... (H-740), XVIII ს.

979. სხვად: ამბავი: აქაური: მეტი: რამცა: მოგიწერე: ქაჯთა: მეფე: არ: მოსრულა: არცა: მოვლენ: ქაჯნი: ჯერე: მაგრა: სპანი: უთვალავნი: მცვენ: და: მათი: სიალფერე: რასა: ჰქუიან: ძებნა: ჩემი: არ: ეგების: დაიჯერე:

980. ვინცაა: ჩემი: მძებნელი: მოსრულა: ცუდ: მაშურალია: იჭირვის: იწვის: ენთების: ჩემი: სწვავს: ცეცხლებრ: ალია: მაგრა: მას: ვნატრი: უნახავს: მზე: ამად: არ: დამზრალია: უმისოდ: ჩემი: სიცოცხლე: ვაიმე: რა: დიდი: ბრალია:

981. შენ: ამბავი: არ: გიამბე: მაშინ: ამად: დაგიმალე: ვერ: იტყოდა: ენა: ჩემი: თავი: ჭირთა: გავაკრძალე: გეხვეწები: საყუარელსა: შემახვეწე: შემაბრალე: ნუ: წამოვა: ძებნად: ჩემად: მიუწერე: შეცასთვალე:

982. მერომ: მჭირს: კმარის: ნუ: მამკლავს: ამისითავე: სწორითა: მას: მკვდარსა: ვნახავ: მოვჰკვდები: მე: სიკვდილითა: ორითა: ვერას: ვინ: მარგებს: დასტურად: ვიცი: არ: რამე: ჭორითა: არ: დაგმორჩილდეს: დამქოლეთ: შავისა: ქვითა: ყორითა:

983. გეთქუა: ნიშნისა: გაგზავნა: აწ: ესე: განამჟღავნია: მისეულთავე: რიდეთა: ნაკვეთი: გამიგზავნია: ესენი: ჩემთვის: მისგამო: ტურფანი: სანახავნია: თუცა: თუ: ფერად: ბედისა: ჩემისა: მგზავსად: შავნია:

წიგნი ნესტანდარეჯანისა საყუარელსა თანა:

984. აწ: საყუარელსა: მიუწერს: გულ: ამოსკუნილი: მტირალი: მისმანვე: ცრემლმან: დაუვსის: ვის: ედებოდის: ვის: ალი: დაწერა: წიგნი: მსმენელთა: გულისა: გასაგმირალი: ვარდი: გააპის: გამოჩნდის: მუნ: ბროლი: გამომჭვირვალი:

985. ჰე: ჩემო: ესე: უსტარი: არს: ჩემგან: მონაღვაწები: ტანი: კალმად: მაქუს: კალამი: ნაღველსა: ამონაწები: მე: გული: შენი: ქაღალდად: გულსავე: ჩემსა: ვაწები: გულო: შავგულო: დაბმულხარ: ნუ: აიხსნები: აწები:

986. ხედავცა: ჩემო: სოფელი: რათა: საქმეთა: მქნელია: რაზომცა: ნათობს: სინათლე: ჩემთვის: ეგრეცა: ბნელია: ბრძენნი: იცნობენ: სწუნობენ: მით: მათგან: საწუნელია: უშენოდ: ჩემი: სიცოცხლე: ვაიმე: რა: დიდი: ძნელია:

987. ხედავ: ჩემო: ვით: გაგუყარნა: სოფელმან: და: ჟამმან: კრულმან: ვეღარ: გნახე: საყუარელი: მხიარული: მხიარულმან: ნეტარ: რა: ქნას: უშენომან: გულმან: შენგან: დალახრულმან: გაგიცხადა: ხუაშიადი: გონებამან: დაფარულმან:

988. შენმან: მზემან: აქანამდის: შენ: ცოცხალი: არ: მეგონე: ჩემი: მეთქუა: გარდასრულად: სიცოცხლე: და: ყოვლი: ღონე: აწ: რა: მესმა: შემოქმედი: ვადიდე: და: ღ~თსა: ვმონე: ჩემი: ყუელა: აქამდისი: ჭირი: ლხინსა: შევაწონე:

989. შენი: სიცოცხლე: მეყოფის: ჩემად: იმედად: გულისად: გულისა: ერთობ: წყლულისა: და: ასრე: დადაგულისად: მომიგონებდი: გახსოვდე: მე: შენთვის: დაკარგულისად: ვზი: მზრდელად: სიყუარულისა: მის: ჩემგან: დანერგულისად:

990. სხვად: ჩემო: ჩემი: ამბავი: ჩემგან: არ: მოგეწერების: ენა: დაშურების: მოსმენით: არვისგან: დაიჯერების: ფატმან: წამგვარა: გრძნეულთა: ღ~თიმცა: მას: ეტერების: აწ: კულა: ქნა: იგი: სოფელმან: რაცა: მას: შეეფერების:

991. აწ: სოფელმან: უარესი: ჭირი: ჭირსა: მომისართა: არ: დასჯერდა: ბედი: ჩემი: მას: პატიჟთა: მრავალ: გვართა: კულაცა: მიმცა: შესაპყრობლად: ქაჯთა: ძნელად: საომართა: ბედმან: გვიყო: ყუელაკაი: ჩემო: რაცა: დაგვემართა:

992. ციხეს: ვზი: ეგზომ: მაღალსა: თვალნი: ძლივ: გარდასწუდებიან: გზა: გვირაბითა: შემოვა: მცველნი: მუნ: ზედა: დგებიან: დღისით: და: ღამით: მოყმენი: ნობათსა: არ: დასცდებიან: მათთა: შემბმელთა: დაჴოცენ: მართ: ცეცხლად: მოედებიან:

993. ნუთუ: ესენი: გეგონნეს: სხვათა: მებრძოლთა: წესითა: ნუცა: მე: მომკლავ: ჭირითა: ამისგან: უარესითა: შენ: მკუდარსა: გნახავ: დავიწვი: ვითა: აბედი: კუესითა: მოგშორდი: დამთმე: გულითა: კლდისაცა: უმაგრესითა:

994. შენ: საყუარელო: ნუ: სჭმუნავ: ჭმუნვითა: ამისთანითა: ჩემი: თქუა: სხვათა: მიხუდების: იგი: ალვისა: ტანითა: არამ: სიცოცხლე: უშენოდ: ვარ: აქამდისცა: ნანითა: ან: თავსა: კლდეთა: ჩავიქცევ: ანუ: მოვიკლავ: დანითა:

995. შენმან: მზემან: უშენოსა: არვის: მიხუდეს: მთვარე: შენი: შენმან: მზემან: ვერვის: მიხუდეს: მოცავიდენ: სამნი: მზენი: აქა: თავსა: გარდავიქცევ: ახლოს: მახლვან: დიდნი: კლდენი: სული: ჩემი: შეივედრე: ზეცით: მამხუდენ: ნუთუ: ფრთენი:

996. ღ~თსა: შემვედრე: ნუთუ: კულა: დამხსნას: სოფლისა: შრომასა: ცეცხლსა: წყალსა: და: მიწასა: ჰაერთა: თანა: ძრომასა: მომცნეს: ფრთენი: და: ავფრინდე: მივხუდე: მას: ჩემსა: ნდომასა: დღისით: და: ღამით: ვხედვიდე: მზისა: ელვათა: კრთომასა:

997. მზე: უშენოდ: ვერ: იქნების: რადგან: შენ: ხარ: მისი: წილი: განაღამცა: მას: იახელ: მისი: ეტლი: ართუ: წბილი: მუნა: გნახო: მანდვე: გსახო: განმინათლო: გული: ჩრდილი: თუ: სიცოცხლე: მწარე: მქონდა: სიკუდილიმცა: მქონდეს: ტკბილი: