... (H-925), XVIII ს.

895. მათ ყმათა მუნით წასულთა იგი დღე ერთგან იარეს ზღვის პირს მივიდეს მუნ დადგეს არ ჴმელთა არე იარეს არ გაიყარნეს მას ღამეს კვლავ ცეცხლი გაიზიარეს ერთმანერთისა შორს ყოფნა იტირეს იმგლოვიარეს

896. ტარიელს ეტყვის ავთანდილ რუ გახმა ცრემლთა დენისა რად მოიშორე შენ ფრიდონ მომცემი მაგა ცხენისა მუნით იცნობეს ანბავი ღონე მის მზისა ლხენისა აწ მე მუნ მივალ მასწავლე გზა ძმად ფიცისა შენისა

897. ტარიელ სიტყვით ასწავლის მხარსა ფრიდონის გზისასა მართ გააგონა რაც ოდენ შეეძლო ძალსა თქმისასა აღმოსავლითკენ წადიო პირსა იარე ზღვისასა თუ ნახე ჩემი უამბე გკითხავს ამბავსა ძმისასა

898. თხა მოკლეს და მიითრიეს ცეცხლი შექნეს ზღვისა პირსა სვეს და ჭამეს რაცა ჭამა შეფეროდა მათსა ჭირსა მას ღამესა ერთად იყვნეს ერთგან მიწვეს ხეთა ძირსა ვგმობ მუხთალსა საწუთროსა ზოგჯერ უხვსა ზოგჯერ ძვირსა

899. ცისკრად ადგეს გასაყრელად ერთმანერთსა მოეხვივნეს მაშინ მათგან ნაუბარნი დადნეს ვინცა მოისმინეს თვალთა ვითა წყაროს წყალნი ცრემლი ველთა მოადინნეს დიდხანს დგანან შეჭედილნი მკერდი მკერდსა შეარკინნეს

900. გაიყარნეს ტირილით პირსა ხოკით თმათა გლეჯით ერთი აღმა ერთი ჩაღმა უგზოდ მივლენ შამბთა ეჯით ვირე უჩნდათ ერთმანერთი იზახდიან პირსა ბღნეჯით იგი ნახნეს დაღრეჯილნი მზე დაიღრეჯს მისით ღრეჯით

წასვლა ავთანდილისაგან ფრიდონისას მულღაზანზარს რომ შეეყარა

901. ვაი სოფელო რაშიგან ხარ რას გვაბრუნვებ რა ზნე გჭირსა ყოვლი შენი მონდობილი ნიადაგმცა ჩემებრ ტირსა სად წაიყვან სადაურსა სად აღუფხვრი სადათ ძირსა მაგრამ ღ~თი არ გასწირავს კაცსა შენგან განაწირსა

902. ავთანდილ მისი გაყრილი ტირს ჴმა მისწუდების ცათამდის იტყვის თუ ღვარი სისხლისა კვლაცა მდენია კვლაცა მდის აწ აგრე გაყრა ძნელია ვით მაშინ შეყრა ცათამდის კაცი არ ყველა სწორია დიდი ძეს კაცით კაცამდის

903. ველს მაშინ მხეცნი ძღებოდა სისხლითა მუნ ნატირითა ვერ დაივსებდა სახმილსა იწვის ცეცხლითა ხშირითა კვლავ თინათინის გონება ავსებს უფრორე ჭირითა ბაგეთათ ვარდსა ანათობს ბროლი ძოწისა ძირითა

904. ვარდი ჭნებოდა ღვრებოდა ალვისა შტო ირხეოდა ბროლი და ლალი გათლილი ლაჟუარდად გარდიქცეოდა გამაგრებოდა სიკვდილსა ამისთვის არ უმხნეოდ ა იტყვის თუ ბნელი რას მიკვირს რადგან დაგაგდე მზეო და

905. მზესა ეტყვის მზეო გიტყვი თინათინის ღაწვთა დარად შენ მას გავ და იგი შენ გგავს თქუენ ანათობთ მთად და ბარად ხელსა მალხენს ნახვა შენი ამად გიჭვრეტ არ დამცდარად მაგრა ჩემი რად დააგდე გული ცივად გაუმთბარად

906. თვე ერთისა მოშორვება მზისა ზამთრის გაგვამცივნებს მე გლახ ორნი დამიყრიან გული ამად რად არ ივნებს მაგრა კლდესა არა შესწონს არაოდეს არ ატკივნებს წყლულსა დანა ვერა ჰკურნებს გაჰკუეთს ანუ გაასივნებს

აქა ავთანდილ ვარსკვლავთა ეუბნება თავისა ბუნებასა ზედა

ამას მეფეთა ეტლად იტყვიან

907. მიმავალი ცასა შესტირს ეუბნების ეტყუის მზესა აჰა მზეო გეაჯები შენ უმძლესთა მძლეთა მძლესა ვინ მდაბალთა გაამაღლებ მეფობასა მისცემ სვესა მე ნუ გამყრი საყვარელსა ნუ შემიცვლი ღამედ დღესა

ამას სევდიანთა ეტლად იტყვიან

908. მოჰი ზუალო მომიმატე ცრემლი ცრემლსა ჭირი ჭირსა გული შავად შემიღებე სიბნელესა მიმეც ხშირსა შემოყარე კაეშანი ტვირთი მძიმე ვითა ვირსა მას უთხარ თუ ნუ გასწირავ შენია და შენთვის ტირსა

ამას მოსამართლეთა ეტლად იტყვიან

909. ჰე მუშთარო გეაჯები შენ მართალსა ბჭესა ღმრთულსა მოდა უყავ სამართალი გაებჭობის გული გულსა ნუ ამრუდებ უმართლესსა ნუ წაიწყმედ ამით სულსა მართალი ვარ გამიკითხე რად მაწყლულებ მისთვის წყლულსა