... (Q-376), XIX ს.

894. ჴრმალი გავჰსტყორცე გარდჳჭერ, ვეფხი შეჳპყარ ჴელითა. მის გამო კოცნა მამინდა, ვინ მწუავს ცეცხლითა ცხელითა. მიღრინჳდა და მაწყენდა, ბრჭალითა სისხლთა მღურელითა. ვეღარ გავუძელ იგიცა, მოვკალ გულითა ჴელითა:-

895. რაზომსაცა ვამშჳდებდი, ვეფხი ვერა დავამშჳდე. გავგულისდი მოჳქნიე, ვჰკარ მიწასა დავაწყჳდე. მამეგონა ოდეს ჩემსა, საყუარელსა წავეკიდე. სული სრულად არ ამომჴდა, რას გიკჳრს რომ ცრემლსა ვჰღურიდე:-

896. აჰა ძმაო მითხრობია, ჭირი ჩემნი რაცა მჰჭირდა. სულთა დგმაცა არა მართებს, ასრე გასლუა რას გიკჳრდა. სიცოცხლესა გავეყარე, სიკუდილიცა დამიძჳრდა. ესე სიტყუა დაასრულა, ყმამან სულთქნა აცატირდა:-

ტარიელისაგან და ავთანდილისაგან ქუაბს მისლუა და ასმათის ნახუა (29)

897. ავთანდილცა მასთანაუჱ, ტიროდა და ცრემლსა ღურიდა. უთხრა დაჰსთმე ნუ მოჰკუდები, გულსა სრულად ნუ დასჭრი და. ღ~თი მარად მოწყალეობს, ნუ ეჭუ ჭირმან არ გაგრიდა. თუმც უნდოდით გასაყრელად, პირუჱლ ერთგან არ შეგყრიდა:-

898. ჰსდევს მიჯნურსა ფათერაკი, საწუთროსა დაანაღულებს. მაგრამ ბოლოდ ლხინსა მისცემს, ვინცა პირუჱლ ჭირსა გაჰსძლებს. მიჯნურობა საჭიროა, მით სიკუდილსა მიგვაახლებს. გასწავლილსა გააშმაგებს, უსწავლელსა გაასწავლებს:-

899. იტირეს და გაემართნეს, ქუაბისაკენ თავნი არნეს. რა ასმათმან დაინახა, განაღამცა გაეხარნეს. მოეგება მოტიროდა, ცრემლმან მისმან კლდენი ღარნეს. აკოცეს და აცატირდეს, კულა ცნობანი ააჩქარნეს:-

900. ასმათ ჰსთქუა ღ~თო რომელი, არ ითქმი კაცთა ენითა. შენ ხარ სავსება ყოველთა, აღგუავსებ მზეებრ ფენითა. გაქო ვით გაქო რა გაქო, საქებო არსთა ზენითა. დიდება შენდა არ მამკალ, ამათთჳს ცრემლთა დენითა:-

901. ტარიელ უთხრა ჱე დაო, ვჰკარგეთ მზე სხივ მომფინია. საწუთო ნაცულად გვატირებს, რაც ოდენ გაგვიცინია. ძუჱლი წესია სოფლისა, არ ახლად შენამინია. ვაჲ შენი ბრალი და თუარემ, სიკუდილი ჩემი ლხინია:-

902. ჰსწყუროდეს წყალსა ვინ დაღურის, კაცი უშმაგო ცნობილი. მე თუალთა ჩემთა მით მიკჳრს, რად ვარ ცრემლითა ლტობილი. უწყალობა ჰკლავს წყალი ჰსდის, არ ოდეს არ გახმობილი. ვაჲ წახდა ვარდი პობილი, ვაჲ მარგალიტი წყობილი:-

903. ავთანდილსაც მოეგონა, თჳსი მზე და საყუარელი. ჰსთქუა თუ ჩემო ვით ვეგები, მე უშენოდ სულთა მდგმელი. შენ არ გახლავ ჩემი ჩემთჳს, სიცოცხლეა სანანელი. გითხრამცა ვინ რა მჭირს ანუ, რა ცეცხლი მჰწუავს როგორ ძნელი:-

904. ვარდი ამას ვით იაზრებს, მზე მამშორდეს არ დავჰსჭნეო. ანუ ჩუჱნ გლახ რა გჳნათლებს, რა ჩასუჱნდეს გორსა მზეო. გულო გიჯობს გამაგრება, თავი სრულად გაიკლდეო. ნუთუ მოგხუდეს ნახუა მისი, სულთა სრულად ნუ დალეო:-

905. სული დაიღეს დადუმდეს, ორთავე ცეცხლი ჰსდებოდა. ასმათი შეჰყუა შეჳდა, მათებრ სახმილი ჰგზნებოდა. დაუგო ტყავი ვეფხისა, რომე კულავ მიწყივ ჰგებოდა. ორნიუჱ დაჰსხდეს უბნობდეს, რაცა მათ იამებოდა:-

906. მწუადი შეწუჱს შეიქმნა, პურობა მჰსგავსი ჟამისა. მუნ უპურობა პურობა, არს სიდიადე ჯამისა. მას შეეხვეწნეს ჭამეო, ძალი არ ჰქონდა ჭამისა. დაცოხნის ლუკმა გაჰსტყორცის, წონა ძლივ ჩანჰთქის დრამისა:-

907. ამოა რომე კაცი კაცს, ამოსა ეუბნებოდეს. მან გაუგონოს რაცა ჰსთქუას, არ ცუდად წაუხდებოდეს. ცოტად ეგრეცა დაავსებს, ცეცხლი რაზომცა ჰსდებოდეს. დიდი ლხინია ჭირთა თქმა, თუ კაცსა მოუხდებოდეს:-

908. მას ღამესა ერთგან იყუნეს, იგი ლომნი იგი გმირნი. იუბნეს და გააცხადეს, თავისად თჳსნი მათნი ჭირნი. რა გათენდა კულავ დაიწყეს, საუბარნი სიტყუა ჰჴშირნი. ერთმანეთსა გაუახლეს, ფიცი პირუჱლ დანაპირნი:-

909. ტარიელ უთხრა რად უნდა, სიტყჳსა თქმაღა მრავალისა. რაცა შენ ჩემთჳს გიქმნია, ღ~თია მზღუჱლი ვალისა. კმარა ზენარი ზენარად, არ ნაქმარია მთურალისა. არ დავიწყება მოყურობა, მოყურისა წამავალისა:-

910. აწ შემიწყალე ნუ დამწუავ, კულავ წჳთა უცხელესითა. მე რომე ცეცხლი მედების, არ ნაგზებია კუჱსითა. ვერ დაჰშრეტ შენცა დაიწჳ, სოფლისა ქმნისა წესითა. წადი დაბრუნდი შეიქეც, მუნითუჱ შენი მზე სითა:-

911. ვინ დამბადა განკურნება, ჩემი უჩანს მასცა ძნელად. ვისცა გესმის გაიგონეთ, მით გავჭრილვარ ხელი ველად. რაცა მართებს გონიერთა, ერთხელვიყავ მეცა მჰქმნელად. აწ ნობათი ხელობისა, მამხდომია მით ვარ ხელად:-

912. ავთანდილ ჰკადრა რა გითხრა, პასუხი მაგა თქმულისა. შენვე ჰსთქჳ ეგე სიტყუაო, კაცისა ჰბრძნად ჰსწავლულისა. ღ~თსამცა ვით არ შეეძლო, კულავ განკურნება წყლულისა. იგია მჰზრდელი ყოვლისა, დანერგილ დათესულისა:-