... (H-403), 1818 წ.

932. ამა დროსა გარდავსცილდე: აქა ქვაბსა არ მოვიდე჻ ჰსცან ცოცხალი არ თურე ვარ: უღონიოდ მოვჰკვე კიდე჻ ესე მისად ნიშნად კმარის: შენ თუ ჩემთვის ცრემლსა ღვრიდე჻ მაშინ გწადდეს იხარებდი: გწადდეს ჭმუნვა გაადიდე჻

933. აწ რაცა გკადრე ამისთვის: ნუთუ შენ იყო მჭმუნავი჻ მოგშორდები და არ ვიცი: თუ ცხენი დამცემს თუ ნავი჻ არ უთქმელობა არ ვარგა: არ პირუტყვი ვარ მჩმუნავი჻ არ ვიცი ღ~თი რას მიზამს: ანუ ცა მიწყივ მბუნავი჻

934. მან უბრძანა აღარ გაწყენ: არცა სიტყვა გამიმეტდეს჻ არ მამისმენ რაზომიცა: საუბარი მიდიადდეს჻ თუ არ მოგყვეს საყვარელი: შენ მას მიყევ რაცა სწადდეს჻ ბოლოდ ყოვლი დამალული: საქმე ცხადად გამოცხადდეს჻

935. არ დაიჯერო მაშინ ჰსცნა: ჩემთა საქმეთა ძნელობა჻ ჩემთვის ყველაი სწორია: გაჭრა და გაუჭრელობა჻ შენ რაცა გითქვამს მაგას ვიქ: მსჯის რაზომ გინდა ხელობა჻ უშენოდ მამხვდეს რაღა ვჰქნა: არ დია დღეთა გრძელობა჻

936. საუბარი გარდასწყვიტეს: დააპირეს ესე პირი჻ ცხენსა შესხდეს მოიარეს: თვითო მოკლეს ველს ნადირი჻ შემოიქცეს აატირეს: გული კვლაცა ანატირი჻ ხვალ გაყრისა გონებამან: სხვა უმატა ჭირსა ჭირი჻

937. ლექსთა მკითხველნო თქვენიმცა: თვალი ცრემლისა მღვრელია჻ მოშორვება და მოყვრისა: გაყრა კაცისა მკვლელია჻ გულმან გლახ რა ქნას უგულოდ: თუ გული გულსა ელია჻ ვინცა არ იცის არ ესმის: ესე დღე როგორ ძნელია჻

938. დილა გათენდა შესხდეს და: მას ქალსა გაესალამნეს჻ ტარიელ ასმათ ავთანდილ: თვალთაგან ცრემლნი ალამნეს჻ სამთავე ღაწვთა ალამნი: არღავნის ფერად ალამნეს჻ მათ ლომთა მიწყივ მჴეცქმნილთა: თავნი მჴეცთანა ალამნეს჻

939. ქვაბი ჩავლნეს და წავიდეს: ტირილით ცრემლთა მდენანი჻ ასმათ ტირს მოთქვამს ჰე ლომნო: ვისნი ვით მოგთქმენ ენანი჻ მზემან დაგუწვა და დაგდაგნა: ცისა მნათობნი ზენანი჻ ვა ჭირნი ჩემნი ეზომნი: ვაი სიცოცხლისა თმენანი჻

940. მათ ყმათა მუნით წასულთა: იგი დღე ერთად იარეს჻ ზღვის პირს მივიდეს მუნ დადგეს: არ ჴმელთა არე იარეს჻ არ გაიყარნეს მას ღამით: კვლავ ცეცხლი გაიზიარეს჻ ერთმანერთისა შორს ყოფა: იტირეს იმგლოვიარეს჻

941. ტარიელს ეტყჳს ავთანდილ: რუ გაჴმა ცრემლთა დენისა჻ რად მოიშორე შენ ფრიდონ: მამცემი ამა ცხენისა჻ მუნით იცნობის ამბავი: ღონე მის მზისა მშვენისა჻ აწ მე მუნ მივალ მასწავლე: გზა ძმად ფიცისა შენისა჻

942. ტარიელ სიტყჳთ ასწავლის: მჴრისა ფრიდონის გზასასა჻ მართ გააგონა რაც ოდენ: შეეძლო ძალსა თქმისასა჻ აღმოსავლითკენ წადიო: პირსა იარე ზღვისასა჻ თუ ნახო ჩემი უამბე: გკითხავს ამბავსა ძმისასა჻

943. თხა მოკლეს და მიითრიეს: ცეცხლი შექნეს ზღვისა პირსა჻ სვეს და ჭამეს რაცა ჭამა: შეჰფერობდა მათსა ჭირსა჻ მას ღამესა ერთად იყვნეს: ერთგან მიწვეს ხეთა ძირსა჻ ვგმობ მუხთალსა საწუთროსა: ზოგჯერ უხვსა ზოგჯერ ძვირსა჻

944. ცისკრად ადგეს გასაყრელად: ერთმანერთსა მოეხვივნეს჻ მაშინ მათგან ნაუბარნი: დადნეს ვინცა მოისმინეს჻ თვალთა ვითა წყაროს თვალნი: ცრემლი ველთა მოადინეს჻ დიდხანს დგანან შეჭედილნი: მკერდი მკერდსა შეარკინეს჻

945. გაიყარნეს ტირილით და: პირსა ხოკით თმათა გლეჯით჻ ერთი აღმა ერთი დაღმა: უგზო მივლენ შამბთა ეჯით჻ ვირემ უჩნდა ერთმანერთი: იძახდიან პირსა ბღნეჯით჻ იგი ნახოს დაღრეჯილი: მზე დაიღრეჯს მისის ღრეჯით჻

წასვლა ავთანდილისაგან ფრიდონისას მულღაზანზარს რომ შეეყარა჻

946. ვაი სოფელო რაშიგან ხარ: რას გვაბრუნვებ რა ზნე გჭირსა჻ ყოვლიმც შენი მონდობილი: ნიადაგმცა ჩემებრ ტირსა჻ სად წაიყვან სადაურსა: სად აღუფხვრი სადათ ძირსა჻ მაგრამ ღ~თი არ გასწირავს: კაცსა შენგან განაწირსა჻

947. ავთანდილ მისი გაყრილი: ტირს ჴმა მისწუთების ცათამდის჻ იტყჳს თუ ღვარი სისხლისა: კულაცა მდენია კულაცა მდის჻ აწ აგრე გაყრა ძნელია: ვით მაშინ შეყრა ცათამდის჻ კაცი არ ყუელა სწორია: დიდი ძეს კაცით კაცამდის჻

948. ველს მაშინ მჴეცნი ძღებოდეს: ცრემლითა მუნ ნატირითა჻ ვერ დაივსებდა სახმილსა: იწვის ცეცხლითა ჴშირითა჻ კვლავ თინათინის გონება: ავსებს უფროვე ჭირითა჻ ბაგეთა ვარდი ანათობს: ბროლი ძოწისა ძირითა჻

949. ვარდი ჭკნებოდა ღვრებოდა: ალვისა შტო ირხეოდა჻ ბროლი და ლალი გათლილი: ლაჟვარდად გარდიქცეოდა჻ გამაგრებოდა სიკუდილსა: ამისთვის არ უმჴნეოდა჻ იტყჳს თუ ბნელი რას მიკჳრს: რადგან დამაგდე მზეო და჻

950. მზესა ეტყჳს მზეო გიტყჳ: თინათინის ღაწვთა დარად჻ შენ მას ჰგავ და იგი შენ გავს: თქუენ ანათებთ მთა და ბარად჻ ხელსა მალხენს ნახვა შენი: ამად გიჭვრეტ არ დამცდარად჻ მაგრა ჩემი რად დააგდეთ: გული ცივად გაუმთბარად჻