... (Q-609), XIX ს.

893. აწ შემიწყალე ნუ დამწვავ: კულავ წვითა უცხელესითა: მე რომე ცეცხლი მედების: არ ნაგზებია კვესითა: ვერ დამშრეტ შენცა დაიწვი: სოფლისა ქნისა წესითა: წადი დაბრუნდი შეიქეც: მუნითვე შენი მზე სითა:

894. ვინ დამბადა განკურნება: ჩემი უჩანს მასცა ძნელად: ვისცა გესმის გაიგონეთ: მით გაჭრილვარ ჴელი ველად: რაცა მართებს გონიერთა: ერთხელ ვიყავ მეცა მქნელად: აწ ნობათი ხელობისა: მიმხვდომია მით ვარ ხელად:

895. ავთანდილ ეტყჳს რა გითხრა: პასუხი მაგა თქმულისა: შენვე სთქვი ეგე სიტყუაო: კაცისა ბრძნად სწავლულისა: ღ~თსამცა ვით არ შეეძლო: კულავ განკურნება წყლულისა: იგია მზრდელი ყოვლისა: დანერგულ დათესულისა:

896. ღ~თსამცა ესე რად ექმნა: ეგეთნი დაებადენით: აღარ შეგყარნა გაგყარნა: ხელი გქმნა ცრემლთა დადენით: სდევს ფათერაკი მიჯნურსა: გასჭვრიტეთ გაიცადენით: თქვენ ერთმანერთი არ მოგხვდეს: მე სულნი ამომჴადენით:

897. ნეტარ მამაცი სხუა რაა: არ გასძლოს რაცა ჭირია: ჭირსა გადრეკა რად უნდა: რა სასაუბრო პირია: ნუ გეშის ღ~თი უხვია: თუცა სოფელი ძვირია: რაცა მიწვრთიხარ იწვართე: გკადრო უწვრთელი ვირია:

898. თუ რა გესმის გაჲიგონე: ესე კმაა სწავლა სწავლად: ჩემსა მზესა დავეთხოვე: თქუენს წინაშე წამოსავლად: მოვახსენე რადგან ჩემი: შეუქმნია გული ავლად: არას ვარგებ არ დავდგები: სხვა ვიუბნა რაღა მრავლად:

899. მან მიბრძანა მადლიერ ვარ: კარგად ხარ და მამაცურად: შენგან მისსა გავლენასა: მე დავიჩენ სამსახურად: მისის კითხვით წამოსრულვარ: არ მთვრალ ვარ და არ მახმურად: აწ შევიქცე რა უამბო: რად მოხველო ჯაბან ჴდლურად:

900. მაგ საუბარსა ესე სჯობს: ისმინე ჩემი თხრობილი: მქნელი საქმისა ძნელისა: კაციმცა იყოს ცნობილი: ვერას ვერ შეიქს ნაყოფსა: ვარდი უმზეოდ ჭკნობილი: შენ ვერას ირგებ მე მარგებ: ძმა ძმისა უნდა ძმობილი:

901. სადაცა გწადდეს მუნ იყავ: მითვე წესითა მაგითა: გწადდეს გულითა ბრძენითა: გწადდეს ცნობითა შმაგითა: მაგა ქცევითა ტურფითა: ანაგებითა ნაგითა: ოდენ გამაგრდი არ მოჰკუდე: არ დასდნე ცეცხლთა დაგითა:

902. ამის მეტსა არას გნუკევ: წელიწადსა ერთსა მგზეფსა: აქავ ქვაბსა მამნახვიდი: მე ამბავსაა ყოვლგნით მკრეფსა: ამა ჟამსა ნიშნად მოგცემ: დროსა ამას ვარდ იეფსა: ვარდთა ნახუა გაგაკრთობდეს: მართ ვითამცა ძაღლი ყეფსა:

903. ამა დროსა გარდავსცილდე: აქა ქვაბსა არ მოვიდე: ცან ცოცხალი არ თურე ვარ: უღონიოდ მოვკუე კიდე: ეს ამისად ნიშნად კმარის: შენ თუ ჩემთვის ცრემლსა ღვრიდე: მაშინ გწადდეს იხარებდი: გწადდეს ჭმუნვა გაადიდე:

904. აწ რაცა გკადრე ამისთვის: ნუთუ შენ იყო მჭმუნავი: მოგშორდები და არ ვიცი: თუ ცხენი დამცემს თუ ნავი: არ უთქმელობა არ ვარგა: არ პირუტყვი ვარ მჩმუნავი: არ ვიცი ღმერთი რას მიზამს: ანუ ცა მიწყივ მბუნავი:

905. მან უბრძანა აღარ გაწყენ: არცა სიტყვა გამიმეტდეს: არ მამისმენ რაზომიცა: საუბარი მიდიადდეს: თუ არ მოგყვეს საყვარელი: შენ მას მიყევ რაცა სწადდეს: ბოლოდ ყოვლი დამალული: საქმე ცხადად გამოცხადდეს:

906. არ დაიჯერო მაშინ სცნა: ჩემთა საქმეთა ძნელობა: ჩემთვის ყველაი სწორია: გაჭრა და გაუჭრელობა: შენ რაცა გითქუამს მაგას ვიქ: მრჯის რაზომ გინდა ხელობა: უშენოდ მამხვდეს რაღა ვქნა: არ დია დღეთა გრძელობა:

907. საუბარი გარდასწყვიტეს: დააპირეს ესე პირი: ცხენსა შესხდეს მოიარეს: თვითო მოკლეს ველს ნადირი: შემოიქცეს აატირეს: გული კულაცა ანატირი: ხვალ გაყრისა გონებამან: სხუა უმატა ჭირსა ჭირი:

908. ლექსთა მკითხველნო თქვენიმცა: თვალი ცრემლისა მღვრელია: გულმან გლახ რა ქნას უგულოდ: თუ გული გულსა ელია: მოშორვება და მოყვრისა: გაყრა კაცისა მკვლელია: ვინცა არ იცის არ ესმის: ესე დღე როგორ ძნელია:

909. დილა გათენდა შესხდეს და: მას ქალსა გაესალამნეს: ტარიელ ასმათ ავთანდილ: თვალთაგან ცრემლნი ალამნეს: სამთავე ღაწუთა ალამნი: არღავნის ფერად ალამნეს: მათ ლომთა მიწყივ მჴეცქმნილთა: თავნი მჴეცთანა ალამნეს:

910. ქვაბი ჩავლნეს და წავიდეს: ტირილით ცრემლთა მდენანი: ასმათ ტირს მოთქუამს ჰე ლომნო: ვისნი ვით მოგთქმენ ენანი: მზემან დაგუწვა და დაგდაგნა: ცისა მნათობნი ზენანი: ვა ჭირნი ჩემნი ეზომნი: ვაი სიცოცხლისა თმენანი:

911. მათ ყმათა მუნით წასულთა: იგი დღე ერთად იარეს: ზღვის პირს მივიდეს მუნ დადგეს: არ ხმელთა არე იარეს: არ გაიყარნეს მას ღამით: კვლავ ცეცხლი გაიზიარეს: ერთმანერთისა შორს ყოფა: იტირეს იმგლოვიარეს:

912. ტარიელს ეტყვის ავთანდილ: რუ გახმა ცრემლთა დენისა: რად მოიშორე შენ ფრიდონ: მამცემი ამა ცხენისა: მუნით იცნობის ამბავი: ღონე მის მზისა მშვენისა: აწ მე მუნ მივალ მასწავლე: გზა ძმად ფიცისა შენისა: