... (H-302), 1803 წ.

887. დავეთხოვე და გამიწყრა, მეფე მიეცა ჭმუნვასა, დავყჰარენ ჩემნი ლაშქარნი, მით იძახიან მუნ ვასა, გამოვეპარე დავეხსენ, სისხლისა ცრემლთა წურვასა, აწ ვეძებ მისთა წამალთა, ვიქ იქით აქათ ბრუნვასა-

888. შენი მან მითხრა ამაბავი, მისგან ძმობისა შენისა, აწ მიპოვნიხარ უებრო, შენ საქებელი ენისა, გამომირჩიე სით მიჯობს, ძებნა მის მზისა ზენისა, მისთა მჭურეტელთა ლხინისა, ვერ მჭვრეტთა ამაზრზენისა-

889. აწ ფრიდონ იწვის სიტყვითა, მის ყმისა ნაუბარითა, ორნივე სწორად მოჰსთქმიდეს, მოთქმითა საქებარითა, გულ ამოსკვნილნი გულითა, ტირან ვერ დამთმობარითა, მუნ ვარდსა წყლითა ცრემლითა, რწყვენ ტევრთა საგუბარითა-

890. ლაშქართა შიგან შეიქმნა, ჴმა ტირილისა დიდისა, ზოგთაგან ხოკა პირისა, ზოგთაგან სრევა ქედისა, ფრიდონ ჰსტირს მოჰსთქუამს ჴმა მაღლად, გაყრილი წლისა შვიდისა, უხანობა და სიცრუე, ვაი საწუთროსა ფლიდისა-

891. ფრიდონ მოჰსთქუამს რა შეგასხათ, ვერ საქებო ვერ სათქმელო, ჴმელთა მზეო სამყაროსა, მზისა ეტლთა გარდამხმელო, მოახლეთა სალხინოო, სიცოცხლეო სულთა მდგმელო, ცისა ეტლთა სინათლეო, დამწუჱლო და დამანთქმელო-

892. რა მოგეშორვე მას აქათ, სიცოცხლე მამძულვებია, თუცა შენ ჩემად არა გცალს, მე შენთვის მამსურვებია, შენ უჩემობა ლხინად გიჩნს, მე დია მიმჭირვებია, ოჴერ სიცოცხლე უშენოდ, სოფელი გამარმებია-

893. ფრიდონ ჰსთქუა ესე სიტყუანი, მოთქმითა შუჱნიერითა, სული დაიღეს დადუმდეს, მივლენ არ თურე მღერითა, ავთანდილ მჭურეტთა აშვენებს, ჭურეტითა ჰაერ ფერითა, მელნისა ტბათა მიჯარვით, ბურავს გიშრისა ჭერითა-

894. ქალაქს შევიდეს მუნ დაჰხუდა, სრა მოკაზმული სრულითა, საჴელმწიფოთა ყოვლითა, გასაგებლითა სრულითა, მონანი ტურფად მოსილნი, წესითა იყუნეს სრულითა, შეფრფინევდიან ავთანდილს, გულითა სულ წასრულითა-

895. შევიდნენ და დიდი შექმნეს, ჯალაბობა არ ხალვათი, იქით აქათ დიდებულნი, წარიგებით ათჯერ ათი, თჳთ ორნივე ერთგან დაჰსხდეს, ვინმცა ვინ ჰსთქუას ქება მათი, ბროლ ბალახშსა აშვენებდა, ზოგან მინა ზოგან სათი-

896. დაჰსხდეს შეიქმნა პურობა, გაამრავლებდეს მახალსა, უმასპინძლებდეს ავთანდილს, ვითა მძახალი მძახალსა, მოიღებდიან ჭურჭელსა, ტურფასა ახალ ახალსა, მაგრამ მის ყმისა მჭურეტელთა, გული მიეცა გლახ ალსა-

897. მას დღე ჰსუეს ჭამეს გარდახდა, ნადიმი მსმელთა ჯარისა, გათენდა ჰბანეს ავთანდილ, რიცხვი ძეს მუნ ატლასისა, შესამოსელი შემოსეს, დრაჰკნისა ბევრ ათასისა, შეარტყეს წელთა სარტყელი, დაუდებელი ფასისა-

898. ყმამან დაჰყუნა დღენი რამე, თუცა ყოვნასა ვერა ჰსთმობდა, ფრიდონს თანა ნადირობად, გავიდეს და თამაშობდა, ჰსწორად ჰჴოცდის შორს და ახლოს, თუ რას ჴელსა მიაპყროდა, მისი ჰსროლა მშვილდოსანსა, ყველაკასა აწბილობდა-

899. ყმა ფრიდონს ეტყჳს გესმოდეს, ჩემი აწ მონახსენები, მე თქუჱნი გაყრა სიკუდილად, მიჩს და მით თავსა ვევნები, მაგრამ არა მცალს დღე კრულსა, ცეცხლი მე სხვათა მედების, გზა გრძელი საქმე სასწრაფო, მიც დია დამეყოვნები-

900. მართალ არს შენი გამყრელი, თუალი თუ ცრემლსა ღვრიდესა, დღეს წაუვალი ვერა ვარ, მით ცეცხლი სხვაცა მწვიდესა, დგომა მგზავრისა ცთომაა, კარგსა იქს თავსა ჰსწურთნიდესა, სადა გინახავს იგი მზე, წამომყევ მის ზღვის კიდესა-

901. ფრიდონ უთხრა დასაშლელი, ჩემგან სიტყუა არ გეთხრობის, ვიცი რომე აღარა გცალს, შენ ლახუარი სხვა გესობის, წადი ღ~თი გიწინამძღვრებს, შენი მტერი დაემჴობის, მაგრამ ჰსთქუი თუ უშენობა, ჩემგან ვითა დაითმობის-

902. ამას გკადრებ არ ეგების, მარტოსაგან წასულა შენი, თანა ყმათა წამოგატან, იმსახურენ იახლენი, აბჯარი და საქონელი, ერთი ჯორი ერთი ცხენი, არ წაიტან გაირჯები, ღაწუი ვარდი ცრემლთა მდენი-

903. მოასხნა ოთხნი მონანი, მისანდობელნი გულითა, სრული აბჯარი საკაცო, ქაფითა საბარკულითა, სამოცი ლიტრი წითელი, აწონით არ ნაკლულითა, ერთი ტაიჭი უებრო, მით უნაგრითა სრულითა-

904. ერთსა ჯორსა წვივ მაგარსა, საგებელი აუკიდა, წავიდა და ფრიდონ შეჯდა, მასთანავე გამოვიდა, აწ გაყრისა მომლოდნესა, ედებოდა ცეცხლი წვიდა, მოჰსთქუამს თუმცა მზე გვიახლა, ჩვენ ზამთარი ვერ დაგვზვრიდა-

905. ზარი მის ყმისა გაყრისა, გახდა მიეცნეს წუხილსა, მოატყდეს მოქალაქენი, ლარსა ვინ ჰყიდდა თუ ხილსა, ჴმა ძახილისა მათისა, ჰგუანდა ჰაერთა ქუხილსა, იტყოდეს მზესა მოვშორდით, მო თუალნი მივჰსცეთ წუხილსა-

906. ქალაქი გავლეს მივიდეს, პირსა დიდისა ზღვისასა, მაშინ ფრიდონის ნახულსა, ნასაჯდომევსა მზისასა, მუნ დაადენდეს ნაკადსა, სისხლისა ცრემლთა ტბისასა, ფრიდონ უამბობს ამბავსა, მის მნათობისა ტყვისასა-