... (S-2781), XIX ს.

აქა ავთანდილ ვარსკვლავთა ეუბნების თავის ბუნებას

950. მიმავალი ცასა შესტირს ეუბნების ეტყვის მზესა აჰა მზეო გეაჯები შენ უმძლებთა მძლეთა მძლესა ვინ მდაბალთა გაამაღლებ მეფობასა მისცემ სვესა მე ნუ გამყრი საყვარელსა ნუ შემიცვლი ღამედ დღესა

ამას სევდიანთა ეტლად იტყვიან

951. მოჲ ზუალო მომიმატე ცრემლი ცრემლსა ჭირი ჭირსა გული შავად შემიღებე სიბნელესა მიმეც ხშირსა შემომყარე კაეშანი ტვირთი მძიმე ვითა ვირსა მას უთხარ თუ ნუ გასწირავ შენია და შენთვის ტირსა

ამას მოსამართლეთა ეტლად იტყვიან

952. ჱე მუშთარო გეაჯები შენ მართალსა ბრჭესა ღმრთულსა მო და უყავ სამართალი გაებრჭობის გული გულსა ნუ ამრუდებ უმართლესსა ნუ წაიწყმედ ამით სულსა მართალი ვარ გამიკითხე რად მაწყლულებ მისთვის წყლულსა

ამას მოსამართლეთა ეტლად იტყვიან

953. მოდი მარიხო უწყალოდ დამჭერ ლახვრითა შენითა მეცამღებე და შემსვარე წითლად სისხლისა დენითა მას უთხრენ ჩემნი პატიჟნი მას გააგონენ ენითა როგორ გასრულვარ შენ იცი გულია აღარ არს ლხენითა

ამას მკურნალთა ეტლად იტყვიან

954. მოდი ასპიროზ მაგრე რა მან დამწვა ცეცხლთა დაგითა ვინ მარგალიტსა გარეშე მოსცავს ძოწისა ბაგითა შენ დააშვენებ კეკლუცთა დაშვენებითა მაგითა ვისმე ჩემებრსა დააგდებ გახდი ცნობითა შმაგითა

ამას მწიგნობთა ეტლად იტყვიან

955. ოტარიდო შენგან კიდე არვის მიგავს საქმე სხვასა მზე მაბრუნვებს არ გამიშვებს შემიყრის და მიმცემს წვასა დაჯე წერად ჭირთა ჩემთა მელნად მოგცემ ცრემლთა ტბასა კალმად გიკვეთ გაწლობილსა ტანსა წურილსა ვითა თმასა

ამას მოწყალებათა და სნეულთა ეტლად იტყვიან

956. მჲო მთუარეო შემიბრალე ვილევი და შენებრ ვმჭლდები მზე გამავსებს მზევე გამლევს ზოგჯერ ვსხვდები ზოგჯერ ვწვლდები მას უამბენ სჯანი ჩემნი რა მჭირს ანუ როგორ ვბნდები მიდი უთხარ ნუ გამწირავს მისი ვარ და მისთვის ვკვდები

957. აჰა თან ხმობით ვარსკვლავნი შვიდნივე მემოწმებიან მზე ოტარიდი მუშთარი და ზუალ ჩემთვის ბნდებიან მთუარე ასპიროზ მარიხი მოვლენ და მოწმად მყვებიან რაბამ დამწველად და ვითარ ცეცხლნი უშრეტნი მდებიან

958. აწ გულსა ეტყვის ვითამცა გდის ცრემლი არ გაგხმობია რას გარგებს მოკულა თავისა ეშმა ძმად თურე გძმობია მეც ვიცი ჩემსა ჴელმქმნელსა თმად ყორნის ბოლო სთმობია მაგრამ თუ ჭირსა არ დასთმობ ლხინი რა დასათმობია

959. თუ დავრჩეო ესე მიჯობს სიცოცხლისა იტყვის თუსა ნუთუ მომხუდეს ნახვა მზისა ნუ ვიზახი მიწყივ უსა მიიმღერის ხმასა ტკბილსა არ დასწყვედდის ცრემლთა რუსა მისსა ხმასა თანა ხმაცა ბულბულისა გუანდის ბუსა

960. რა ესმოდის მღერა ყმისა სმენად მხეცნი მოვიდიან მისვე ხმისა სიტკბოსაგან წყლით ქვანიცა გამოსხდიან ისმენდიან გაკვირდიან რა ატირდის ატირდიან იმღერს ლექსთა საბრალოთა ღვარისაებრ ცრემლნი სდიან

961. მოვიდიან შესამკობლად ქვეყნით ყოვლნი სულიერნი ტყით ნადირნი წყალშიგ თევზნი ზღვით ნიანგნი ცით მფრინველნი ინდოთ არაბთ საბერძნეთით მაშრიყით და მაღრიბელნი რუსნისპარსნი მოფრანგენი და მისრეთით მეგვიპტელნი ავთანდილისაგან ფრიდონისას მისულა ტარიელს რომ გაეყარა

962. ყმა მტირალი სამოცდათ დღე ზღვისა პირსა მივა გზასა შორით ნახა მენავენი მოდიოდეს შიგან ზღვასა მოიცადა ჰკითხა ვინ ხართ თქვენ ამისა გნუკევ თქმასა ეს სამეფო ვისი არის ან მორჩილობს ვისსა ხმასა