... (S-2781), XIX ს.

931. აწ რაცა გკადრე ამისთვის ნუთუ შენ იყო მჭმუნავი მოგშორდები და არ ვიცი თუ ცხენი დამცემს თუ ნავი არ უთქმელობა არ ვარგა არ პირუტყჳ ვარ მჩმუნავი არ ვიცი ღმერთი რას მიზამს ანუ ცა მიწყივ მბუნავი

932. მან უბრძანა აღარ გაწყენ არცა სიტყვა გამეტადდეს არ მომისმენ რაზომიცა საუბარი მიდიადდეს თუ არ მოგყუჱს საყვარელი შენ მას მიჰყევ რაცა სწადდეს ბოლოდ ყოვლი დამალული საქმე ცხადად გამოცხადდეს

933. არ დაიჯერო მაშინ სცნა ჩემთა საქმეთა ძნელობა ჩემთვის ყუჱლაი სწორია გაჭრა და გაუჭრელობა შენ რაცა გითქვამს მაგას ვიქმ მრჯის რაზომც გინდა ხელობა უშენოდ მამხუდეს რაღა ვქმნა არ დია დღეთა გრძელობა

934. საუბარი გარდაჰსწყვიდეს დააპირეს ესე პირი ცხენსა შესხდეს მოიარეს თჳითო მოკლეს ველს ნადირი შემოიქცეს აატირეს გული კვლაცა ანატირი ხვალ გაყრისა გონებამან სხვა უმატა ჭირსა ჭირი

935. ლექსთა მკითხველო თქვენიმცა თვალი ცრემლისა მღვრელია გულმან გლახ რა ჰქმნას უგულოდ თუ გული გულსა ელია მოშორვება და მოყვრისა გაყრა კაცისა მკულელია ვიცა არ იცის არ ესმის ესე დღე როგორ ძნელია

936. დილა გათენდა შესხდეს და მას ქალსა გაესალამნეს ტარიელ ასმათ ავთანდილ თვალთაგან ცრემლნი დალამნეს სამთავე ღაწუთა ალამნი არღავნის ფერად ალამნეს მათ ლომთა მიწყივ ხელქმნილთა წყლულნი ვერ გაიმალამნეს

937. ქუაბი ჩავლეს და წავიდეს ზახილით ცრემლთა მდენანი ასმათ ჰსტირს მოთქვამს ჱე ლომნო ვისნი ვით მოგთქმენ ენანი მზემან დაგწვნა და დაგდაგნა ცისა მნათობნი ზენანი ვაჲ ჭირნი ჩემნი ეზომნი ვა სიცოცხლისა თმენანი

938. მათ ყმათა მუნით წასრულთა იგი დღე ერთგან იარეს ზღვის პირს მივიდეს მუნ დადგეს არ ხმელთა არე იარეს არ გაიყარნეს მას ღამეს კულავ ცეცხლი გაიზიარეს ერთმანერთისა შორს ყოფნა იტირეს იმგლოვიარეს

939. ტარიელს ეტყვის ავთანდილ არ გახმა რუ ცრემლთა დენისა რად მოიშორვე შენ ფრიდონ მომცემი მაგა ცხენისა მუნით იცნობის ამბავი ღონე მის მზისა ლხენისა აწ მე მუნ მივალ მასწავლე გზა ძმადფიცისა შენისა

940. ტარიელ სიტყვით ასწავლის მჴარსა ფრიდონის გზისასა მართ გააგონა რაც ოდენ შეეძლო ძალსა თქმისასა აღმოსავლეთით წადიო პირსა იარე ზღვისასა თუ ნახო ჩემი უამბე გკითხავს ამბავსა ძმისასა

941. თხა მოკლეს და მიითრიეს ცეცხლი შექმნეს ზღვისა პირსა ჰსუჱს და ჭამეს რაცა ჭამა შეჰფეროდა მათსა ჭირსა მას ღამესა ერთად იყვნეს ერთგან მიწვეს ხეთა ძირსა ვჰგმობ მუხთალსა საწუთროსა ზოგჯერ უხვსა ზოგჯერ ძვირსა

942. ცისკრად ადგეს გასაყრელად ერთმანერთსა მოეხვივნეს მაშინ მათგან ნაუბარნი დადნეს ვინცა მოისმინეს თვალთა ვითა წყაროს თვალი ცრემლი ველთა მოადინეს დიდხანს იდგეს მოჭდობილნი მკერდი მკერდსა შეარკინეს

943. გაიყარნეს ტირილით პირსა ხოკით თმისა გლეჯით ერთი აღმა ერთი ჩაღმა უგზოდ მივლენ შამბთა აჯით ვირემ უჩნდა ერთმანერთი იძახდიან ერთობ ბეჯით გმირნი ნახნა დაღრეჯილნი მზე დაიღრეჯს მათის ღრეჯით

წასულა ავთანდილისაგან ფრიდონისა მულღანზაზარს რომ შეეყარა

944. ვაი სოფელო რაშიგან ხარ რას გვაბრუნვებ რა ზნე გჭირსა ყოვლიც შენი მონდობილი ნიადაგმცა ჩემებრ ტირსა სად წაიყვან სადაურსა სად აღუფხვრი საით ძირსა მაგრამ ღმერთი არ გასწირავს კაცსა შენგან განაწირსა

945. ავთანდილ მისი გაყრილი ტირს მისწვდომია ხმა ცათამდის იტყუის თუ ღუარი სისხლისა კვლაცა მდენია კვლაცა მდის აწ აგრე გაყრა ძნელია ვით მაშინ შეყრა დაცამდის კაცი არ ყველა სწორია დიდი ძეს კაცით კაცამდის

946. ველს მაშინ მჴეცნი ძღებოდეს სისხლითა მუნ ნატირითა ვერ დაივსებდა სახმილსა იწვის ცეცხლითა ხშირითა კულავ თინათინის გონება ავსებს უფრორე ჭირითა ბაგენი ვარდებრ ანათობს ბროლი ძოწისა ძირითა

947. ვარდი ჭნებოდა ღვრებოდა ალვისა შტო ირხეოდა ბროლი და ლალი გათლილი ლაჟვარდად გარდიქცეოდა გამაგრებოდა სიკვდილსა ამისთვის არ უმხნეოდა იტყოდა ბნელი რას მიკვირს რადგან დაგაგდე მზეო და

948. მზესა ეტყვის მზეო გიტყვი თინათინის ღაწვთა დარად შენ მას ჰგავ და იგი შენ გგავს თქვენ ანათობთ მთა და ბარად ჴელსა მალხენს ნახვა შენი ამად გიჭვრეტ არ დამცთარად მაგრამ ჩემი რად დააგდე გული ცივად გაუმთბარად

949. თუ ერთისა მოშორვება მზისა ზამთრის გაგვამცივნებს მე გლახ ორნი დამიყრიან გული ამად რად არ ივნებს მაგრამ კლდესა არა შესწონს არაოდეს არ იმტკივნებს წყლულსა დანა ვერა ჰკურნებს განკვეთს ანუ გაამსივნებს