... (Q-376), XIX ს.

933. გაიყარნეს ტირილით და, პირსა ხოკით თმათა გლეჯით. ერთი აღმა ერთი დაღმა, უგზო მივლენ შამბთა ეჯით. ვირემ უჩნდათ ერთმანერთი, იძახდიან პირსა ბეჯით. გმირნი ნახა მოტირალნი, მზე მიბრუნდა მათის ღრეჯით:-

წარსლუა ავთანდილისაგან ფრიდონისას მულღაზანზარს რომ შეეყარა (30)

934. ვაჲ სოფელო რაშიგან ხარ, რას გვაბრუნებ რა ზნე გჭირსა. ყოვლიმც შენი მონდობილი, ნიადაგმცა ჩემებრ ჰსტირსა. სად წაიყუან სადაურსა, სად აღუფხვრი სადათ ძირსა. მაგრამ ღ~თი არ გაჰსწირავს, კაცსა შენგან განაწირსა:-

935. ავთანდილ მისი გაყრილი, ჰსტირს ჴმა მისწუთების ცათამდის. იტყჳს თუ ღუარი ცრემლისა, კულავცა მდენია კულავცა მდის. აწ აგრე გაყრა ძნელია, ვით მაშინ შეყრა ცათამდის. კაცი არ ყველა ჰსწორია, დიდი ჰსძეს კაცით კაცამდის:-

936. ველს მაშინ მჴეცნი ჰსძღებოდეს, ცრემლითა მუნ ნატირითა. ვერ დაივსებდა სახმილსა, იწჳს ცეცხლითა ჰჴშირითა. კულავ თინათინის გონება, ავსებს უფრორე ჭირითა. ბაგენი ვარდებრ ნათობდეს, ბროლნი ძოწისა ძირითა:-

937. ვარდი ჭნებოდა ზრებოდა, ალჳსა ხე ირხეოდა. ბროლი და ლალი გათლილი, ლაჟვარდად გარდიქცეოდა. გაჰმაგრებოდა სიკუდილსა, ამისთჳს არის მჴნეოდა. იტყოდა ბნელი რად მიკჳრს, რადგან დამაგდე მზეო და:-

938. მზესა ეტყჳს მზეო გსახავ, თინათინის ღაწუთა დარად. შენ მას ჰგავ და იგა შენ გგავს, თქუჱნ ანათებთ მთა და ბარად. ხელსა მალხენს ხილუა შენი, ამად გიჭურეტ არ დამცდარად. მაგრამ ჩემი რად დააგდეთ, გული ცივად გაუმთბარად:-

939. თუ ერთისა მზის მოშორვება, ზამთრის დროთა გაგჳმცივნებს. მე გლახ ორნი დამიყრიან, გული ამად ვით არ ივნებს. მაგრამ კლდესა არა ელმის, ვერაოდეს არ ატკივნებს. წყლულსა დანა ვერა ჰკურნებს, გაჰკუჱთს ანუ გაასივნებს:-

აქა ავთანდილ ვარსკულავთა ეუბნების თავის ბუნებასა

940. მიმავალი ცასა შესტირს, ეუბნების ეტყჳს მზესა. აჰა მზეო გიაჯები, შენ უძლებთა ძალის მძლესა. ვინ მდაბალსა გაამაღლებ, მეფობასა მისცემ სვესა. მე ნუ გამყრი საყუარელსა, ნუ შემიცული ღამედ დღესა:-

ამას სევდიანთა ეტლად იტყჳან

941. მოი ზუალო მამიმატე, ცრემლი ცრემლსა ჭირი ჭირსა. გული შავად შემიღებე, სიბნელესა მიმეც ჰჴშირსა. შემომყარე კაეშანი, ტჳრთი მძიმე ვითა ვირსა. მას უთხარ თუ ნუ გაჰსწირავ, შენია და შენთჳს ჰსტირსა:-

ამას მოსამართლეთა ეტლად იტყჳან

942. ჱე მუშთარო გიაჯები, შენ მართალსა ბჭესა სრულსა. მო და უყავ სამართალი, გაებჭობის გული გულსა. ნუ ამრუდებ უმართლესა, ნუ წაიწყმენდ ამით სულსა. მართალი ვარ გამიკითხე, რად მაწყლულებ მისთჳს წყლულსა:-

ამას მესისხლეთა ეტლად იტყჳან

943. მოდი მარიხო უწყალოდ, დამჭარ ლახურითა შენითა. შეცამღებე და შემსუარე, წითლად სისხლისა დენითა. მას უთხარ ჩემნი პატიჟნი, მას გააგონენ ენითა. როგორ გავსრულვარ შენ იცი, გულია აღარს ლხენითა:-

ამას მკურნალთა ეტლად იტყჳან

944. მოდი ასპიროზ მარგე რა, მან დამწუა ცეცხლთა დაგითა. ვინ მარგარიტნი გარეშე, მოუცავს ძოწის ბაგითა. შენ დააშუჱნებ კეკლუცთა, დაშუჱნებითა მაგითა. ვისმე ჩემებრსა დააგდებ, გაჰჴდი ცნობითა შმაგითა:-

ამას მწიგნობართა ეტლად იტყჳან

945. ოტარიდო შენგან კიდე, არვის მიგავს საქმე სხუასა. მზე მაბრუნებს არ გამიშუჱბს, შემიყრის და მიმცემს წუასა. დაჯე წერად ჭირთა ჩემთა, მელნად მოგცემ ცრემლთა ტბასა. კალმად გიკვეთ გაწლობილსა, ტანსა წურილსა ვით ლელწამსა:-