... (Q-609), XIX ს.

913. ტარიელ სიტყვით ასწავლის: მხარსა ფრიდონის გზასასა: მართ გააგონა რაც ოდენ: შეეძლო ძალსა თქმისასა: აღმოსავლითკენ წადიო: პირსა იარე ზღვისასა: თუ ნახო ჩემი უამბე: გკითხავს ამბავსა ძმისასა:

914. თხა მოკლეს და მიითრიეს: ცეცხლი შექნეს ზღვისა პირსა: სვეს და ჭამეს რაცა ჭამა: შეფერობდა მათსა ჭირსა: მას ღამესა ერთად იყვნეს: ერთგან მიწვეს ხეთა ძირსა: ვგმობ მუხთალსა საწუთროსა: ზოგჯერ უხვსა ზოგჯერ ძვირსა:

915. ცისკრად ადგეს გასაყრელად: ერთმანერთსა მოეხვივნეს: მაშინ მათგან ნაუბარნი: დადნეს ვინცა მოისმინეს: თვალთა ვითა წყაროს თვალნი: ცრემლი ველთა მოადინეს: დიდხანს დგანან შეჭედილნი: მკერდი მკერდსა შეარკინეს:

916. გაიყარნეს ტირილით და: პირსა ხოკით თმათა გლეჯით: ერთი აღმა ერთი დაღმა: უგზო მივლენ შამბთა ეჯით: ვირემ უჩნდა ერთმანერთი: იძახდიან პირსა ბღნეჯით: იგი ნახეს დაღრეჯილი: მზე დაიღრეჯს მისის ღრეჯით:

წასვლა ავთანდილისაგან ფრიდონისას მულღაზანზარს რომ შეეყარა:

917. ვაჲ სოფელო რაშიგან ხარ: რას გვაბრუნვებ რა ზნე გჭირსა: ყოვლინც შენი მონდობილი: ნიადაგმცა ჩემებრ ტირსა: სად წაიყვან სადაურსა: სად აღუფხვრი სადათ ძირსა: მაგრამ ღ~თი არ გასწირავს: კაცსა შენგან განაწირსა:

918. ავთანდილ მისი გაყრილი: ტირს ჴმა მისწუთების ცათამდის: იტყვის თუ ღვარი სისხლისა: კულაცა მდენია კულაცა მდის: აწ აგრე გაყრა ძნელია: ვით მაშინ შეყრა ცათამდის: კაცი არ ყუელა სწორია: დიდი ძეს კაცით კაცამდის:

919. ველს მაშინ მჴეცნი ძღებოდეს: ცრემლითა მუნ ნატირითა: ვერ დაივსებდა საჴმილსა: იწვის ცეცხლითა ჴშირითა: კულავ თინათინის გონება: ავსებს უფროვე ჭირითა: ბაგეთა ვარდი ანათობს: ბროლი ძოწისა ძირითა:

920. ვარდი ჭკნებოდა ღვრებოდა: ალვისა შტო ირხეოდა: ბროლი და ლალი გათლილი: ლაჟვარდად გარდიქცეოდა: გამაგრებოდა სიკუდილსა: ამისთვის არ უმჴნეოდა: იტყვის თუ ბნელი რას მიკვირს: რადგან დამაგდე მზეო და:

921. მზესა ეტყვის მზეო გიტყვი: თინათინის ღაწვთა დარად: შენ მას გავ და იგი შენ გავს: თქვენ ანათებთ მთა და ბარად: ხელსა მალხენს ნახუა შენი: ამად გიჭვრეტ არ დამცდარად: მაგრა ჩემი რად დააგდეთ: გული ცივად გაუმთბარად:

922. თვე ერთისა მოშორება: მზისა ზამთრის გაგვამცივებს: მე გლახ ორნი დამიყრიან: გული ამად რად არ ივნებს: მაგრა კლდესა არა შესწონს: არაოდეს არ ატკივნებს: წყლულსა დანა ვერა ჰკურნებს: გაკვეთს ანუ გაასივნებს:

აქა ავთანდილ ვარსკულავთა ეუბნების თავის ბუნებასა:

923. მიმავალი ცასა შესტირს: ეუბნების ეტყჳს მზესა: აჰა მზეო გიაჯები: შენ უმძლევთა მძლეთა მძლესა: ვინ მდაბალთა გაამაღლებ: მეფობასა მისცემ სვესა: მე ნუ გამყრი საყვარელსა: ნუ შემიცვლი ღამედ დღესა:

ამას სევდიანთა ეტლად იტყვიან:

924. მო ზუალო მამიმატე: ცრემლი ცრემლსა ჭირი ჭირსა: გული შავად შემიღებე: სიბნელესა მიმეც ხშირსა: შემოჰყარე კაეშანი: ტვირთი მძიმე ვითა ვირსა: მას უთხარ თუ ნუ გასწირავ: შენია და შენთვის ტირსა:

ამას მოსამართლეთა ეტლად იტყვიან:

925. ჰე მუშთარო გიაჯები: შენ მართალსა ბრჭესა სრულსა: მო და უყავ სამართალი: გაებჭობის გული გულსა: ნუ აბრუნდებ უმართლესა: ნუ წაიწყმედ ამით სულსა: მართალი ვარ გამიკითხე: რად მაწყლულებ მისთვის წყლულსა:

ამას მესისხლეთა ეტლად იტყვიან:

926. მოდი მარიხო უწყალოდ: დამჭარ ლახვრითა შენითა: შე მღებე და შემსვარე: წითლად სისხლისა დენითა: მას უთხრენ ჩემნი პატიჟნი: მას გააგონენ ენითა: როგორ გასრულვარ შენ იცი: გულია აღარს ლხენითა:

ამას მკურნალთა ეტლად იტყვიან: