... (S-2781), XIX ს.

893. მან უბრძანა რაცა გითქუამს უმართლე ხარ მეტისმეტად საბრალოა ასმათ მისად მგონებლად და ჩემად მჭურეტად მე სიცოცხლე არ მეგონა შენ მომესწარ ცეცხლთა შრეტად რადგან დავრჩი გვალე ვნახოთ თუცავე ვარ ჯერთცა რეტად

894. დაჰმორჩილდა გაემართნეს ავთანდილ და ამირბარი ვერ მითქუამს შესაბამი ლექსი მათი საქებარი კბილნი ვითა მარგალიტნი ბაგე ვარდი ნაპობარი გველსა ხურელით ამოიყუანს ენა ტკბილად მოუბარი

895. ამას ეტყვის შენთვის დავსდებ გონებასა სულსა გულსა მაგრამ შენცა ნუ აგრე ხარ ნუ იწყლულებ ახლად წყლულსა არას გარგებს სწავლულება თუ არა იქმ ბრძენთა თქმულსა არ იხმარებ რას ჴელსა ხდი საუნჯესა დაფარულსა

896. არას გარგებს შეჭირვება რომ სჭმუნვიდე რა გერგების არ თუ იცი უგანგებოდ არა კაცი არ მოკუდების მზისა შუქთა მომლოდინე ვარდი სამ დღე არ დასჭნების ბედი ცდა და გამარჯვება ღმერთსა უნდეს მოცაგხვდების

897. მოახსენა ეგე სწავლა ჩემთვის ყოვლად სოფლად ღირდეს გონიერსა მწურთელი უყვარს უგუნურსა გულსა ჰგმირდეს მაგრამ რა ვქმნა რაგუარ გავსძლო მეტისმეტი რა მიმჭირდეს შენცა გჭირან ჭირნი ჩემნი არ მამართლო არ მიკვირდეს

898. ცვილსა ცეცხლის სიმხურვალე დაადნობს და აენთების ამად წყალსა არსით ახლავს თუ ჩავარდეს დაცაშრტების რაცა ვისცა საქმე თვით სჭირს სხვათათვისცა ევარგების პირველ რომე არ იცი ჩემი გული რაგვარ დნების

მბობა ტარიელისაგან ლომ ვეფხის დახოცისა

899. რა წამეკიდა ყველაი წვრილად გიამბო ენითა მერმეღა გაბრჭევ მართალი მაგა გულითა ბრძენითა შენ მოგელოდი მიმჭირდა მოლოდინითა შენითა ქუაბს ვეღარ გავძელ მინდორთა მოვლა მომინდა ცხენითა

900. იმა ქედსა გარდავადეგ იგი შამბნი მომეარნეს ერთი ლომი ერთი ვეფხი შეკრბეს ერთად შეიყარნეს გუანდეს რათმე მოყვარულთა მათი ნახვა გამეხარნეს მათ რა უყვეს ერთმანერთსა გამიკვირდეს შემეზარნეს

901. ქედსა გარდავსდეგ ლომვეფხი მოვიდეს ერთგან რებულნი სახედ ვამსგავსე მიჯნურთა ცეცხლნი დამევსნეს დებულნი შეიყარნეს და შეიბნეს იბრძოდეს გამწარებულნი ლომი სდევს ვეფხი მიურბის იყუნეს არ ჩემგან ქებულნი

902. პირველ ამოდ ილაღობეს მერმე მედგრად წაიკიდნეს თითო ტოტი ერთმანეთსა კრეს სიკუდილსა არ დარიდნეს გამორიდა ვეფხმან გული დედათამცა გამორიდნეს ლომი მედგრად გაეკიდა იგი ვერვინ დაამშვიდნეს

903. ლომსა დავუგმე ნაქმარი ვარქვი არა ხარ ცნობასა შენ საყვარელსა რად აწყენ ფუ მაგა მამაცობასა ხრმალგამოწვდილი გავუხე მივეც ლახვართა სობასა თავსა გარდავკარ მოცავკალ დავხსენ სოფლისა თმობასა

904. ხრმალი გავსტყორცე გარდვიჭერ ვეფხი შევიპყარ ხელითა მის გამო კოცნა მამინდა ვინ მწვავს ცეცხლითა ცხელითა მიღრინვიდა და მაწყენდა ბრჭალითა სისხლთა მღურელითა ვეღარ გავუძელ იგიცა მოვკალ გულითა ჴელითა

905. რაზომსაცა ვამშვიდებდი ვეფხი ვერა დავამშვიდე გავგულისდი მოვიქნიე ვკარ მიწასა დავაწყვიდე მამეგონა ოდეს ჩემსა საყვარელსა წავეკიდე სული სრულად არ ამომხდეს რად გიკვირს რომ ცრემლსა ვღურიდე

906. აჰა ძმაო მითხრობია ჭირი ჩემი რაცა მჭირდა სულთა დგმაცა არა მმართებს ასრე გასულა რად გიკვირდა სიცოცხლესა გავეყარე სიკუდილიცა დამიძვირდა ესე სიტყუა დაასრულა ყმამან სულთქნა აცატირდა

ტარიელისა და ავთანდილისაგან ქვაბს მისვლა და ასმათის ნახუა

907. ავთანდილცა მასთანავე ტიროდა და ცრემლსა ღურიდა უთხრა დაჰსთმე ნუ მოკუდები გულსა სრულად ნუ დასჭრი და ღმერთი მარად მოწყალეობს თუცა ჭირმან არ გაგრიდა თუმც უნდოდით გასაყრელად პირველ ერთად არ შეგყრიდა

908. სდევს მიჯნურსა ფათერაკი საწუთროსა დაანაღვლებს მაგრამ ბოლოდ ლხინსა მისცემს ვინცა პირველ ჭირსა გასძლებს მიჯნურობა საჭიროა მით სიკუდილსა მიგვაახლებს გასწავლულსა გააშმაგებს უსწავლელსა გაასწავლებს

909. იტირეს და გაემართნეს ქვაბისაკენ თავნი არნეს რა ასმათმან დაინახა გაღანამცა გაეხარნეს მოეგება მოტიროდა ცრემლმან მისმან კლდენი ღარნეს აკოცეს და აცატირდეს კულა ცნობანი ააჩქარნეს

910. ასმათ სთქუა ღმერთო რომელი არ ითქმი კაცთა ენითა შენ ხარ სავსება ყოველთა აღგუავსებ მზეებრ ფენითა გაქო ვით გაქო რა გაქო არსაქებელო სმენითა დიდება შენდა არ მომკალ ამათთვის ცრემლთა დენითა