... (A-859), 1841 წ.

985. მოგეწერა წავიკითხე, შენი წიგნი ჩემი ქება. შენ მამასწარ თვარე შენგან, მე უფრო მჭირს ცეცხლთა დება. შენცა გინდა მეცა მინდა, გაუწყედლად შენი ხლება. შეყრა არის პირიანი, ორთავეა რადგან ნება:-

986. ფატმანისსა ვერ გიამბობ, მოემატა რა სიამე. მიუწერა კმარის რაცა, უშენომან ცრემლი ვლამე. აწ ვიქმნები თავის წინა, აქა მპოვე მარტო სამე. მომისწრაფე შეყრა შენი, რა შეღამდეს მოდი ღამე:-

987. მას ღამისვე საწვეველი, რა მიართვეს წიგნი ყმასა. შეღამდა და წაცავიდა, სხუა ემთხვია მონა გზასა. ამას ღამე ნუ მოხვალო, ვერა მპოვებ შენთჳს მზასა. მას ეწყინა არ დაბრუნდა, თქვა თუ ჰგავსო ეგე რასა:-

988. წვეული აღარ დაბრუნდა, კულავ ზევე უკუწვევითა. ფატმან ზის წყენით შევიდა, ავთანდილ მარტო ხე ვითა. დიაცსა წყენა შეატყო, ნახა შესლვითა შევითა. ვერ დაიჩინა შიშითა, და მისითავე თნევითა:-

989. ერთგან დასხდეს და დაიწყეს, კოცნა ლაღობა წყლიანი. შემოდგა კარსა ყმა ვინმე, კეკლუცი ტან ნაკვთიანი. შემოვლო ახლოს შემოყვა, მონა ხრმალ დარაკიანი. დაკრთა რა ნახა ავთანდილ, ჰგავსო თუ გზაა კლდიანი:-

990. ფატმან რა ნახა შეშინდა, სძრწის და მიეცა ძრწოლასა. მან გაკჳრვებით უჭვრიტა, მათსა ლაღობა წოლასა. უთხრა არ გიშლი დიაცო, ფერთა მი და მო კრთომასა. გამითენდების განანებ, მაგა მოყმისა ყოლასა:-

991. გამკიცხე ბოზო დიაცო, და დამდევ გასათრეველად. მაგრა ჰსცნობ ხვალე პასუხსა, მაგა საქმისა მზღვეველად. ვარ შენთა შვილთა შენითა, კბილითა დასაჭმეველად. დავშალო წვერთა ფუ მიყავ, ხელიღა ვრბოდე მე ველად:-

992. ესე თქუა და კაცმან წვერთა, მოიზიდნა გავლნა კარნი. ფატმან შექმნა თავის ცემა, ღაწვნი ესხნეს ნახოკარნი. ცრემლთა მისთა შეეყარნეს, წყაროსებრნი ისმნეს წკარნი. თქუა დამქოლეთ მოდით ქვითა, მამადეგით მამაკარნი:-

993. მოსთქუამს მოვკალ ჰაი ქმარი, ამოვწყვიტენ წვრილნი შვილნი. იავარ ვჰყავ საქონელნი, უსახონი თვალნი თლილნი. გავეყარე საყვარელთა, ვაი გამზრდელნი ვაი გაზრდილნი. ბოლოდ ვექმენ თავსა ჩემსა, სიტყვანია ჩემნი წბილნი:-

994. ამას ყველასა ავთანდილ, ისმენდა გაცბუნვებული. უბრძანა რა გჭირს რას იტყვი, რასთჳს ხარ აგრე ვებული. რას დაგექადა იგი ყმა, რა ნახა შენგან კლებული. დადუმდი მითხარ ვინ იყო, ანუ რად საქმედ რებული:-

995. დიაცმან უთხრა ჱე ლომო, ხელი ვარ ცრემლთა დენითა. ნურას ნუ მკითხავ ამბავსა, ვერცა რას გითხრობ ენითა. დავჴოცენ შვილნი ხელითა, მით ვარ აღარას ლხენითა. თავი მოვიკალ უთმინოდ, სიყვარულითა შენითა:-

996. ესე გუარი დია მიხვდეს, სიტყვა მცდარსა ენამეტსა. ხვაშიადის ვერ დამალავს, უჭკუოსა შმაგსა რეტსა. ვაგლახითა მეწივენით, გეტყვი ყოვლსა ჩემსა მჭვრეტსა. მკურნალმანცა ვერა ჰკურნოს, თავისისა სისხლის მხვრეტსა:-

997. ორისაგან ერთი ქენით, ამის მეტსა ნუღარ ლამით. მოვითაკლავ იმა კაცსა, წადი მოჰკალ მალვით ღამით. მე და სრულად სახლი ჩემი, დახოცასა დაგვხსენ ამით. მოხვალ გითხრობ ყველაკასა, მოვითმითხარ ცრემლთა ლამით:-

998. თვარა ღამითვე ტვირთები, შენი წაიღე ვირითა. დააგდე ჩემი მიდამო, სრულად მიჰკრიფე მირითა. ვეჭუ რომე ჩემთა ცოდვათა, შენცა აგავსონ ჭირითა. თუ დარბაზს მივა იგი ყმა, შვილთა დამაჭმევს პირითა:-

999. რა ესე ესმა ავთანდილს, ლაღსა ბუნება ზიარსა. ადგა და ლახტი აიღო, რა ტურფა რამე მჴნე არსა. ამა საქმისა ვერ ცნობა, თქვა ჩემი სიძუნტე არსა. ნუ ეჭვ სულ დგმულსა, მისებრსა სხვა არცა მისებრი არსა:-

1000. ფატმანს უთხრა კაცი მომეც, მასწავლელად წინამძღვარად. გზასა მართლად წამიყვანოს, თვარა მეშვლად მინდა არად. იმა კაცსა ვერა ვხედავ, მეომრად და ჩემად დარად. რაცა უყო მოგახსენებ, მამიცადე იყავ წყნარად:-

1001. მას მისცა მონა დიაცმან, წინამძღურად და წაცამყვანებლად. კულავე შეყივლა ვინათგან, ცეცხლია ცხელი ანელად. თუ მოვითაჰკლა იგი ყმა, ჩემად გულისა მფხანელად. ბეჭედი ჩემი აცვია, მას გვედრებ მოსატანელად:-

1002. ავთანდილ გავლო ქალაქი, მით უებროთა ტანითა. ზღჳს პირსა სახლი ნაგები, დგა ქვითა წითელ მწვანითა. ქუჱშეთკენ სრითა ტურფითა, კულავ ზედათ ბანის ბანითა. დიდროვანითა ტურფითა, მრავლითა თანის თანითა:-

1003. მუნ მიჰყავს პირმზე ავთანდილ, მას მისსა წინამძღომელსა. ჴმა მდაბლად კადრებს ისია, სრა მისი ეძებ რომელსა. უჩუჱნებს ეტყჳს ხედაო, ბანსაზედა ქუჱ მდგომელსა. იქი წევს ძილად იცოდი, ანუ ქუჱ ჰპოვებ მჯდომელსა:-

1004. კარსა წინა დარაჯანი, ორნი უწვეს მას გლახ ყმასა. ყმა გავიდა გაეპარა, დააგდებდეს ვირე ჴმასა. თჳთო ხელი ყელსა მიჰყო, მუნვე მისცა სულთა ხდასა. თავი თავსა შეუტაკა, გაურია ტვინი თმასა:-