... (A-859), 1841 წ.

950. მუნით წავიდეს იარეს, არ თურე ხანსა ზმიდიან. მიხუდეს ტაროსსა ამოსა, ნიადაგ ამოდ ვლიდიან. შეფრფინვიდიან ავთანდილს, ქებასა შეასხმიდიან. მას მარგალიტსა მას ყმასა, კბილთა ფერსა სძღვნიდიან:-

ამბავი ავთანდილისაგან გულანშაროს მისვლისა ზღჳს პირს რომ გავიდა.

951. ზღუა გაიარა ავთანდილ, მივა ტანითა მჭევრითა. ნახეს ქალაქი მოცული, გარე ბაღისა ტევრითა. გვარად უცხონი ყვავილნი, ფერითა ბევრის ბევრითა. მის ქუჱყანისა სიტურფე, რა გაიგონო შენ რითა:-

952. მათ ბაღთა პირსა დააბეს, ნავი საბლითა სამითა. ავთანდილ ტანსა ჯუბანი ჩაიცუა დაჯდა სკამითა. მოასხეს კაცნი მზიდავნი, დამზადებულნი დრამითა. იგი ყმა ვაჭრობს თავადობს, და თავს მალავს ამითა:-

953. მოვიდა მისი მებაღე, ბაღსა იახლნეს რომელსა. მას ყმასა უჭვრეტს შეფრფინვით, პირსა ელუათა მკრთომელსა. ავთანდილ უთხრა ეუბნა, კაცსა არ სიტყვა მცთომელსა. ვისნი ხართ ვინ ხართ რა ჰქვიან, მეფესა აქა მჯდომელსა:-

954. წვრილად მითხარ ყველაკაი, ყმა მას კაცსა ეუბნების. რა ლარია უფრო ძვირად, ან იეფად რა იხსნების. ჰკადრა ვხედავ პირი შენი, მზისა პირად მემეცნების. რაცა ვიცი მართლად გკადრებ, მრუდი არა არ გემცნების:-

955. ესეა ზღუათა სამეფო, თჳსა ათისა სავლითა. თჳთ გულანშაროს ქალაქი, სავსე ტურფითა მრავლითა. აქ მოსდის ტურფა ყველაი, ზღუა ზღვა ნავითა მავლითა. მელიქ სურხავი ხელმწიფობს, სავსე სვითა და დავლითა:-

956. აქა მოსვლითა გაყმდების, კაცი თუც იყო ბერები. სმა გახარება თამაში, ნიადაგ არს სიმღერები. ზამთარ და ზაფხულ სწორად გვაქვს, ყვავილი ფერად ფერები. ვინცა გვიცნობენ გვნატრიან, იგინცა ვინა მტერები:-

957. დიდ ვაჭარნი სარგებელსა, ამის მეტსა ვერ ჰპოვებენ. იყიდიან გაჰყიდიან, მოიგებენ წააგებენ. გლახა თვე ერთ გამდიდრდების, სავაჭროსა ყოვლგნით ჰკრეფენ. უქონელნი წელიწდამდის, საქონელსა დაიდებენ:-

958. მე ვარ მებაღე უსენის, ვაჭართა უხუცესისა. ესეცა გკადრო ამბავი, საქმე მისისა წესისა. თჳთ ესე ბაღი მისია, თქუჱნი სადგომი დღესისა. პ~ლ მას მართებს ჩვენება, ყოვლისა უტურფესისა:-

959. რა შემოვლენ დიდ ვაჭარნი, მას ნახვენ და ძღვენსა სძღვნიან. უჩუჱნებენ რაც ქონდეს, სხვაგან ლარსა ვერ გახსნიან. უტურფესა სეფედ დასხმენ, ფასსა მუნვე დაუთვლიან. მათ მაშინვე ააზატებს, ვითა სწადდეს და ჰყიდიან:-

960. თქვენებრთა საპატიოთა, მათ მართებს გამოსვენება. დამყენებელთა უბრძანებს, მართებდეს ვის დაყენება. აწ იგი აქა არ არის, რას მარგებს მისი ხსენება. გამოგება და წაყუანა, მას მართებს თქუჱნი ქენება:-

961. ფატმან ხათუნ შინა არის, ხათუნი და ცოლი მისი. პურად კარგი მასპინძელი, საყვარელი არ თუ მქისი. მას ვაცნობო მოსულა თქუჱნი, წაგიყვანოს ვითა თჳსი. წინა კაცსა მოგაგებებს, ქალაქს შეხვალ ნათლივ დღისი:-

962. ავთანდილ უთხრა წადიო, აგრე ჰქმენ რაცა გწადიან. მებაღე მირბის იხარებს, ოფლი მკრდამდის ჩადიან. ხათუნსა უთხრა ამბავი, მე ესე დამიქადიან. ყმა მოვა მისთა მჭურეტელთა, შუქნი მზედ გაიცადიან:-

963. ვაჭარი ვინმე პატრონი, არს ქარავნისა დიდისა. საროსა მსგავსი ნაზარდი, და მთვარე დღისა შვიდისა. შუჱნის ჯუბა და მოხვევნა, ძოწეულისა რიდისა. მე მიხმო მკითხა ამბავი, და ნირი ლართა სყიდისა:-

964. ფატმან ხათუნს გაეხარნეს, გააგება მონა ათი. მოუკაზმეს ქარვანსრანი, დააყენა ბარგი მათი. შემოვიდა ღაწჳ ვარდი, ბროლ ბალახში მინა სათი. მისთა მჭურეტთა დაუსახეს, ვეფხსა ტოტი ლომსა თათი:-

965. ზარი გახდა შემოაკრბეს, ქალაქისა ერნი სრულად. იქით აქათ იჯრებოდეს, უჭვრიტოთო ამას სრულად. ზოგნი ნდომით შეფრფინვიდეს, ზოგნი იყუნეს სულად. მათთა ცოლთა მოიძულეს, ქმარნი დარჩეს გაბასრულად:-

ავთანდილისაგან ფატმანის ალაგში მისულა ფატმანის. მიგებება და სიხარული.

966. ფატმან ცოლი უსენისა, გაეგება კართა წინა. მხიარულად უსალამა, სიხარული დაიჩინა. ერთმანერთი მოიკითხეს, შევიდეს და დასხდეს შინა. ფატმან ხათუნს მოსვლა მისი, შევითვატყე არ ეწყინა:-

967. ფატმან ხათუნ თვალად მარჯუჱ, არ ყმაწვილი მაგრამ მზმელი. ნაკუთად კარგი შავ გრემანი, პირ მსუქანი არ პირხმელი. მუტრიბთა და მომღერალთა, მოყვარული ღვინის მსმელი. დია ედვა სასალუქო, დასაბურავ ჩასაცმელი:-