... (S-2781), XIX ს.

911. ტარიელ ეტყვის ჱე დაო მით ცრემლი აქა მდინია საწურთო ნაცულად გვატირებს რაც ოდენ გაგვიცინია ძველი წესია სოფლისა არ ახლად მოსასმინია ვაი შენი ბრალი თვარა და სიკვდილი ჩემი ლხინია

912. სწყუროდეს წყალსა ვინ დაღვრის კაცი უშმაგო ცნობილი მე თვალთა ჩემთა მით მიკვირს რად ვარ ცრემლითა ლტობილი უწყლოობა კლავს და წყალი სდის არ ოდეს არ გახმობილი ვაი წარხდა ვარდი ჰპობილი ვა მარგალიტი წყობილი

913. ავთანდილსცა მოეგონა თვისი მზე და საყვარელი სთქუა თუ ჩემო ვით ვეგები მე უშენოდ სულთა მდგმელი შენ არ გახლავ ჩემი ჩემთვის სიცოცხლეა სანანელი გითხრამცა ვინ რა მჭირს ანუ რა ცეცხლი მწვავს როგორ ცხელი

914. ვარდი ამას ვით იაზრებს მზე მომშორდეს არ დავჭნეო ანუ ჩვენ გლახ რა გვერგების რა ჩასვენდეს გორსა მზეო გულო გიჯობს გამაგრება თავი სრულად გაიკლდეო ნუთუ მოგხუდეს ნახუა მისი სულთა სრულად ნუ დალეო

915. სული დაიღეს დადუმდეს ორთავე ცეცხლი სდებოდა ასმათი შეყუა შევიდა მათებრ სახმილი გზებოდა დაუგო ტყავი ვეფხისა რომელ კულავ მიწყივ გებოდა ორნივე დასხდეს უბნობდეს რაცა მათ ეამებოდა

916. მწუადი შეიწვეს შეიქმნა პურობა მსგავსი ჟამისა მუნ უპურობა პურობა არსიდიადე ჯამისა მას შეეხვეწნეს ჭამეო ძალი არ ქონდა ჭამისა დაცოხნის ლუკმა გატყორცის წონა ძლივ ჩანთქის დრამისა

917. ამოა რომე კაცი კაცს ამოსა ეუბნებოდეს მან გაუგონოს რაცა თქვას არ ცუდად წაუხდებოდეს ცოტად ეგრეცა დაუვსებს ცეცხლი რაზომცა სდებოდეს დიდი ლხინია ჭირთა თქმა თუ კაცსა მოუხდებოდეს

918. მას ღამესა ერთგან იყვნეს იგი ლომნი იგი გმირნი იუბნეს და გააცხადნეს თავთავისად თვისნი ჭირნი რა გათენდა კულავ დაიწყეს საუბარნი სიტყვახშირნი ერთმანეთსა გაუგონნეს ფიცნი პირველ დანაპირნი

919. ტარიელ უთხრა რად უნდა სიტყვისა თქმა მრავალისა რაცა შენ ჩემთვის გიქნია ღმერთი მზღველია ვალისა კმა ზენაარი ზენარად არ ნაქმარია მთუარალისა არ დავიწყება მოყვრობა მოყვრისა წარმავალისა

920. აწ შემიწყალე ნუ დამწვავ კვლა წვითა უცხელესითა მე რომე ცეცხლი მედების არ ნაგზებია კვესითა ვერ დაშრეტ შენცა დაიწვი სოფლისა ქმნისა წესითა წადი დაბრუნდი შეიქეც მუნითვე შენი მზე სით ა

921. ვინ დამბადა განკურნება ჩემი უჩანს მასცა ძნელად ვისცა გესმის გაიგონეთ მით გაჭრილვარ ხელი ველად რაცა მართებს გონიერთა ერთხელ ვიყავ მეცა მქმნელად აწ ნობათი ხელობისა მომხვდომია მით ვარ ხელად

922. ავთანდილ კადრა რა გითხრა პასუხი მაგა თქმულისა შენვე სთქუი ეგე სიტყვაო კაცისა ბრძნად სწავლულისა ღმერთსამცა ვით არ შეეძლო კულავ განკურნება წყლულისა იგია მზრდელი ყოვლისა დანერგულ დათესულისა

923. ღმერთსამცა ესე რად ექმნა ეგეთნი დაებადენით არღა შეგყარნა გაგყარნა ჴელი გქმნა ცრემლთა დადენით სდევს ფათერაკი მიჯნურსა გასჭურიტეთ გაიცადენით თქვენ ერთმანერთი არ მიხუდეთ მე სულნი ამომხადენით

924. ნეტარ მამაცი სხვა რაა არ გასძლოს რაცა ჭირია ჭირსა გადრეკა რად უნდა რა სასაუბრო პირია ნუ გეშის ღმერთი უხვია თუცა სოფელი ძვირია რაცა მიწურთიხარ იწუართე გკადრო უწვრთელი ვირია

925. თუ რა გესმის გაიგონე ესე კმარის ჰსწავლა ჰსწავლად ჩემსა მზესა დავეთხოვე თქვენს წინაშე წამოსავლად მოვახსენე რადგან ჩემი შეუქმნია გული ავლად არას ვარგებ არ დავდგები სხვა ვიუბნო რაღა მრავლად

926. მან მიბრძანა მადრიელ ვარ კარგად ხარ და მამაცურად შენგან მისსა გავლენასა მე დავიჩენ სამსახურად მისის კითხვით წამოსრულვარ არ მთრვალურად არ მახმურად აწ შევიქცე რა უამბო რად მოველო ჯაბანხრდლურად

927. მაგ საუბარსა ესე ჰსჯობს ისმინე ჩემი თხრობილი მქმნელი საქმისა ძნელისა კაციმცა იყო ცნობილი ვერას ვერ შეიქმს ნაყოფსა ვარდი უმზეოდ ჭნობილი შენ ვერას ირგებ მე გარგებ ძმა ძმისა უნდა ძმობილი

928. სადაცა გწადდეს მუნ იყავ მითვე წესითა მაგითა გწადდეს გულითა ბრძენითა გწადდეს ცნობითა შმაგითა მაგა ქცევითა ტურფითა ანაგებითა ნაგითა ოდენ გამაგრდიარ მოჰკვდე არ დასდნე ცეცხლთა დაგითა

929. ამის მეტსა არას გვედრებ წელიწადსა ერთსა მსგეფსა აქა ქუაბსავ მომნახვიდე მე ამბავთა ყოვლგნით მკრეფსა ამა ჟამსა ნიშნად მოგცემ დროსა ამას ვარდიეფსა ვარდთა ხილვა გაგაკრთობდეს მართ ვითამცა ძაღლი ყეფსა

930. ამა დროსა გარდავჰცილდე აქა ქვაბსა არ მოვიდე ჰსცან ცოცხალი არ თურე ვარ უღონიოდ მოვკვდე კიდე ეს ამისად ნიშნად კმარის შენ თუ ჩემთვის ცრემლსა ღურიდე მაშინ გწადდეს იხარებდი გწადდეს ჭმუნვა გაადიდე