... (H-740), XVIII ს.

921. უჭურიტეთ: პირსა: მნათობსა: ელვათა: მაელვარებსა: მისი: ციმციმი: მზისაებრ: ეფინებოდა: არებსა: ძვირ: ძვირად: გვეუბნებოდა: სიტყუათა: რასმე: წყნარებსა: კბილთაგან: შუქი: შეადგა: ზედან: გიშრისა: სარებსა:

922. კულა: ვეუბენით: მას: მზესა: ტკბილ: მოუბრითა: ენითა: არ: მონა: იყო: ტყუოდა: ჩვენ: ესე: შევიგენითა: როშაქ: შეატყო: ქალობა: გვერცა: წაადგა: ცხენითა: აღარ: გაუშვით: დაჭირვა: ვჰკადრეთ: ჴელითა: ჩვენითა:

923. კულა: ვჰკითხეთ: გვითხარ: მართალი: საქმე: შენ: მზეებრ: მფენისა: ვისი: ხარ: ვინ: ხარ: სით: მოხუალ: მანათობელი: ბნელისა: მან: არა: გვითხრა: გაუშვა: წყარო: ცრემლისა: ცხელისა: რა: საბრალოა: გავსილი: მთვარე: ჩანთქმული: გველისა:

924. არცარა: ცხადი: ამბავი: არც: არა: დასამალავი: არა: არ: გვითხრა: ვინ: იყო: ან: ვისგან: ნამუხთალავი: ქუშ: ქუშად: გვეუბნებოდა: კუშტი: თავისა: მკრძალავი: ვითა: ასპიტი: მჭურეტელთა: მისით: თვალითა: მლალავი:

925. როშაქ: გუიბრძანა: ნუ: ჰკითხავთ: აწ: თურე: არ: სათქმელია: ამისი: საქმე: უცხოა: საამბობლადცა: ძნელია: ბედი: მეფისა: ჩვენისა: არსთაგან: სანატრელია: მით: რომე: ღ~თი: მას: მისცემს: რაც: უფრო: საკუირველია:

926. ესე: მისთვის: მისაგურელად: ღ~თსა: ჩვენთვის: მოუგურია: მიუტანოთ: არმაღანად: დაგვიმადლებს: მეტად: დია: თუ: დავმალავთ: გავმჟღავნდებით: მეფე: ჩვენი: ამაყია: პირველ: მათი: შეცოდება: მერმე: დიდი: აუგია:

927. მივამოწმენით: თათბირნი: არ: კიდე: გავაკიდენით: დავბრუნდით: ქაჯეთს: მივედით: მას: წინა: მოვეკიდენით: არცარა: ვჰკადრეთ: ჴელის: ჴელ: არცა: თუ: წავეკიდენით: იგი: ტირს: ღაწუსა: გულმდუღრად: ჩარცხის: ცრემლისა: კიდენით:

928. მე: როშაქს: ვკადრე: გამიშვი: ვარ: ადრე: თქუენი: მხლებელი: აწ: გულანშაროს: ქალაქს: ვარ: საქმისა: რასმე: მდებელი: მან: გამომიშვა: აქ: სადმე: ლარი: მიც: წასაღებელი: თანა: წავიტან: წაცავალ: მე: მათი: ზედა: მსწრებელი:

929. მათ: კაცთა: დიდად: იამა: ესე: ამბავი: მონისა: მე: გავიგონე: შერემშრა: ნაკადი: ცრემლთა: ფონისა: მენიშნა: ყოვლი: ნიშანი: ვიცან: ჩემისა: ღონისა: ცოტაი: ლხენა: მომეცა: მგზავსი: დრამისა: წონისა:

930. მოვიყუანე: იგი: მონა: ახლოს: დავსვი: ჩემსა: წინა: ვჰკითხე: მითხარ: რას: იტყოდი: გაგონება: მეცა: მინა: მან: იგივე: კულა: მიამბო: რაცა: მუნით: მომესმინა: ამ: ამბავმან: გამაცოცხლა: სულ: მობრძავი: დამარჩინა:

931. მე: ორნი: შავნი: მონანი: მყუანან: სავსენი: გრძნებითა: უჩინოდ: მივლენ: წამოვლენ: მათითა: ჴელოვნებითა: მოვასხენ: ქაჯეთს: გავგზავნენ: ვარქუი: თუ: ნუ: დასდგებითა: მაცნობეთ: მისი: ამბავი: თქუენითა: მოქმედებითა:

932. სამდღე: მოვიდეს: მიამბეს: ფიცხლა: ებიჯა: გზისადა: მიუგურიაო: მეფისა: ზღვათ: იქით: წამავლისადა: ვერვის: შეუდგმან: საჭურეტლად: თვალნი: მართ: ვითა: მზისადა: ქუე: დაუწინდავს: საცოლედ: როსან: ცოტასა: ყმისადა:

933. როსანს: შევრთოთო: დულარდუხტს: მეფესა: უბრძანებია: ჯერ: ქორწინობად: არა: მცალს: აწ: გული: ცეცხლნადებია: შემოვიქცევი: შევიძლობ: ვინ: ცისა: მზედ: ნაქებია ციხეს: დაუსვამს: ხადუმი: ერთიღა: უახლებია:

934. ყოვლი: მცოდნელნი: გრძნებისა: მას: თანა: წაუტანია: მით: რომე: გზა: საჭიროა: მტერნი: საომრად: მზანია: ქვე: დაუყრია: მოყმები: ვინც: უფრო: გულოვანია: დაეყოვნების: წასრულა: ჯერთო: ცოტაი: ხანია:

935. ქაჯთა: ქალაქი: აქამდის: მტერთაგან: უბრძოლელია: ქალაქსა: შიგან: მაგარი: კლდე: მაღალი: და: გრძელია: მას: კლდესა: შუა: გუირაბი: ასაძრომელი: ჴურელია: მუნ: არის: მარტო: მნათობი: მისთა: შემყრელთა: მწველია:

936. გუირაბის: კარსა: ნიადაგ: მოყმე: სცავს: არ: პირ: ნასები: ათი: ათასი: ჭაბუკი: დგას: ყუელაკაი: ხასები: ქალაქის: კართა: სამთავე: სამ: ათას: სამ: ათასები: გულო: გაგსაჯა: სოფელმან: არვიცი: დაგლახ: რასები:

937. ესე: ამბავი: ავთანდილ: პირმზემან: მაგარ: ვადამან: რა: მოისმინა: იამა: სხვად: არად: გაუცხადამან: შესწირა: ღ~თსა: მადლობა: ტურფამან: დანაბადამან: ამბავი: ჩემი: სალხინო: მითხარო: ვისმანღა: დამან:

938. ფატმანს: უთხრა: საყუარელო: კმახარ: ჩემგან: სასურველად: მე: ამბავი: სანატრელი: მომასმინე: არ: პირ: ბნელად: მაგრა: საქმე: ქაჯეთისა: გამაგონე: უფრო: მრთელად: ქაჯნი: ყუელა: უჴორცოა: რამან: შექმნა: ჴორციელად:

939. მის: ქალისა: სიბრალული: ამანთებს: და: მიდებს: ალსა: მაგრა: ქაჯნი: უჴორცონი: რას: აქნევენ: მიკუირს: ქალსა: ფატმან: უთხრა: მომისმინე: მართლად: გხედავ: მანდა: მკრთალსა: არ: ქაჯნია: კაცნიაო: მინდობიან: კლდესა: სალსა:

940. ქაჯნი: სახელად: მით: ჰქუიან: არიან: ერთგან: კრებულნი: კაცნი: გრძნებისა: მცოდნელნი: ზედა: გაჴელოვნებულნი: ყოველთა: კაცთა: მავნენი: იგი: არვისგან: ვნებულნი: მათნი: შემბმელნი: წამოვლენ: დამბრმალნი: დაწბილებულნი: