... (H-925), XVIII ს.

875. მას ღამესა ერთგან იყვნეს იგი ლომნი იგი გმირნი იუბნეს და გააცხადნეს თავის თავის მათნი ჭირნი რა გათენდა კვლავ დაიწყეს საუბარნი სიტყვა ხშირნი ერთმანეთსა გაუგონნეს ფიცნი პირველ დანაპირნი

876. ტარიელ ეტყვის რად უნდა სიტყვისა თქმა მრავალისა რაცა შენ ჩემთვის გიქნია ღ~თი მზღველია ვალისა კმა რა ზენარი ზენარად არ ნაქმარია მთრვალისა არ დავიწყება მოყურობა მოყურისა წარმავალისა

877. აწ შემიწყალე ნუ დამწვავ კვლავ წვითა უცხელესითა მე რომე ცეცხლი მედების არ ნაგზებია კვესითა ვერ დაშრეტ შენცა დაიწვი სოფლისა ქნისა წესითა წადი დაბრუნდი შეიქეც მუნითვე შენი მზე სით ა

878. ვინ დამბადა განკურნება ჩემი უჩანს მასცა ძნელად ვისცა გესმის გაიგონეთ მით გაჭრილვარ ხელი ველად რაცა მართებს გონიერთა ერთხელ ვიყავ მეცა მქმნელად აწ ნობათი ხელობისა მამხვდომია მით ვარ ჴელად

879. ავთანდილ ეტყვის რა გითხრა პასუხი მაგა თქმულისა შენვე სთქვი ეგეა სიტყვა კაცისა ბრძნად სწავლულისა ღ~თსამცა ვით არ შეეძლო კვლავ განკურნება წყლულისა იგია მზრდელი ყოვლისა დანერგულ დათესულისა

880. ღმერთსამცა ესე რად ექმნა ეგეთნი დაებადენით აღარ შეგყარნა გაგყარნა ხელი გქნა ცრემლთა დადენით სდევს ფათერაკი მიჯნურსა გასჭვრიტეთ გაიცადენით თქუჱნ ერთმანერთი არ მოგხვდეთ მე სულნი ამომხადენით

881. ნეტარ მამაცი სხვა რაა არ გასძლოს რაცა ჭირია ჭირსა გადრეკა რად უნდა რა სასაუბრო პირია ნუ გეშის ღ~თი უხვია თუცა სოფელი ძვირია რაცა მიწვრთიხარ იწვართე გკადრო უწვრთელი ვირია

882. თუ რა გესმის გაიგონე ესე კმაა სწავლა სწავლად ჩემსა მზესა დავეთხოვე თქუენს წინაშე წამოსავლად მოვახსენე რადგან ჩემი შეუქმნია გული ავლად არას ვარგებ არ დავდგები სხვად ვიუბნა რაღა მრავლად

883. მან მიბრძანა მადლიერ ვარ კარგად ხარ და მამაცურად შენგან მისსა გავლენასა მე დავიჩენ სამსახურად მისის კითხვით წამოსრულვარ არ მთრვალურად არ მახმურად აწ შევიქცე რა უამბო რად მოხველო ჯაბან ჴრდლურად

884. მაგ საუბარსა ესე სჯობს ისმინე ჩემი თხრობილი მქნელი საქმისა ძნელისა კაციმცა იყო ცნობილი ვერას ვერ შეიქს ნაყოფსა ვარდი უმზეოდ ჭკნობილი შენ ვერას ირგებ მე გარგებ ძმა ძმისა უნდა ძმობილი

885. სადაცა გწადდეს მუნ იყავ მითვე წესითა მაგითა გწადდეს გულითა ბრძენითა გწადდეს ცნობითა შმაგითა მაგა ქცევითა ტურფითა ანაგებითა ნაგითა ოდენ გამაგრდიარ მოკვდე არ დასდნე ცეცხლთა დაგითა

886. ამის მეტსა არას გნუკევ წელიწადსა ერთსა მსგეფსა აქა ქვაბსა მამნახვიდე მე ამბავთა ყოვლგნით მკრეფსა ამა ჟამსა ნიშნად მოგცემ დროსა ამას ვარდ იეფსა ვარდთა ნახვა გაგაკრთობდეს მართ ვითამცა ძაღლი ყეფსა

887. ამა დროსა გარდავსცილდე აქა ქვაბსა არ მოვიდე ცან ცოცხალი არ თურე ვარ უღონიოდ მოვკვე კიდე ეს ამისად ნიშნად კმარის შენ თუ ჩემთვის ცრემლსა ღვრიდე მაშინ გწადდეს იხარებდი გწადდეს ჭმუნვა გაადიდე

888. აწ რაცა გკადრე ამისთვის ნუთუ შენ იყო მჭმუნავი მოგშორდები და არ ვიცი თუ ცხენი დამცემს თუ ნავი არ უთქმელობა არ ვარგა არ პირუტყვი ვარ მჩმუნავი არ ვიცი ღ~თი რას მიზამს ანუ ცა მიწყივ მბუნავი

889. მან მიუგო აღარ გაწყენ არცა სიტყვა გამეტადდეს არ მამისმენ რაზომიცა საუბარი მიდიადდეს თუ არ მოგყვეს საყვარელი შენ მას მიყევ რაცა სწადდეს ბოლოდ ყოვლი დამალული საქმე ცხადად გამოცხადდეს

890. არ დაიჯერო მაშინ სცნა ჩემთა საქმეთა ძნელობა ჩემთვის ყველაი სწორია გაჭრა და გაუჭრელობა შენ რაცა გითქვამს მაგას ვიქ მრჯის რაზომ გინდა ხელობა უშენოდ მამხვდეს რაღა ვქნა არ დია დღეთა გრძელობა

891. საუბარი გარდასწყვიტეს დააპირეს ესე პირი ცხენსა შესხდეს მოიარეს თვითო მოკლეს ველს ნადირი შემოიქცეს აატირეს გული კვლაცა ანატირი ხვალ გაყრისა გონებამან სხვა მიმატა ჭირსა ჭირი

892. ლექსთა მკითხველო თქვენიმცა თვალი ცრემლისა მღვრელია გულმან გლახ რა ქნას უგულოდ თუ გული გულსა ელია მოშორვება და მოყვრისა გაყრა კაცისა მკულელია ვინცა არ იცის არ ესმის ესე დღე როგორ ძნელია

893. დილა გათენდა შესხდეს და მას ქალსა გაესალამნეს ტარიელ ასმათ ავთანდილ თვალთაგან ცრემლნი დალამნეს სამთავე ღაწვთა ალამნი არღავნის ფერად ალამნეს მათ ლომთა მიწყივ მხეცქმნილთა თავნი მხეცთანა ალამნეს

894. ქვაბი ჩავლეს და წავიდეს ზახილით ცრემლთა მდენანი ასმათ ტირს მოთქვამს ჰე ლომნო ვისნი ვით მოგთქმენ ენანი მზემან დაგწვნა და დაგვდაგნა ცისა მნათობნი ზენანი ვაი ჩემნი ჭირნი ეზომნი ვაი სიცოცხლისა თმენანი