: არას: კადრებ: არ: მოკლესა: არცა: გრძელსა: ამოიღო: ჴელმანდილი: მოინასკუა: იგი: ყელსა: ადგა: მუჴლნი: დაუყარნა: ეაჯების: ვითა: მზრდელსა: გაუკუირდა: ყოვლსა: კაცსა: მის: ამბვისა: მომსმენელსა:

1131. რა: ტარიელ: მუჴლ: მოყრილი: ნახა: მეფე: შეუზარდა: შორს: უკუდგა: თაყუანისცა: ქუე: მიწამდის: დაუვარდა: მოახსენა: ჴელმწიფეო: ლხინი: ყოვლი: გამიქარდა: თქუენმან: აგრე: სიმდაბლემან: ნახვა: თქუენი: ჩამადარდა:

1132. ვით: ეგების: რაცა: გწადდეს: რომე: კაცი: არმოგთმინდეს: ანუ: მშურდეს: ქალი: ჩემი: საკლავად: და: ტყუედცა: გინდეს: გებრძანამცა: სახლით: თქუენით: ცრემლი: არცა: მაშინ: მდინდეს: სხვა: მისებრი: ვერა: ჰპოოს: ცათამდისცა: გაცაფრინდეს:

1133. მე: სიძესა: ავთანდილის: უკეთესსა: ვჰპოებ: ვერა: თვით: მეფობა: ქალსა: ჩემსა: მივეც: აქუ: და: მას: ეფერა: ვარდი: ახლად: იფურჩუნების: მე: ყუავილი: დამებერა: რამცა: ვჰკადრე: შეცილება: რასაც: ოდენ: იგი: ჯერა: