... (H-740), XVIII ს.

1075. ტარიელ: ფრიდონს: უბრძანა: დღე: ერთ: სიტყუები: გულისა: არს: გული: თქუენი: საჩემოდ: უფროსი: ძმისა: სრულისა: არ: გემუქფების: სიცოცხლე: არცა: მოცემა: სულისა: მე: თქუენგან: ვჰპოვე: მოკუდავმან: ჩემი: წამალი: წყლულისა:

1076. ავთანდილისგან: შენც: იცი: ჩემთვის: თავისა: დადება: აწ: მე: მაქუ: ნაცულად: მისისა: მოჴმარებისა: წადება: შენ: მიდი: ჰკითხე: რა: უნდა: მან: ქნას: ამისი: ცხადება: ვითა: დამივსო: საჴმილი: ეგრე: მისიცა: კმადება:

1077. უთხრა: ძმაო: რა: გარდიჴდის: შენგან: ჩემსა: ჭირნახულსა: ღ~თი: მოგცემს: წყალობასა: მისგან: ზეცით: შესახულსა: თუ: ვერა: ვიქ: საწადელსა: შენსა: შენთვის: გაზრახულსა: არა: ვნახავ: სახლსა: ჩემსა: არ: დარბაზსა: არცა: ხულსა:

1078. აწ: მითხარ: ჩემგან: რა: გინდა: ანუ: რათ: მოგეჴმარები: ვარჩევ: წავიდეთ: არაბეთს: იყავ: ჩემიცა: მარები: ტკბილი: სიტყუითა: გავმართოთ: და: ჴლმითა: საომარები: თუ: შენსა: ცოლსა: არ: შეგ[........................................................]

1079. რა: ფრიდონ: უთხრა: ავთანდილს[...........................] მას: გაეცინნეს: გაღიმდა: შვენოდა: მხია[...]ელობა: თქუა: თუ: მეშველი: რად: მინდა: მჭირს: არავისაგან: წყლულობა: ჩემი: მზე: არცა: ქაჯთა: ჰყავს: არცა: სჭირს: ლხინ: ნაკრულობა:

1080. ჩემი: მზე: ტახტსა: ზედა: ზის: მორჭმული: ღ~თისა: ნებითა: საკრძალავი: და: უკადრი: ლაღი: არვისგან: ვნებითა: არცარა: უმძიმს: ქაჯთაგან: არცა: გრძნეულთა: გრძნებითა: მაზედა: შველა: რად: მინდა: რად: მეჭუ: რასაცა: თნებითა:

1081. რა: მოვა: ჩემთვის: განგება: ზეცით: მოსრული: ზენანი: ღ~თი: იწადებს: მომივლენ: გულსა: საჴმილთა: ლხენანი: მაშინღა: მომხუდენ: მოკუდავსა: მზისა: ელვათა: ფენანი: უმის: ჟამისოდ: ცუდნია: ჩემგან: მიდამო: რბენანი:

1082. მიდი: და: ჰკადრე: ტარიელს: პასუხი: ჩემგან: თხრობილი: მადლი: რად: უნდა: მეფეო: ხარ: რაზომ: გინდა: ლმობილი: ვარ: მუცლითგანვე: დედისად: თქუენად: სამონოდ: შობილი: ღ~თნ: მუნამდის: მიწა: მყოს: ვირ: მეფე: იყო: ცნობილი:

1083. გებრძანა: შეყრა: მწადიან: საყუარელისა: შენისა: ეგე: არს: მგზავსი: გულისა: ლმობიერისა: თქუენისა: მუნა: მე: ჴმალი: არ: მიკუეთს: არცა: სივრცელე: ენისა: მიჯობს: მოლოდნა: საქმისა: მის: განგებისა: ზენისა:

1084. ესეა: ჩემი: საწადი: და: ჩემი: მოსანდომარე: ინდოეთს: გნახო: მორჭმული: საჯდომთა: ზედა: მჯდომარე: გვერცავე: გიჯდეს: მნათობი: პირი: ელვათა: მკრთომარე: მებრძოლნი: შენნი: მოგესრნენ: არვინ: ჩნდეს: მუნ: მეომარე:

1085. რა: გამისრულდენ: ესენი: ჩემნი: გულისა: ნებანი: მაშინღა: მივალ: არაბეთს: მამხუდეს: მის: მზისა: ხლებანი: ოდისცა: სწადდეს: დამივსნეს: ამა: ცეცხლისა: დებანი: სხვად: თქუენგან: არა: არ: მინდა: მძულან: რასაცა: თნებანი:

1086. რა: ფრიდონ: ჰკადრა: ტარიელს: ესე: სიტყუანი: ყმისანი: მან: ბრძანა: მაგას: არა: ვიქ: ამას: არ: უნდა: მისანი: ვითა: მან: ჰპოვა: მიზეზი: ჩემისა: სულთა: დგმისანი: ეგრევე: მანცა: სამისოდ: ნახნეს: ძალგულნი: ძმისანი:

1087. მიდი: უთხარ: ჩემაგიერ: სიტყუა: ჩემგან: არ: ნათნები: მე: შენისა: გამზრდელისა: უნახავად: არ: დავდგებ[..] ვეჭუ: მრავალი: დამეჴოცოს: მონა: მისგან: საყუ[....] ვითხოვ: ხუალმე: შენდობასა: აგეთიღა: მოვბრუნ[....]

1088. ესე: უთხარ: ამისმეტსა: მოციქულობ: ნურას: ნუ[...] ხუალე: წასულა: არ: დავშალო: არცა: საქმე: გავათუო: მე: არ: მიზამს: არაბთ: მეფე: რომე: სიტყუა: გავაცრუო: ამოდ: ვსთხოვო: ქალი: მისი: შევეხვეწო: შევაგუო:

1089. უამბო: ფრიდონ: ავთანდილს: ტარიას: მოციქულობა: არ: დადგებისო: ცუდია: შენგან: ცდისაღა: მალობა: მას: დაუმძიმდა: მოედვა: გულსა: ცეცხლისა: ალობა: ასრე: ჴამს: რიდი: მეფეთა: და: პატრონისა: კრძალობა:

1090. ავთანდილ: მივა: მუჴლ: მოყრით: ტარიას: შესახვეწელად: ფერთჴა: ეხვევის: აკოცებს: აღარ: შეხედავს: ზეწელად: ეტყუის: კმა: რაცა: შევსცოდე: როსტანს: წლეულად: მეწელად: კულა: ნუ: მიქ: ერთგულობისა: გამტეხლად: დაცამლეწელად:

1091. რასაცა: ჰლამი: არ: მოგცემს: მას: ღ~თისა: სამართალია: გამზრდელსა: ჩემსა: ვით: ვჰკადრო: მე: საქმე: სამუხთალია: მე: მისთვის: ჴელი: ვით: გავძრა: ვინ: ჩემთვის: ფერ: ნამკრთალია: ვით: მოიჴმაროს: მონამან: პატრონსა: ზედა: ჴმალია:

1092. ეგე: საქმე: მე: და: ჩემსა: საყუარელსა: შეგვამდურვებს: ვაითუ: გაწყრეს: გაგულისდეს: კუშტი: გულსა: შეაურვებს: [.......]ცა: დამიძვირებს: ჭურეტისათვის: მამასურვებს: შენდობასა: ჴორციელი: კაცი: ვერა: დამიურვებს:

1093. [..]რიელ: უთხრა: სიცილით: მან: მზემან: შუქ: ნაფენამან: ჴელი: მოჰკიდა: ავთანდილს: ამართა: ააყენამან: მიყოო: კარგი: ყუელაი: მომართებამან: შენამან: მაგრა: სჯობს: შენცა: გალხინოს: ჩემმან: შენითა: ლხენამან:

1094. დია: მძულს: მეტი: მოყურისა: შიში: კრძალვა: და: რიდობა: მძულს: გაუწყუეტლად: კუშტობა: და: სულმძიმობა: დიდობა: თუ: მოყუარეა: გულისა: ქნას: ჩემკე: მონაზიდობა: თუარა: მე: ჩემდა: იგ: მისად: დია: სჯობს: კიდის: კიდობა: