... (H-740), XVIII ს.

1153. ხუალისა: მეფე: არაბთა: კვლა: პურობს: არ: ღაფალია: ტარიელს: უთხრა: შენი: მზე: საჭურეტლად: სატურფალია: მეფე: ხარ: ყოვლთა: მეფეთა: და: ეგე: დედოფალია: ჴამს: ყურსა: გვეგდოს: საყურად: ჩვენ: თქუენი: ნატერფალია:

1154. აწ: მეფეო: არ: ეგების: ჩვენი: სხდომა: თქუენად: სწორად: საჴელმწიფო: საჯდომი: და: სხვა: დაუდგა: ტახტი: შორად: ქუემოთ: დასხნა: ავთანდილ: და: მისი: ცოლი: მათად: სწორად: პირველ: ძღვენი: ტარიასთვის: მოიღიან: იდვის: გორად:

1155. არაბთა: მეფე: მასპინძლობს: იქს: ოდენ: არიფობასა: ზოგჯერ: მათ: ახლავს: ზოგჯერ: მათ: არ: იჴმობს: ჴელმწიფობასა: გასცემს: და: უქებს: ყოველი: უხობა: იეფობასა: ფრიდონ: ზის: ახლოს: ავთანდილს: ჩვეული: ვით: მეფობასა:

1156. თინათინს: ქმრითურთ: პატივი: ჰქონდა: ჰინდოთა: ქალისა: სიყუარული: და: ჩუქება: ვით: სიძისა: და: რძალისა: რომე: სძღუნა: არა: ეგების: თქმა: არცა: ნაათალისა: თვითო: სკიპტრა: და: პორფირი: და: გვირგვინები: თვალისა:

1157. კულა: უძღუნა: ძღვენი: ორთავე: მგზავსი: მათისა: ბედისა: ათასი: თვალი: ნაშობი: რომანულისა: დედისა: კულა: მარგალიტი: ათასი: არ: სათქმლად: მონაყბედისა: ათასი: ცხენი: ტაიჭი: სისხოთა: მგზავსი: ქედისა:

1158. ფრიდონს: უძღუნა: ცხრა: ტაბაკი: მარგალიტი: თავ: შედგმული: ცხრა: ტაიჭი: ძვირ: ფასისა: უნაგრითა: შეკაზმული: ინდოთ: მეფე: თაყუანისცემს: ლაღი: ბრძენი: არ: მახმული: მადლი: ჰკადრა: ფხიზელურად: თუცა: იყო: ღვინო: სმული:

1159. რას: ვაგრძელებდე: გარდაჴდეს: დღენი: ერთისა: თვისანი: თამაშობდიან: არ: იყუნეს: ყოლა: გაყრანი: სმისანი: ტარიელს: სძღუნიან: უცხონი: თვალნი: ლალისა: ქუისანი: მათ: ყოვლთა: მათნი: ელვანი: ჰფარვენ: მართ: ვითა: მზისანი:

1160. ტარიელ: ჰგვანდის: ვარდსა: და: იყუის: ფიფქისა: მთოველად: ავთანდილ: როსტანს: წინაშე: გაგზავნა: დასათხოველად: შესთვალა: შენი: სიახლე: კმა: ჩემად: ლხინად: ყოველად: მტერთა: აქუს: ჩემი: სამეფო: ვიცი: მაშიგან: მძოველად:

1161. უცებნი: მოსრნის: მცოდნელთა: ცოდნამან: ჴელოვნებამან: ვეჭუ: მოგცეს: თქუენცა: დაღრეჯა: ჩემმან: რასაცა: ვნებამან: წავიდე: ავი: არ: მიყოს: მე: აქა: დაყოვნებამან: ადრე: კულა: გნახნე: მორჭმულნი: ინებოს: ღ~თისა: ნებამან:

1162. როსტევანს: ეთქუა: მეფეო: რად: ხართ: რასაცა: რიდითა: რაცა: გიჯობდეს: იქმოდით: გასჭურეტდით: გაიცდიდითა: ავთანდილ: თანა: წამოგყუეს: წადით: ლაშქრითა: დიდითა: თქუენთა: მტერთა: და: ორგულთა: დაჰფრეწდით: დაცასჭრიდითა:

1163. ავთანდილ: უთხრა: ტარიელს: ესე: სიტყუები: ორები: მან: უთხრა: აგრე: ნუ: უბნობ: შეცევ: ბროლისა: ყორები: ახალ: შეყრილსა: მთვარესა: მზეო: ვით: მოეშორები: ავთანდილ: უთხრა: მაგითა: შენგან: არ: მოვიღორები:

1164. არ: დია: გინდა: დამაგდო: წახვიდე: ჩემად: მზრახავად: ცოლი: უყუარსო: გამწირა: იყო: ამისად: მზრხავად: მე: დავრჩე: შენი: გაყრილი: თავისა: მე: ვაგლახავად: კაცსა: მოყურისა: გაწირვა: ახ: მოუჴდების: ახავად:

1165. ტარიელს: უგავს: სიცილი: ბროლისა: ვარდთა: ფრქუევასა: უბრძანა: ვიტყუი: უშენოდ: შენისა: უფრო: მე: ვასა: რადგან: გწადიან: წამომყევ: დამწამებ: ნურას: თნევასა: ავთანდილ: ბრძანებს: ლაშქართა: ყოვლგნით: მასთანა: წვევსა:

1166. შეჰყარნა: სპანი: არაბეთს: აღარა: ხან: საზმულია: კაცი: ოთხმოცი: ათასი: ყუელაი: დაკაზმულია: კაცსა: და: ცხენსა: ემოსა: აბჯარი: ხუარაზმულია: არაბთა: მეფე: მათითა: გაყრითა: ნაღველ: ჭმულია:

1167. ერთმანერთისა: გაყრილნი: ქალნი: ორნივე: დობილნი: ერთმანერთისა: დად: ფიცნი: სიტყუისა: გამონდობილნი: მკერდითა: მკერდსა: შეკრულნი: ყელითა: გარდაჭდობილნი: ტიროდეს: მათთა: მჭურეტელთა: გულნიცა: ესხნეს: წდობილნი:

1168. მთვარე: ცისკრისა: ნიავსა: რა: თანა: შეესწოროსა: ორნივე: სწორად: ნათობენ: მოშორდეს: მოეშოროსა: არა: თუ: იგი: მოშორდეს: მართ: ცამან: მოაშოროსა: მათად: საჭურეტლად: მჭურეტელთა: ჴამს: თავი: იქედ: გოროსა:

1169. მათადვე: სახედ: ესენი: რომელსა: დაუბადიან: იგივე: გაჰყრის: სიშორე: არა: თუ: ნებით: სწადიან: ვარდსა: სწებვენ: და: აპობენ: ტირან: და: ცრემლნი: ჩასდიან: მათთა: გამყრელთა: ყუელათა: სიცოცხლე: არ: იქადიან:

1170. ნესტანჯარ: იტყუის: ნეტამცა: ყოლე: არ: შეგემცნებოდი: მზისა: გამყრელი: გაყრითა: აწ: ასრე: არ: დავდნებოდი: ამბავსა: სცნევდი: მაცნევდი: წიგნითა: მეუბნებოდი: ვითა: მე: შენთვის: დამწვარვარ: აგრევ: შენ: ჩემთვის: კუდებოდი:

1171. თინათინ: უთხრა: ჰე: მზეო: შენთა: მჭურეტელთა: ლხინებო: რადმცა: გაგწირე: თუ: ვითმე: გაყრასა: მოვითმინებო: ღ~თისაგან: დღეთა: თხოვისა: ნაცულად: სიკუდილი: ვინებო: აგრემცა: მივი: რაზომსა: ცრემლსა: მე: დავადინებო:

1172. კულა: აკოცეს: ერთმანერთსა: გაიყარნეს: იგი: ქალნი: ქუე: დამდგომმან: წამავალსა: ვერ: მოსწყუიტნა: ყოლა: თვალნი: იგი: იჭურეტს: უკუღმავე: ედებოდეს: ამით: ალნი: რომე: მწადდეს: ვერ: დავსწერენ: მე: სიტყუანი: ნაათალნი: