... (S-2781), XIX ს.

873. ისმინე ჩემი თხრობილი შეჯე წავიდეთ ნებასა ნუ მიყოლიხარ თავისა თათბირსა გაგონებასა რაცა არ გწადდეს იგი ქმენ ნუ სდევ წადილთა ნებასა ასრე არ სჯობდეს არ გეტყვი ნუ მეჭვ რასაცა თნებასა

874. მან უთხრა ძმაო რა გითხრა ძვრაცა არ ძალმიც ენისა ძალი არა მაქუს ხელქმნილსა შენთა სიტყვათა სმენისა რა ადვილად გიჩნს მოთმენა ჩემთა სასჯელთა თმენისა მივსწურვილვარ სიკუდილსა დრო მომეახლა ლხენისა

875. ამას მოკუდავი ვილოცავ არ ოდეს ვითხოვ არ ენით აქა გაყრილნი მიჯნურნი მუნამცა შევიყარენით მუნ ერთმანერთი კულავ ვნახნეთ კვლა რამე გავიხარენით [მო] მოყვარეთა დამმარხეთ მიწანი მომაყარენით

876. საყვარელმან საყვარელი ვით არ ნახოს ვით გაწიროს მისკენ მივალ მხიარული მერმე მანცა ჩემ კერძ იროს მივეგებვი მომეგებოს ატირდეს და ამატიროს კითხე ასთა ქმენ გულისა რა გინდ რა ვინ გივაზიროს

877. მართ გარდაწყვეტით იცოდი გეტყვი მართალსა პირასა სიკუდილი მახლავს დამეხსენ ხანსაღა დავყოფ მცირასა არ ცოცხალ ვიყო რას მაქნევ რა დავრჩე ჴელსა მხდი რასა დამშლიან ჩემნი კავშირნი შევრთვივარ სულთა სირასა

878. რა სთქვი რას იტყვი არ მესმის არცა მცალს სმენად მაგისად სიკუდილსა ვხედავ ახლორე ჴელს სიცოცხლე მაქუს წამისა აწ გამიარმდა სიცოცხლე მეტად ყოვლისა ჟამისად მუნ მეცა მივალ ცრემლსა მიწად სად გამდის ლამი სად

879. ბრძენი ვინ ბრძენი რა ბრძენი ჴელი ვითა იქმს ბრძნობასა ეგ საუბარი მაშინ ხამს თუცაღა ვიყო ცნობასა ვარდი ვერ არის უმზეოდ იყოს დაიწყებს ჭნობასა მაწყენ დამეხსენ არა მცალს არცაღა ვახლავ თმობასა

880. კულავ ეუბნების ავთანდილ სიტყვითა მრავალფერითა ეტყვის თუ მოკუდე რას არგებ ქცევითა მაგ ოხერითა ნუ იქ არა სჯობს საქმითა ნუ ხარ თავისა მტერითა ვერ წაიყუანა ვერა ქმნა სიტყვითა ვერავერითა

881. მერმე უთხრა აჰა რადგან არ მომისმენ არას არა აღარ გაწყენს ენა ჩემი აქამდისცა ცუდად მცდარა თუ სიკუდილი გიჯობს მოკვე ვარდი დაჭნეს დაცამჭნარა ერთსა რასმე გეაჯები მიყავ ცრემლი ამდუღარა

882. სადა ინდონი ბროლვარდსა სარვენ გიშრისა სარითა მას მოვეშორვე წამოვე სიჩქარით არ სიწყნარითა ვერ დამიჭირა მეფემან მშობლურად საუბარითა შენ არ შემიყრი გამიყრი აწ ჩემი ლხინი ვთქვა რითა

883. ნუ გამგზავნი გულმოკლულსა ერთი მიყავ საწადელი ერთხელ შეჯე ცხენოსანი გნახო ჩემი სულთა მხდელი ნუთუ მაშინ მოვიქარვო სევდა ესე აწინდელი მე წავალ და შენ დაგაგდებ იქმნას შენი საქადელი

884. ეხვეწებოდა შეჯეო აჯას ხვეწნითა არვებდა იცოდა რომე შეჯდომა კაეშანს მოაქარვებდა ლერწმისა სრასა დასდრეკდა გიშერსა დააკარვებდა დაიმორჩილა ეამა არ ივაგლახა არ ვებდა

885. ცხადად უთხრა შევსჯდებიო მომიყვანე ცხენი წინა მან მოგუარა წყნარად შესვა არ სიჩქარით ააქშინა მინდორთაკენ წაიყუანა ტანი მჭევრი აძრვევინა ცოტას წარვლეს სიარულმან მოჯობება დააჩინა

886. შეაქცევს და ეუბნების საუბართა შვენიერთა მისთვის სძვრიდა სასაუბროდ მათ ბაგეთა ძოწის ფერთა მისი სმენა გააყრმობდა მსმენელისა ყურთა ბერთა მოიშორვა კაეშანი დათმობავე შეაერთა

887. რა შეატყო მოჯობება მან სევდისა მუფარახმან განანათლა პირივარდი სიხარულმან დაუსახმან ცნობიერთა დასტაქარმან უცნობოთა ოხრვაახმან ცნობიერი სიტყუა უთხრა უცნობოსა რასმე მზრახმან

888. შერასმეყვეს საუბარსა სიტყვა კადრა არ მალული ერთსა რასმე მოგახსენებ გამიცხადე დაფარული ეგე სამხრე მისეული შენ გაჩნია ვისგან წყლული რაგუარ გიყუარს ვითარ გიღირს სთქვი დავიღო მერმე სული

889. მან უთხრა სახე რა გითხრა მის უსახოსა სახისა ესეა ჩემი სიცოცხლე ჩემი მომცემი ახისა მჯობი ყოვლისა სოფლისა წყლისა მიწისა და ხისა არ სასმენლისა მოსმენა არს უმჟავესი წმახისა

890. ავთანდილ უთხრა ვლამოდი მართ მაგისისა თქმევასა აწ რადგან მითხარ პასუხსა გკადრებ და ნუ მეჭვ თნევასა სჯობს ასმათისა არ ლევა მაგა სამხრისა ლევასა ამად არ გიქებ საქმისა უარესისა რჩევასა

891. სამხრე გაბია ოქროსა ოქრომჭედლისა დნობილი უასაკო და უსულო არ სიტყვიერი ცნობილი აღარად გინდა ასმათი ნახე მართალი ბრჭობილი პირველ გლახ მისი ნახლები და მერმე შენი დობილი

892. თქვენს შუა მქმნელი საქმისა შენგან ნახმობი დობისა თქვენი შემყრელი მსახური შენგან ღირსქმნილი ხმობისა მისი გამზრდელი გაზრდილი მისთვის მიხდილი ცნობისა გლახ დაგიგდია არ ნახავ შაბაშ მართლისა ბრჭობისა