... (Q-296), XVIII ს.

936. ტარიელ სიტყვით ასწავლის მჴარსა ფრიდონის გზისასა მართ გააგონა რაც ოდენ შეეძლო ძალსა თქმისასა აღმოსავლეითკენ წადიო პირსა იარე ზღვისასა თუ ნახო ჩემი უამბე გკითხავს ამბავსა ძმისასა

937. თხა მოკლეს და მიითრიეს ცეცხლი შექმნეს ზღვისა პირსა სვეს და ჭამეს რაცა ჭამა შეჰფეროდა მათსა ჭირსა მას ღამესა ერთად იყუნეს ერთგან მიწვეს ხეთა ძირსა ვგმობ მუხთალსა საწუთროსა ზოგჯერ უხვსა ზოგჯერ ძვირსა

938. ცისკრად ადგეს გასაყრელად ერთმანეთსა მოეხვივნეს მაშინ მათგან ნაუბარნი დადნეს ვინცა მოისმინეს თვალთა ვითა წყაროს თვალი ცრემლნი ვითა მოენინეს დიდხან იდგნეს შეჭდობილნი მკერდი მკერდსა შეარკინეს

939. გაიყარნეს ტირილითა პირსა ხოკით თმათა გლეჯით ერთი აღმა ერთი დაღმა უგზოდ მივლენ შამბთა ეჯით ვირემ უჩნდა ერთმანეთი იძახდიან პირსა ბღნეჯით იგი ნახეს დაღრეჯილნი მზე დაიღრეჯს მისის ღრეჯით

წასლვა ავთანდილისა ფრიდონისას მულღანზანარს რომ შეეყარა

940. ვა სოფელო რაშიგან ხარ რას გვაბრუნვებ რა ზნე გჭირსა ყოვლი შენი მონდობილი ნიადაგმცა ჩემებრ ტირსა სად წაიყვან სადაურსა სად აღუფხვრი სადით ძირსა მაგრა ღმერთი არ გასწირავს კაცსა შენგან განაწირსა

941. ავთანდილ მისი გაყრილი ტირს ჴმა მისწთების ცათამდის იტყვის თუ ღვარი სისხლისა კვლაცა მდენია კვლაცა მდის აწ აგრე გაყრა ძნელია ვით მაშინ შეყრა დაცამდის კაცი არ ყველა სწორია დიდი ძეს კაცით კაცამდის

942. ველს მაშინ მხეცნი ძღებოდეს სისხლითა მუნ ნატირითა ვერ დაივსებდა საჴმილსა იწვის ცეცხლითა ხშირითა კვლავ თინათინის გონება ავსებს უფრორე ჭირითა ბაგეთათ ვარდსა ანათობს ბროლი ძოწისა ძირითა

943. ვარდი ჭნებოდა ღვრებოდა ალვისა შტო ირხეოდა ბროლი და ლალი გათლილი ლაჟვარდად გარდიქცეოდა გამაგრებოდა სიკვდილსა ამისთვის არ უმჴნეოდა იტყვის თუ ბნელი რას მიკვირს რადგან დაგაგდე მზეოდა

944. მზესა ეტყვის მზეო გიტყვი თინათინის ღაწვთა დარად შენ მას გავ და იგი შენ გგავს თქვენ ანათებ მთა და ბარად ხელსა მალხენ ნახვა შენი ამად გიჭვრეტ არ დამცთარად მაგრა ჩემი რად დააგდეთ გული ცივად გაუმთბარად

945. თვე ერთისა მოშორვება მზისა ზამთრის გაგვამცივნებს მეგლახ ორნი დამიყრიან გული ამად რად არ ივნებს მაგრა კლდესა არა შესწონს არაოდეს არ ატკივნებს წყლულსა დანა ვერა ჰკურნებს გაჰკუეთს ანუ გაამსივნებს

აქა ავთანდილ ვარსკვლავთ ეუბნების თავის ბუნებასა

946. მიმავალი ცასა შესტირს ეუბნების ეტყვის მზესა აჰა მზეო გეაჯები შენ უძლეთა მძლეთა მძლესა ვინ მდაბალსა გაამაღლებს მეფობასა მისცემ სვესა მენუ გამყრი საყვარელსა ნუ შემიცვლი ღამედ დღესა

ამას სევდიანთა ეტლად იტყვიან

947. მო ზოალო მამიმატე ცრემლი ცრემლსა ჭირი ჭირსა გული შავავად შემიღებე სიბნელესა მიმეც ჴშირსა შემომჰყარე კაეშანი ტვირთი მძიმე ვითა ვირსა მას უთხარ თუ ნუ გასწირავ შენია და შენთვის ტირსა

ამას მოსამართლეს ეტლად იტყვიან

948. ჰე მუშთარო გიაჯები შენ მართალსა ბრჭესა სრულსა მო და უყავ სამართალი გაებრჭობის გული გულსა ნუ ამრუდებ უმართლესსა ნუ წაიწყმედ ამით სულსა მართალი ვარ გამიკითხე რად მაწყლულებ მისთვის წყლულსა

ამას მესისხლეთა ეტლად იტყვიან

949. მოდი მარიხო უწყალოდ დამჭერ ლახვრითა შენითა შეცამღებე და შემსვარე წითლად სისხლისა დენითა მას უთხრეს ჩემნი პატიჟნი მას გააგონენ ენითა როგორ გასრულვარ შენ იცი გულია აღარ ლხენითა

ამას მკურნალთა ეტლად იტყვიან