... (H-741), XIX ს.

912. მას ღამესა ერთგან იყუნეს: იგი ლომნი იგი გმირნი: იუბნეს და გააცხადეს: თავისთავის მათნი ჭირნი: რა გათენდა კვლავ დაიწყეს: საუბარნი სიტყვა ხშირნი: ერთმანეთსა გაუგონეს: ფიცი პირველ დანაპირნი:

913. ტარიელ ეტყვის რად უნდა: სიტყვისა თქმა მრავალისა: რაცა შენ ჩემთვის გიქნია: ღ~თია მზღველი ვალისა: კმა ზენაარი ზენარად: არ ნაქმარია მთვრალისა: არ დავიწყება მოყვრობა: მოყურისა წამავალისა:

914. აწ შემიწყალე ნუ დამწვავ: კვლავ წვითა უცხელესითა: მე რომე ცეცხლი მედების: არ ნაგზებია კვესითა: ვერ დამშრეტ შენცა დაიწვი: სოფლისა ქნისა წესითა: წადი დაბრუნდი შეიქეც: მუნითვე შენი მზე სითა:

915. ვინ დამბადა განკურნება: ჩემი უჩანს მასცა ძნელად: ვისცა გესმის გაიგონეთ: მით გაჭრილვარ ხელი ველად: რაცა მართებს გონიერთა: ერთხელ ვიყავ მეცა მქნელად: აწ ნობათი ხელობისა: მამხვდომია მით ვარ ხელად:

916. ავთანდილ ეტყვის რა გითხრა: პასუხი მაგა თქმულისა: შენვე სთქვი ეგე სიტყვაო: კაცისა ბრძნად სწავლულისა: ღ~თსამცა ვით არ შეეძლო: კვლავ განკურნება წყლულისა: იგია მზრდელი ყოვლისა: დანერგულ დათესულისა:

917. ღ~თსამცა ესე რად ექმნა: ეგეთნი დაებადენით: აღარ შეგყარნა გაგყარნა: ხელი გქმნა ცრემლთა დადენით: სდევს ფათერაკი მიჯნურსა: გასჭვრიტეთ გაიცადენით: თქვენ ერთმანერთი არ მოგხვდეს: მე სულნი ამომხადენით:

918. ნეტარ მამაცი სხვა რაა: არ გასძლოს რაცა ჭირია: ჭირსა გადრეკა რად უნდა: რა სასაუბრო პირია: ნუ გეშის ღ~თი უხვია: თუცა სოფელი ძვირია: რაცა მიწვრთიხარ იწვართე: გკადრო უწვრთელი ვირია:

919. თუ რა გესმის გაიგონე: ესე კმაა სწავლა სწავლად: ჩემსა მზესა დავეთხოვე: თქვენს წინაშე წამოსავლად: მოვახსენე რათგან ჩემი: შეუქმნია გული ავლად: არას ვარგებ არ დავდგები: სხვა ვიუბნა რაღა მრავლად:

920. მან მიბრძანა მადლიერ ვარ: კარგად ხარ და მამაცურად: შენგან მისსა გავლენასა: მე დავიჩენ სამსახურად: მისის კითხვით წამოსრულვარ: არ მთვრალ ვარ და არ მახმურად: აწ შევიქცე რა უამბო: რად მოხველო ჯაბან ხდლურად:

921. მაგ საუბარსა ესე სჯობს: ისმინე ჩემი თხრობილი: მქნელი საქმისა ძნელისა: კაციმცა იყოს ცნობილი: ვერას ვერ შეიქს ნაყოფსა: ვარდი უმზეოდ ჭკნობილი: შენ ვერას ირგებ მე მარგებ: ძმა ძმისა უნდა ძმობილი:

922. სადაცა გწადდეს მუნ იყავ: მითვე წესითა მაგითა: გწადდეს გულითა ბრძენითა: გწადდეს ცნობითა შმაგითა: მაგა ქცევითა ტურფითა: ანაგებითა ნაგითა: ოდენ გამაგრდი არ მოკვდე: არ დასდნე ცეცხლთა დაგითა:

923. ამის მეტსა არას გნუკევ: წელიწადსა ერთსა მგზეფსა: აქა ქვაბსა მამნახვიდი: მე ამბავსაა ყოვლგნით მკრეფსა: ამა ჟამსა ნიშნად მოგცემ: დროსა ამას ვარდ იეფსა: ვარდთა ნახვა გაგაკრთობდეს: მართ ვითამცა ძაღლი ჰყეფსა:

924. ამა დროსა გარდავსცილდე: აქა ქვაბსა არ მოვიდე: ჰსცან ცოცხალი არ თურე ვარ: უღონიოდ მოვჰკვე კიდე: ეს ამისად ნიშნად კმარის: შენ თუ ჩემთვის ცრემლსა ღვრიდე: მაშინ გწადდეს იხარებდი: გწადდეს ჭმუნვა გაადიდე:

925. აწ რაცა გკადრე ამისთვის: ნუთუ შენ იყო მჭმუნავი: მოგშორდები და არ ვიცი: თუ ცხენი დამცემს თუ ნავი: არ უთქმელობა არ ვარგა: არ პირუტყვი ვარ მჩმუნავი: არ ვიცი ღ~თი რას მიზამს: ანუ ცა მიწყივ მბუნავი:

926. მან უბრძანა აღარ გაწყენ: არცა სიტყვა გამიმეტდეს: არ მამისმენ რაზომიცა: საუბარი მიდიადდეს: თუ არ მოგყვეს საყვარელი: შენ მას მიჰყევ რაცა სწადდეს: ბოლოდ ყოვლი დამალული: საქმე ცხადად გამოცხადდეს:

927. არ დაიჯერო მაშინ სცნა: ჩემთა საქმეთა ძნელობა: ჩემთვის ყველაი სწორია: გაჭრა და გაუჭრელობა: შენ რაცა გითქვამს მაგას ვიქ: მრჯის რაზომ გინდა ხელობა: უშენოდ მამხვდეს რაღა ვჰქნა: არ დია დღეთა გრძელობა:

928. საუბარი გარდასწყვიტეს: დააპირეს ესე პირი: ცხენსა შესხდეს მოიარეს: თვითო მოკლეს ველს ნადირი: შემოიქცეს აატირეს: გული კვლაცა ანატირი: ხვალ გაყრისა გონებამან: სხვა უმატა ჭირსა ჭირი:

929. ლექსთა მკითხველნო თქვენიმცა: თვალი ცრემლისა მღვრელია: გულმან გლახ რა ჰქმნას უგულოდ: თუ გული გულსა ელია: მოშორვება და მოყვრისა: გაყრა კაცისა მკვლელია: ვინცა არ იცის არ ესმის: ესე დღე როგორ ძნელია:

930. დილა გათენდა შესხდეს და: მას ქალსა გაესალამნეს: ტარიელ ასმათ ავთანდილ: თვალთაგან ცრემლნი ალამნეს: სამთავე ღაწუთა ალამნი: არღავნის ფერად ალამნეს: მათ ლომთა მიწყივ მხეცქმნილთა: თავნი მხეცთანა ალამნეს:

931. ქვაბი ჩავლნეს და წავიდეს: ზახილი ცრემლთა მდენანი: ასმათ ტირს მოთქვამს ჰე ლომნო: ვისნი ვით მოგთქმენ ენანი: მზემან დაგუწვა და დაგდაგნა: ცისა მნათობნი ზენანი: ვაი ჭირნი ჩემნი ეზომნი: ვაი სიცოცხლისა თმენანი: