... (H-302), 1803 წ.

926. ჰკიოდეს იგი ლაშქარნი, ჴმა მათი არ გასწყდებოდა, აძგერეს ძელი რომელსა, ზედა საჴნისი ჰგებოდა, ყმა ნავის თავსა უშიშრად, ზე ჰსდგა არ თურე კრთებოდა, კეტი ჰკრა ძელი მოსტეხა, ლომს მკლავი არ უდრკებოდა-

927. ძელი მოსტყდა და ავთანდილ, დარჩა ნავ დაულეწელი, შეშინდეს იგი ლაშქარნი, გზა ძებნეს გარდსახვეწელი, ვეღარ გარდესწრნეს გარდუხტა, მტერთა მი და მო მლეწელი, არ დარჩა კაცი ცოცხალი, მუნ მისგან დაუფრეწელი-

928. მათ ლაშქართა გულ უშიშრად, ასრე ჰჴოცდა ვითა თხასა, ზოგნი ნავსა შეანარცხის, ზოგსა ჰყრიდა შიგან ზღვასა, ერთმანერთსა შემოჰსტყორცის, რვა ცხრასა და ცხრა ჰკრის რვასა, დამალულნი მკუდართა შუა, იმალვიან მალვენ ჴმასა-

929. გაუმარჯვდა ომი მათი, ვითა ჰსწადდა გულსა მისსა, ზოგთა ჰკადრეს ზენაარი, ნუ დაგვჴოცო შენსა სჯულსა, არ დაჴოცნა დაიმონა, დაჰრჩომოდა რაცა წყლულსა, მართლად უთქუამს მოციქული, შიში შეიქმს სიყვარულსა-

930. კაცო ძალსა ნუ იკვეხი, ნუცა მოჰკვეხ ვითა მთრუალი, არას გარგებს ძლიერება, თუ არ შეგწევს ღ~თისა ძალი, დიდთა ხეთა მოერევის, მცირე დასწვავს ნაბერწკალი, ღ~თი შეგწევს სწორად გაჰკვეთს, შეშა ვის ჰკრა თუნდა ჴრმალი-

931. მან ავთანდილ საჭურჭლენი, მათეულნი დიდნი ნახნა, ნავი ნავსა შეატყუბნა, ქარავანსა დაუზახნა, უსამ ნახა მხიარულმან, გაეხარნეს არ იახნა, ჰკადრეს ხოტბა ქებად მისად, სასახავნი დიდნი სახნა-

932. ავთანდილის მაქებელთა, ათასიმცა ენა უნდა, ვერცა მათ თქუჱს ნაომრობა, როგორ ტურფად დაუშვენდა, ქარავანმან იზრიალა, ჰსთქუეს უფალო მადლი შენდა, მზემან შუქნი შემოგვადგნა, ღამე ბნელი გაგვითენდა-

933. მოეგებნეს აკოცებდეს, თავსა პირსა ფერჴთა ჴელსა, ჰკადრეს ქება უსაზომო, მას ტურფასა საქებელსა, მისი ჭურეტა გააშმაგებს, კაცსა ბრძენსა ვითა ჴელსა, შენგან მოვჰრჩით ჩვენ ყოველნი, ფათერაკსა ეზომ ძნელსა-

934. ყმამან უთხრა მადლი ღ~თსა, შემოქმედსა არსთა მხედსა, ვისგან ძალნი ზეციერნი, გააგებენ აქა ქმნადსა, იგი იქმნას ყუელაკასა, იდუმალსა ზოგსა ცხადსა, ჰჴამს სიმართლის დაჯერება, ბრძენი ჯერა მოწევნადსა-

935. ღ~თნ სულსა ეგოდენსა, თქუენ გათნივა სისხლი თქვენი, მე გლახ რა ვარ მიწა ცუდი, თავით ჩემით რამცა ვჰქენი, აწ დავჰჴოცენ მტერნი თქუენნი, გავასრულე რაცა ვჰთქვენი, ნავი სრულად საქონლითა, მამიღია ვითა ძღვენი-

936. ამოა კარგსა მოყმესა, რა ომი გამარჯვებოდეს, ამხანაგთათვის ეჯობნოს, ვინცა მას თანა ხლებოდეს, მიულოცვიდენ აქებდენ, მათ აგრე მყოფთა ჰსწბებოდეს, შუჱნოდეს დაკოდილობა, ცოტაი რამე ვნებოდეს-

937. იგი ნავი მეკობრეთა, მას დღე ნახეს არა ხუალეს, მუნ დებულთა საჭურჭლეთა, ამარიმცა ვით დათვალეს, მათსა ნავსა გარდმოიღეს, ნავი სრულად გარდმოსცალეს, დალეწეს და ზოგი დაწვეს, შეშა დრამად არ გაცვალეს-

938. ავთანდილს უსამ მოართვა, ვაჭართა შემოთვლილობა, შენგან ვართ გამაგრებულნი, ჩვენ ვიცით ჩვენი ფლიდობა, რაცა გუაქუს იგი შენია, ამას არ უნდა ცილობა, რასაცა მოგვცემ გვიბოძე, გვიქნია აქა ყრილობა-

939. ყმამან შესთვალა ჱე ძმანო, წეღანცა მოგისმენია, ღ~თსა შეესმა ნაკადი, რაცა თქუჱნ თუალთა გდენია, მან დაგარჩინნა მე რა ვარ, მე გლახ რა მამილხენია, რა გინდა მამცეთ რას ვაქნევ, მე ვარ და ჩემი ცხენია-

940. მე თუცა რაცა მინდოდა, საჭურჭლე დასადებელი, ჩემსაცა მქონდა ურიცხვი, უსახო ლარ საგებელი, რას ვაქნევ თქვენსა რად მინდა, ოდენ ვარ თქვენი მხლებელი, სხუაგან რამე მიც სხვა საქმე, თავისა წასაგებელი-

941. აწე რაცა აქა ვიშოვე, საჭურჭლე დაუთვალავი, რაცა ვის გინდა წაიღეთ, არვისი ვიყო მლალავი, ერთსა ვიაჯი მიაჯეთ, სააჯო არ საკრძალავი, საქმე რამე მიც თქუჱნ შორის, თავისა დასამალავი-

942. ჟამამდის ჩემსა ნუ იტყჳთ, არ თქუენსა პატრონობასა, თჳთ თავადია ჩვენი თქუა, ნუ მიჴმობთ ჭაბუკობასა, მე ვაჭრულ სამოსსს ჩავიცუამ, დავიწყებ ჩუბაჩობასა, თქუენ შემინახეთ ნამუსი, თქუენსა და ჩემსა ძმობასა-

943. ესე საქმე ქარავანსა, გაეხარნეს მეტად დია, მოვიდეს და თაყუანიჰსცეს, ჰკადრეს ჩვენი იმედია, რაცა აჯა ჩვენ გვმართებდა, იგი თქუენვე გიაჯია, მას ვჰმსახუროთ ვისი პირი, მზისა პირად გაგვიცდია-

944. მუნით წავიდეს იარეს, არ თურე ხანსა ჰზმიდიან, მიხვდეს ტაროსსა ამოსა, ნიადაგ ამოდ ვლიდიან, შეჰფრფინვიდიან ავთანდილს, ქებასა შეასხმიდიან, მას სახელოვან მოყმესა, გონებად გულსა ჰსძღუნიდიან-

ჰამბავი ავთანდილისაგან გულანშაროს მისვლისა ზღვის პირს რომ გავიდა