... (H-740), XVIII ს.

902. თუმცა: ისი: არ: მოგეკლა: მისრულიყო: დარბაზს: ვითა: შემასმენდა: ჯავრიანი: გული: ედვა: ცეცხლებრ: წვითა: მეფე: მწყრალი: გარდასწმედდა: სახლსა: ჩემსა: გარდაგვითა: შვილთა: ღ~თო: დამაჭმევდა: დამქოლვიდა: მერმე: ქვითა:

903. მუქაფა: ღ~თნ: შემოგზღოს: მადლსა: გკადრებდე: მერასა რომელმან: დამხსენ: მშვიდობით: იმა: გველისა: მზერასა: აწ: ამას: იქით: ვნატრიდე: ჩემსა: ეტლსა: და: წერასა: აღარ: ვიშიშვი: სიკუდილსა: ჰაი: ჰაი: ქვე: ჩავიჭერასა:

904. ავთანდილ: უთხრა: ნუ: გეშის: წიგნსაცა: აგრე: სწერია: მოყუარე: მტერი: ყოვლისა: მტრისაგან: უფრო: მტერია: არ: მიენდობის: გულითა: თუ: კაცნი: მეცნიერია: ნუღარ: იშიშვი: იმისგან: აწ: იგი: მკუდართა: ფერია:

905. იგივე: მითხარ: მას: აქათ: ქალი: გაგზავნე: შენოდეს: რაცაღა: გესმა: ამბავი: ანუ: მისირა: გსმენოდეს: კულა: იტყუის: ფატმან: ტირილით: კულა: თვალთათ: ცრემლი: სდენოდეს: ვაი: წაჴდა: შუქი: რომელნი: მზისაებრ: ელვა: ჰფენოდეს:

აწ ამბავი ნესტანდარეჯანისა ქაჯთაგან შეპყრობისა:

906. ვაი: საწუთროო: სიმუხთლით: თავი: სატანას: ადარე: შენი: ვერავინ: ვერა: სცნა: შენი: სიმუხთლე: სადარე: პირი: მზისაებრ: საჩინო: სად: უჩინო: ჰქმენ: სად: არე: მით: ვხედავ: ბოლოდ: სოფელსა: ოჴრად: ჩანს: ყოვლი: სადარე:

907. ფატმან: იტყუის: მომეშორა: მზე: მნათობი: სრულად: ჴმელთა: სიცოცხლე: და: სულდგმულობა: მზეებრ: იყო: ჩემთა: ჴელთა: მასუკანით: გაუწყუეტლად: დენა: მჭირდა: ცრემლთა: ცხელთა: ვერ: ვაჴმარე: თვალთა: ჩემთა: მონადენთა: წყარო: ველთა:

908. სახლი: და: შვილი: მომძულდა: ვჯდი: უგულოთა: გულითა: მას: ვიგონებდი: მღვიძარე: რა: მიმეძინის: ლულითა: უსენ: გამტეხი: ფიცისა: მჩანს: უსჯულოთა: სჯულითა: ვერ: მიმიახლოს: საახლოდ: პირმან: პირითა: კრულითა:

909. დღესა: ერთსა: საღამოჟამ: ჩასულა: იყო: ოდენ: მზისა წავდეგ: წინა: დარეჯაგთა: კარი: მიჩნდა: ხანდა: გზისა: ვიგონებდი: სევდა: მკლევდა: მისისავე: გონებისა: ვთქუი: კრულია: ზნე: კაცისა: ყოვლისავე: მამაცისა:

910. მოსითმევიდა: ღარიბი: მონა: მოყუსითა: სამითა: ერთი: მონურად: მოსილი: ზოგნი: მგზავრულად: ხამითა: სასმელ: საჭმელი: მოიღეს: ქალაქს: ნასყიდი: დრამითა: სმიდეს: ჭამდეს: და: უბნობდეს: სხდეს: მხიარულნი: ამითა:

911. მე: უყურებდი: უჭურეტდი: თქუეს: ამოდ: გავიხარენით: მაგრა: ჩვენ: აქა: მოყუასნი: უცხონი: შევიყარენით: არა: არ: ვიცით: ვინ: ვინ: ვართო: ანუ: სით: მოვიარენით: სჯობს: ერთმანერთსა: ამბავი: ჩვენიცა: უთხრათ: ბარენით:

912. მათ: სხუათა: მათი: ამბავი: თქუეს: ვითა: მგზავრთა: წესია: მონამან: უთხრა: ჰე: ძმანო: განგება: რამე: ზესია: მე: მარგალიტსა: მოგიმკი: თქუენ: ქურიმი: დაგითესია: ჩემი: ამბავი: ამბავთა: თქუენთაგან: უკეთესია:

913. მე: ვარო: მონა: მეფისა: მაღლისა: ქაჯთა: მფლობლისა: მათ: მიხუდა: ცემა: სენისა: მათისა: დამამჴობლისა: მოგვიკუდა: შემწე: ქურივისა: შემწყალებელი: ობლისა აწ: შვილთა: მისთა: და: მისი: ზრდის: უკეთესად: მშობლისა:

914. დულარდუხტ: არის: დიაცი: მაგრა: კლდე: ვითა: ლოდია: ვისცა: არ: დაჰკოდს: ჴმა: მისი: ვერავის: დაუკოდია: მას: უსხენ: წურილნი: ძმის: წულნი: როსან: და: ერთი: როდია: აწ: იგი: ქაჯეთს: ჴელმწიფედ: ქუე: ზის: მორჭმული: წოდია:

915. გვესმა: ამბავი: ზღვათ: იქით: სიკუდილი: დისა: მათისა: შეიჭირვებდეს: ვაზირნი: დაშლა: ქნეს: ქნა: ხალვათისა: ვითა: ვჰკადროთო: დავსება: პირისა: ჴმელთა: მნათისა: როშაქ: მონაა: თავადი: ლაშქრისა: ბევრ: ათასისა:

916. როშაქ: ბრძანა: მოცავინ: მკლავს: მე: ტირილსა: არ: დავხუდები: მინდორს: წავალ: ვიმეკობრებ: ალაფითა: ავივსები: შინა: მოვალ: შოებული: ადრე: ზედა: მოვესწრები: მეფე: დისა: დატირებად: წავიდოდეს: წაცა: ვჰყუები:

917. გუითხრა: მისთა: ჴელისათა: წავალ: თანა: წამომყევით: წაგვიტანა: მონა: ასი: ყუელაკაი: მისგან: რჩევით: დღისით: მზისით: ვმეკობრობდით: ღამეთაცა: ვიყუნით: თევით: დია: ვლეწეთ: ქარავანი: ლარი: ჩვენკე: გარდმოვდევით:

918. მინდორ: მინდორ: მოვდიოდით: ჩვენ: ღამესა: დია: ბნელსა: დიდი: რამე: სინათლენი: გამოგუიჩნდა: შუა: ველსა: ვთქუით: თუ: მზეა: ნუთუ: ზეცით: ჩამოჭრილი: ზედა: ჴმელსა: დაბნედილნი: მივეცენით: გონებასა: ჩვენსა: მსჯელსა:

919. ზოგთა: ვთქუით: არის: ცისკარი: ზოგთა: ვთქუით: არის: მთვარეო: მას: დარაზმულთა: მივმართეთ: ახლოსმცა: ვნახეთ: ბარეო: შორს: მოუარეთ: მივედით: შემოვადეგით: გარეო: მით: ნათლიდაღმა: გამოჴდა: ჴმა: ჩვენი: მოუბნარეო:

920. გვითხრა: ვინხართ: ცხენოსანნო: თქუენ: სახელნი: თქუენი: თქუენით: გულანშაროთ: მოციქული: ქაჯეთს: მივალ: მერიდენით: ესე: გვესმა: მოვადეგით: ალყად: გარე: მოვერტყენით: პირ: მზე: რამე: ცხენოსანი: გავიცადეთ: თვალით: ჩვენით: