... (H-302), 1803 წ.

907. აქა მათ ორთა მონათა, მზე მოიყუანეს ნავითა, კბილ თეთრი ბაგე ბალახში, სახედავითა შავითა, ცხენი გავქუსლე გავაგე, წაგურა ჴრმლითა და მკლავითა, შორს მნახეს ადრე გამექცეს, ნავი მფრინველი ჰსჩნდა ვითა-

908. მოეხვივნეს ერთმანერთსა, გაამრავლნეს ცრემლთა ღურანი, აკოცეს და გაუახლდეს, მათ ორთავე მათნი წუანი, გაიყარნეს გაუყრელნი, ძმად ფიცნი და ვითა ძმანი, ფრიდონ დადგა ყმა წავიდა, შემხედუჱლთა მკულელი ტანი-

წასულა ავთანდილისაგან ფრიდონიდამ ნესტან დარეჯანის საძებრად

909. ყმა მიმავალი მიუბნობს, მჰსგავსი მთვარისა სრულისა, არს თინათინის გონება, მისად სალხენად გულისა, იტყვის მოგშორდი სიცრუვე, ვაი საწუთროსა კრულისა, შენ გაქუს წამალი ჩემისა, მამრთელებელი წყლულისა-

910. რად სიცხე გულსა ნიადაგ, მჰწუავს გმირსა სამსალებისა, რად გული კლდისა ტინისა, შემჰქმნია სამ სალებისა, არ შეუძლია ლახუარსა, დაჩენა სამსა ლებისა, შენ ხარ მიზეზი სოფლისა, ასრე გასამსალებისა-

911. ავთანდილ მარტო ზღვის პირსა, მივა ოთხითა მონითა, წამალსა ტარიელისსა, ეძებს ყოვლითა ღონითა, დღისით და ღამით მტირალი, იღურების ცრემლთა ფონითა, ჩალად უჩნს ყოვლი ქვეყანა, მისუჱ ჩალისა წონითა-

912. სადაცა ნახნის ეუბნის, მგზავრნი ზღვის პირსა რებულნი, ჰკითხის მის მზისა ჰამბავნი, დღენი ვლნა გაასებულნი, ქედსა გარდადგა აქლემნი, აუჩნდა ლარ კიდებულნი, მოქარავნენი ზღვის პირსა, დაყრით დგეს შეჭირვებულნი-

913. მუნ ქარავანი ურიცხვი, მოსდგმოდა ზღვისა კიდესა, შეიჭირვებდეს ჭმუნვიდეს, ვერცა დგეს ვერცა ვლიდესა, ყმამან სალამი უბრძანა, ქებასა შეასხმიდესა, ჰკითხა ვაჭარნო თუ ვინ ხართ, მათ საუბარი ჰკიდესა-

914. უსამ იყო ქარავნისა, უხუცესი კაცი ჰბრძენი, მოახსენა ხოტბა სრული, დალოცა და უქნა ზნენი, ჰკადრა მზეო სიცოცხლე და, შენ ამოჴე ჩვენი მლხენი, ჩამოხე და მოგახსენოთ, ჰამბავი და საქმე ჩვენი-

915. გარდაჴდა ჰკადრა ჩვენ ვართო, მობაღდადენი ვაჭარნი, მაჰმადის რჯულის მჭირავნი, აროდეს გვისვამნ მაჭარნი, ზღუათა მეფისა ქალაქსა, სავაჭროდ გარდმონაჭარნი, საქონელ სრულნი მდიდარნი, არ ლარნი გუაქუან ნაჭარნი-

916. ჩვენ აქა ვჰპოვეთ ზღვის პირსა, კაცი უსულოდ მდებარე, უშუჱლეთ ენა მოეცა, სიტყვისა გამომგებარე, ვჰკითხეთ თუ ვინ ხარ ღარიბო, რასა საქმისა მძებარე, გვითხრა თუ შეხუალთ დაგჴოცენ, კიდე ცოცხალვარ მე ბარე-

917. ჰსთქუა ქარავანი ეგვიპტით, გამოვემართეთ ერითა, ზღვასა შევედით ტვირთულნი, ლარითა მრავალ ფერითა, მუნ მეკობრეთა დაგვხოცეს, ძელის საჴნისის წვერითა, ყუჱლაი წახდა არ ვიცი, აქა მოსრულვარ მე რითა-

918. ლომო და მზეო ესეა, მიზეზი აქა დგომისა, დაბრუნდეთ გვეცემის, ზიანი ას საზომისა, შევიდეთ ვა თუ დაგვჴოცნენ, ძალი არა გუაქუს ომისა, ვერ ვჰსდგევართ ვერცა წავსულვართ, ღონე წაგუსულია რჩომისა-

919. ყმამან უთხრა ვინცა ჰსჭმუნავს, ცუდია და ცუდად ჰსცთების, რაცა მოვა საქმე ზენა, მამავალიარ აგუცდების, მე მივინდობ სისხლთა თქვენსა, მას ვჰყოფ რაცა თქუენ მოგიხდების, ვინცა გებრძვით მჰბრძოლი თქვენი, ჩემის ზრმლითა მოცაჰკუდების-

920. მოქარავნენი აღივსნენ, სიხარულითა დიდითა, ჰსთქუეს ყმა ვინმეა ჭაბუკი, არ ჩვენებრვე რიდითა, აქუს თავისაგან იმედი, ვიყვნეთ გულითა მშვიდითა, შევიდეს ჩასხდეს ხომალდსა, გამართეს ზღვისა კიდითა-

921. სიამოვნისა დარითა, იარეს არ სიძნელითა, მათი ბადრაგა ავთანდილ, უძღვის გულითა ქუჱლითა, გამოჩნდა ნავი მეკობრე, დროშითა მეტად გრძელითა, მის ნავის ნავთა სალეწლად, საჴნისი გია ძელითა-

922. კიოდეს და მოდიოდეს, იზახდეს და ბუკსა ჰკრესა, შეუშინდა ქარავანი, მათ ლაშქართა სიდიდესა, ყმამან უთხრა ნუ იშიშვით, თქვენ იმათსა სიმრავლესა, ანუ დავჴოც ამ ყუელასა, ან სიკვდილი ჩემი დღესა-

923. უგანგებოდ ვერას მიზმენ, შეცამებნენ ჴმელთა სპანი, განგებაა არ დავრჩები, ლახვარნია ჩემთვის მზანი, ვერ მიხსნიან ვერ ციხენი, ვერ მოყუასნი ვერცა ძმანი, ვინცა იცის ესე ასრე, ჩემებრუჱა გულოვანი-

924. თქვენ ვაჭარნი ჯაბანნი ხართ, ომისაცა უმეცარნი, შორს ისრითა არ დაგჴოცნენ, ჩაიხრჩენით თანა კარნი, მარტო მნახეთ ვით შევიბა, ვით ვიჴმარნე ლომნი მხარნი, მეკობრეთა თავისანი, სისხლნი ნახოთ მონაღუარნი-

925. ჩაიცუა ტანსა აბჯარი, ქცევითა ვეფხებრ მკრჩხალითა, მას ჴელთა კეტი ჰრკინისა, ჰქონდა ჴელითა ცალითა, ნავისა თავსა გულითა, წადგა შიშ შეუალითა, ვითა მხილუჱლნი ჭურეტითა, მტერნი დაჴოცნა ჴმალითა-