... (H-740), XVIII ს.

882. უბრძანა: ცხრათა: ხადუმთა: დადგომლად: მცველად: კარისად: ჴელმწიფე: დაჯდა: ნადიმად: მგზავსად: მათისა: გვარისად: უბოძა: უსენს: უზომო: მუქფათ: მის: მზის: დარისად: სცემენ: ბუკსა: და: ტაბლაკსა: მოსამატებლად: ზარისად:

883. გააგრძელეს: ნადიმობა: სმა: შეიქნა: მეტად: გრძელი: ქალი: პირმზე: ბედსა: ეტყუის: რა: ბედი: მიც: ჩემი: მკულელი: სადაური: სად: მოსრულვარ: ვის: მივხუდები: ვისთვის: ხელი: რავქნა: რავყო: რა: მერგების: სიცოცხლე: მჭირს: მეტად: ძნელი:

884. კულაცა: იტყუის: ნუ: დავაჭკნობ: შვენებასა: ვარდთა: ფერსა: ვეცადო: რას: ნუთუ: ღ~თნ: მე: მამრიოს: ჩემსა: მტერსა: სიკუდილამდის: ვის: მოუკლავს: თავი: კაცსა: მეცნიერსა: რა: მისჭირდეს: მაშინ: უნდა: გონებანი: გონიერსა:

885. ხადუმნი: უჴმნა: უბრძანა: ისმინეთ: მოდით: ცნობასა: მოღორებულხართ: დამცდარხართ: თქუენ: ჩემსა: პატრონობასა: დამცდარა: თქუენი: პატრონი: ჩემსა: თუ: ლამის: რძლობასა: ჩემთვის: ბუკსა: და: ტაბლაკსა: ცუდად: გლახ: იცემს: ნობასა:

886. არ: ვარგვარ: თქუენად: დედოფლად: ჩემი: გზა: კიდე: განია: მაშოროს: ღ~თნ: მამაცი: პირად: მზე: სარო: ტანია: სხვასა: რად: მნუკევთ: საქმესა: ჩემნი: საქმენი: სხვანია: თქუენთანა: ჩემი: სიცოცხლე: არ: ჩემი: დასაგვანია:

887. უცილოდ: თავსა: მოვიკლავ: გულსა: დავიცემ: დანასა: თქუენ: დაგჴოცს: თქუენი: პატრონი: სოფელს: ვერ: დაჰყოფთ: ხანასა: ესე: სჯობს: მოგცე: საჭურჭლე: მძიმე: მარტყია: ტანასა: მე: გამაპარეთ: გამიშვით: თვარა: დაიწყებთ: ნანასა:

888. შემოიხსნა: მარგალიტი: შემოერტყა: რაცა: თვალი: მოიჴადა: გუირგუინიც: გამჭუირვალი: ერთობ: ლალი: მისცა: უთხრა: გამომიღეთ: გეაჯები: გულ: მჴურვალი: მე: გამიშვით: ღ~თსა: თქუენსა: მიავალეთ: თქუენი: ვალი:

889. მონათა: მიხუდა: სიხარბე: მის: საჭურჭლისა: ძვირისა: დავიწყდა: შიში: მეფისა: ვითა: ერთისა: გზირისა: გამოპარება: დაასკუნეს: მის: უებროსა: პირისა: ნახეთ: თუ: ოქრო: რასა: იქს: კუერთხი: ეშმაკთა: ძირისა:

890. რა: ოქრო: მისთა: მოყუასთა: აროდეს: მისცემს: ლხენასა: დღედ: სიკუდილამდის: სიხარბე: შეაქნევს: კბილთა: ღრჭენასა: შესდის: არ: გასდის: აკლია: ემდურვის: ეტლთა: რბენასა: კულა: აქა: სულსა: დააბამს: დაუშლის: აღმა: ფრენასა:

891. რა: ხადუმთა: აღუსრულეს: ქალსა: მისი: საწადელი: ერთმან: ტანსა: აიჴადა: მისცა: მისი: ჩასაცმელი: სხვანი: კარნი: გამოარნეს: იჯარვოდეს: დარბას: მსმელი: დარჩა: მთვარე: გველისაგან: გავსებული: ჩაუნთქმელი:

892. მონანიცა: გარდიხუეწნეს: გაიპარნეს: მასვე: თანა: ქალმან: კარსა: დამირეკა: ფატმანობა: ჩემი: ბრძანა: გავე: ვიცან: მოვეხვიე: გამიკუირდა: მემცა: განა: შინა: ყოლა: არ: წამომყუა: რად: მაწვეო: შემანანა:

893. მიბრძანა: თავი: ვიყიდე: მოცემულითა: შენითა: მუქაფა: ღ~თმან: შემოგზღოს: მოწყალებითა: ზენითა: ვეღარ: დამმალავ: გამიშვი: ფიცხლა: გამგზავნე: ცხენითა: სადამდის: სცნობდეს: ჴელმწიფე: კაცთა: მომწევდეს: რბენითა:

894. შევე: ფიცხლა: საჯინიბოს: ავხსენ: ცხენი: უკეთესი: შეუკაზმე: ზედა: შევსვი: მხიარული: არ: მომკუნესი: ჰგუანდა: ოდეს: ეტლსა: შეჯდეს: მზე: მნათობთა: უკეთესი: წაჴდა: ჩემი: ჭირნახული: ვერ: მოვიმკე: რაცა: ვთესი:

895. დღე: მიიყარა: ჴმა: გაჴდა: მოვიდა: მისი: მდევარი: მოიცვეს: შიგან: ქალაქი: შეიქნა: მოსაწევარი: მე: მკითხეს: ვარქუი: თუ: ჰპოოთ: მუნ: სადა: სახლსა: მევარი: მეფეთა: ვიყო: შემცოდე: და: მათთა: სისხლთა: მზღვევარი:

896. მონახეს: ვერა: შეიგნეს: შეიქცეს: დაწბილებულნი: მას: აქათ: იგლოვს: ჴელმწიფე: და: ყოვლნი: მისნი: ხლებულნი: დახედენ: დარბაის: ერთა: შევლენ: ისფრითა: ღებულნი: მზე: მოგვეშორა: მას: აქათ: ჩვენ: ვართ: სინათლე: კლებულნი:

897. მის: მთუარისა: სადაობა: კულა: გიამბო: საქმე: კულაცი: აწ: უწინა: ესე: გითხრა: რას: მექადდა: ისი: კაცი: მე: გლახ: ვიყავ: მისი: ნეზვი: იგი: იყო: ჩემი: ვაცი: კაცსა: დასურის: უგულობა: და: დიაცსა: ბოზი: ნაცი:

898. მე: არ: ჯერ:ვარ: ქმარსა: ჩემსა: მჭლე: არის: და: თვალად: ნასი: ისი: კაცი: ჩაჩნაგირი: დარბაზს: იყო: მეტად: ხასი: ჩვენ: გვიყუარდა: ერთმანერთი: არ: მაცვია: თუცა: ფლასი: ახ: ნეტარძი: სისხლი: მისი: შემახურიტა: ერთი: თასი:

899. ესე: ამბავი: მასთანა: ვთქუი: დიაცურად: ხელურად: ჩემსავე: მოსულა: მის: მზისა: და: გაპარება: მელურად: გამჟღავნებასა: მექადდა: არ: მოყუარულად: მტერულად: აწ: ისრე: მკუდარსა: ვიგონებ: იშ: თავი: ვიხსენ: მესრულად:

900. დამექადის: რაზომჯერცა: წავიკიდნით: თავის: წინა: როდეს: მეჴმე: არ: მეგონა: მე: იმისი: ყოფა: შინა: მოსრულიყო: მოსულა: ეთქუა: შენცა: მეჴმე: შემეშინა: ამად: კადრე: ნუ: მოხუალო: მოგაგებე: მონა: წინა:

901. აღარ: დაბრუნდით: მოხვედით: შუქნი: თქუენ: ჩემთვის: არენით: შეიყარენით: ორნივე: ჩემზედა: დაიჯარენით: ამად: შევშინდი: ღონენი: ვეღარა: მოვიფარენით: იმას: გლახ: ჩემი: სიკუდილი: გულითა: სწადდა: არენით: