... (Q-376), XIX ს.

913. ღ~თსამცა ესე რად ექმნა, ეგეთნი დაებადენით. აღარ შეგყარნა გაგყარნა, ხელი გქმნა ცრემლთა დადენით. ჰსდევს ფათერაკი მიჯნურსა, გასჭურიტეთ გაიცადენით. თქუჱნ ერთმანერთსა არ მიხუდეთ, მე სულნი ამამხადენით:-

914. ნეტარ მამაცი სხუა რაა, არ გაჰსძლოს რაცა ჭირია. ჭირსა გადრეკა რად უნდა, რა სასაუბრო პირია. ნუგეშის ღ~თი უხჳა, თუცა სოფელი ძჳრია. რაცა მიწურთიხარ იწუართე, გკადრო უწურთელი ვირია:-

915. თუ არ გესმის გაიგონე, ესე კმაა ჰსწავლა ჰსწავლად. ჩემსა მზესა დავეთხოვე, თქუჱნს წინაშე წამოსავლად. მოვახსენე რათგან ჩემი, შეუქნია გული ავლად. არას ვარგებ არ დავჰსდგები, სხუა ვიუბნა რაღა მრავლად:-

916. მან მიბრძანა მადრიელვარ, კარგად ხარ და მამაცურად. შენგან მისსა გავლენასა, მე მივიღებ სამსახურად. მისის კითხჳთ წამოვსულვარ, არ მთურალვარ და არმახმურად. აწ შევიქცე რა უამბო, რად მოხუჱლო ჯაბან ჴდლურად:-

917. მაგ საუბარსა ესე ჰსჯობს, ისმინე ჩემი თხრობილი. მქმნელი საქმისა ძნელისა, კაციმცა იყოს ცნობილი. ვერას ვერ შეიქმს ნაყოფსა, ვარდი უმზეოდ ჭნობილი. შენ ვერას ირგებ მე მარგებ, ძმა ძმისა უნდა ძმობილი:-

918. სადაცა გწადდეს მუნ იყავ, მითუჱ წესითა მაგითა. გწადდეს გულითა ჰბრძენითა, გწადდეს ცნობითა შმაგითა. მაგა ქცეჳთა ტურფითა, ანაგებისა ნაგითა. ოდენ გამაგრდი არ მოჰკუდე, არ დაჰსდნე ცეცხლთა დაგითა:-

919. ამის მეტსა არას გვედრებ, წელიწადსა ერთსა მზგეფსა. ამავ ქუაბსა მამნახჳდე, მე ჰამბისა ყოვლგნით მკრეფსა. ამა ჟამსა ნიშნად გაძლევ, დროსა ამას ვარდ იეფსა. ვარდთა ხილუა მოგალხენდეს, ველთ მიდამო სანახეფსა:-

920. ამა დროსა გარდავჰსცილდე, აქავ ქუაბსავ არ მოვიდე. ჰსცან ცოცხალი არ თურე ვარ, უღონიოდ მოვჰკუდე კიდე. ეს ამისად ნიშნად კმაა, შენ თუ ჩემთჳს ცრემლსა ჰღურიდე. მაშინ გწადდეს იხარებდი, გწადდეს ჭმუნუა გაადიდე:-

921. აწ რაცა გკადრე ამისთჳს, ნუთუ შენ იყო მჭმუნავი. მოგშორდები და არ ვიცი, თუ ცხენი დამცემს თუ ნავი. არ უთქმელობა არ ვარგა, არ პირუტყჳ ვარ მჩბუნავი. არ ვიცი ღ~თი რას მიზამს, ანუ ცა მიწყივ მბრუნავი:-

922. მან უბრძანა აღარ გაწყენ, არცა სიტყუა გამიმეტდეს. არ მომისმენ რაზომიცა, საუბარი მიდიადდეს. თუ არ მოგყუჱს საყუარელი, შენ მას მიჰყევ რაცა ჰსწადდეს. ბოლოდ ყოვლი დამალული, საქმე ცხადად გამოცხადდეს:-

923. არ დაიჯერო მაშინ ჰსცნა, ჩემთა საქმეთა ძნელობა. ჩემთჳს ყველაი სწორია, გაჭრა და გაუჭრელობა. შენ რაცა გითქუამს მაგას ვიქ, მჰსრჯის რაზომ გინა ხელობა. უშენოდ მამხუდეს რაღა ვჰქნა, არ დია დღეთა გრძელობა:-

924. საუბარი გარდაჰსწყჳტეს, დააპირეს ესე პირი. ცხენსა შესხდეს მოიარეს, თჳთო მოკლეს ველს ნადირი. შემოიქცნენ აატირეს, გული კულავცა ანატირი. ხუალ გაყრისა გონებამან, სხუა უმატა ჭირსა ჭირი:-

925. ლექსთა მკითხუჱლნო თქუჱნიმცა, თუალნი ცრემლისა მღურელია. გულმან გლახ რა ჰქმნას უგულოდ, თუ გული გულსა ელია. მოშორვება საყუარლისა, გაყრა კაცისა მკულელია. ვინცა არ იცის არ ესმის, ესე დღე როგორ ძნელია:-

926. დილა გათენდა შესხდეს და, მას ქალსა გაესალამნეს. ტარიელ ასმათ ავთანდილ, თუალთაგან ცრემლი ალამნეს. სამთავე ღაწუთა ალამნი, არღავნის ფერად ალამნეს. მათ გმირთა ველად ხელქმნილთა, წყლულნი ვერ გაიმალამნეს:-

927. ქუაბნი ჩავლნეს და წაჳდნენ, ზახილით ცრემლთა მდენანი. ასმათ ჰსტირს მოჰსთქუამს, ჱე ლომნო ვისნი ვით მოგთქმენ ენანი. მზემან დაგუწა და დაგდაგნა, ცისა მნათობნი ზენანი. ვაჲ ჭირნი ჩემნი ეზომნი, ვაი სიცოცხლისა თმენანი:-

928. მათ ყმათა მუნით წასულთა, იგი დღე ერთად იარეს. ზღჳს პირს მიჳდნენ მუნ დადგნენ, არ ჴმელთა არე იარეს. არ გაიყარნეს მას ღამე, კულავ ცეცხლი გაიზიარეს. ერთმანერთისა შორს ყოფა, იტირეს იმგლოვიარეს:-

929. ტარიელს უთხრა ავთანდილ, არ გაჴმა რუ ცრემლთ დენისა. რად მოიშორე შენ ფრიდონ, მამცემი ამა ცხენისა. მუნით იცნობის ჰამბაჳ, ღონე მის მზისა მჰშუჱნისა. აწ მე მუნ მივალ მასწავლე, გზა ძმად ფიცისა შენისა:-

930. ტარიელ სიტყჳთ ასწავლის, მჴარსა ფრიდონის გზისასა. მართ გააგონა რაც ოდენ, შეეძლო ძალსა თქმისასა. აღმოსავლითკენ წადიო, პირსა იარე ზღჳსასა. თუ ნახო ჩემი უანბე, ჰგკითხავს ჰამბავსა ძმისასა:-

931. თხა მოკლეს და მიითრიეს, ცეცხლი შეჰქმნეს ზღჳსა პირსა. ჰსთქუჱს და ჭამეს რაცა ჭამა, შეჰფერობდა მათსა ჭირსა. მას ღამესა ერთად იყუნეს, ერთგან მიწუნს ხეთა ძირსა. ვჰგმობ მუხთალსა საწუთროსა, ზოგჯერ უხუსა ზოგჯერ ძჳრსა:-

932. ცისკრად ადგნენ გასაყრელად, ერთმანერთსა მოეხჳვნეს. მაშინ მათგან ნაუბარნი, დადნეს ვინცა მოისმინეს. თუალთა ვითა წყაროს თუალნი, ცრემლი ველთა მოადინეს. დიდხან იდგნენ შეჭდობილნი, მკერდი მკერდსა შეარკინეს:-