... (H-740), XVIII ს.

1095. მე: ვიცი: გული: საშენოდ: შენისა: საყუარელისა: არ: ეწყინების: სტუმრობა: შენისა: მე: შემყრელისა: რადმცა: რა: ვჰკადრე: მეფესა: თხრობა: რასაცა: ჭრელისა: ოდენ: ნახვისა: მათისა: ნახვა: მაქუ: სანატრელისა:

1096. ამას: ოდენ: მოვახსენებ: მუდარით: და: შეპოვნებით: რომე: მოგცეს: ქალი: მისი: მან: მისითა: მოგონებით: რადგან: ბოლო: შეყრავეა: სიშორესა: ვით: ეთნებით: დააშვენეთ: ერთმანერთი: თავის: თავის: ნუ: დასჭკნებით:

1097. რა: ავთანდილ: ტარიასგან: ცნა: წასულასა: არ: დაშლიდა: არა: ჰკადრა: შეცილება: საუბარსა: ზედა: რთვიდა: ფრიდონ: კაცსა: დარჩეულსა: სათანიოდ: გარდასთულიდა: თანა: წაჰყუა: განაღამცა: მათთანავე: გზასა: ვლიდა:

ტარიელისაგან ქუაბსავე მისულა:

1098. ამ: საქმესა: დაფარულსა: ბრძენ: დიონოს: გააცხადებს: ღ~თი: კარგსა: მოავლინებს: და: ბოროტსა: არ: დაბადებს: ავსა: წამერ: შეამოკლებს: კაგსა: ხანგრძლად: გააკულადებს: თავსა: მისსა: უკეთესსა: უზადო: ჰყოფს: ააზადებს:

1099. ფრიდონისით: გაემართნეს: იგი: ლომნი: იგი: მზენი: თანა: მიჰყავს: პირი: მზისა: ქალი: მჭურეტთა: ამაზრზენი: ჰკიდავს: ბროლსა: ყორნის: ბოლო: დაწყობილი: დანათხზენი: მუნ: ბალახშსა: აშვენებდა: სინატიფე: სინაზენი:

1100. იგი: მზე: უჯდა: კუბოსა: და: აგრე: არონინებდეს: მინადირობდეს: ნადირსა: მუნ: სისხლსა: დაადინებდეს: სადაცა: დახუდის: ქუეყანა: მჭურეტელთა: მოალხინებდეს: მოეგებნიან: სძღნობდიან: აქებდეს: არ: აგინებდეს:

1101. მას: ჰგვანდეს: თუმცა: სამყაროს: მზე: უჯდეს: შუა: მთვარეთა: იარნეს: დღენი: მრავალნი: ლაღთა: ბრძნად: მოუბარეთა: შიგან: მათ: დიდთა: მინდორთა: ყოვლგნით: კაც: მიუმხუდარეთა: სად: ყოფილიყო: ტარიელ: მიხუდეს: მის: კლდისა: არეთა:

1102. ტარიელ: ბრძანა: მე: მმართებს: დღეს: თქვენი: მასპინძელობა: მუნ: მივალ: სადა: ყოფილვარ: მჭირდა: სადამდის: ხელობა: მუნ: გუიმასპინძლოს: ასმათმან: მას: უც: ჴორცისა: ჴმელობა: მე: რომე: გიძღუნი: ტურფათა: აქოთ: ლარისა: ჭრელობა:

1103. მივიდეს: შიგან: გარდაჴდეს: ქუაბსა: მას: დიდთა: კლდეთასა: ასმათს: უც: ჴორცი: ირმისა: იქს: მასპინძლობა: კუეთასა: ამხანაგობდეს: ლაღობდეს: წასულასა: მათ: საქმეთასა: ღ~თსა: ჰმადლობდეს: შეცულასა: ლხინად: ჭირისა: დღეთასა:

1104. მოიარეს: ქუაბოვანი: თამაშობდეს: მხიარულნი: პოვნეს: იგი: საჭურჭლენი: ტარიასგან: დაბეჭდულნი: ვერცავისგან: დანათვალნი: ვერცავისგან: შეგებულნი: არ: იტყუიან: თუ: არ: გვაქო: იგ: ამისთვის: გულნაკლულნი:

1105. უბოძა: ტურფა: მრავალნი: მათ: მათი: შესადარები: კულა: ფრიდონისნი: აავსნა: სპა: ჰყუა: თუ: სპასალარები: აივსო: კაცი: ყუელაი: მაშინ: მათ: თანა: ნარები: მაგრა: ძეს: რომე: საჭურჭლე: ჰგუანდა: კაც: დაუკარები:

1106. ფრიდონს: უთხრა: ვალი: შენი: ჩემგან: ძნელად: გარდიჴდების: მაგრა: თქმულა: კარგის: მქნელი: კაცი: ბოლოდ: არ: წაჴდების: აწ: საჭურჭლე: რაზომიცა: აქა: ძეს: და: ან: იდების: შენი: იყოს: ყუელაკაი: შენ: წაიღე: ვითა: გხუდების:

1107. ფრიდონ: მდაბლა: თაყუანისცა: ჰკადრა: მადლი: მეტის: მეტი: მე: მეფეო: რად: გგონივარ: უჭკუოდა: ასრე: რეტი: მტერი: ყოვლი: ჩალად: გიჩანს: ვინმცა: იყო: ვითა: კეტი: ჩემი: ლხინი: მუნამდისა: ვირე: ვიყო: თქუენი: მჭურეტი:

1108. ფრიდონ: კაცნი: დააბრუნვა: მოსასხმელად: აქლემისად: სახლსა: მისსა: მისაღებლად: მის: ყუელასა: საჭურჭლისად: აწ: მუნითცა: გაემართნეს: არაბეთით: მივლად: გზისად: ავთანდილ: ჩანს: გალეული: შესაყრელად: მთვარე: მზისად:

1109. მიხუდეს: არაბთა: სამზღვარსა: რა: ვლეს: მრავალი: ხანები: დახუდა: სოფლები: ციხები: ხშირ: ხშირად: თანის: თანები: მუნ: შიგან: მყოფსა: ემოსა: ტანსა: ლურჯი: და: მწვანები: ავთანდილისთვის: ყუელაი: ცრემლითა: არს: ნაბანები:

1110. ავთანდილ: იცნეს: გაისმა: ჴმა: მათგან: სიხარულისა: დაიწყეს: ყოვლგნით: ლაშქართა: ქნა: მათვე: სიარულისა: თაყუანისცემდა: სიმრავლე: სპისა: პირ: მხიარულისა: ქალი: ნახიან: შვენება: თქუიან: არს: მზისა: სრულისა:

1111. ტარიელ: კაცი: გაგზავნა: წინაშე: როსტან: მეფესა: შესთვალა: კადრებ: მეფეო: სურვილთა: სიიეფესა: მე: მოვალ: მეფე: ინდოთა: დარბაზსა: თქუენსა: სეფესა: გიჩვენებ: ვარდსა: კოკობსა: უფრჭუნელსა: მოუკრეფესა:

1112. მაშინ: თქუენ: ჩემი: გეწყინა: ნახვა: მიწისა: შენისა: ცდა: შეპყრობისა: ავი: ჰქენ: შემოტევება: ცხენისა: მე: შენთა: ყმათა: უჩვენე: ნიშანი: რამე: წყენისა: დავჴოცენ: მონა: მრავალი: მსახურნი: სრისა: თქუენისა:

1113. აწ: ამად: მოვალ: წინაშე: დავყარენ: ჩემნი: გზანია: შემინდოთ: რაცა: შეგცოდეთ: ქნნეთ: გაწყრომისა: კმანია: ძღვენი: არა: გვაქუ: გუმოწმობენ: ფრიდონ: და: მისნი: ყმანია: ოდენ: ძღუნად: თქუენი: ავთანდილ: მე: თქუენთვის: მამიტანია: