... (H-740), XVIII ს.

862. ამას: გკადრებ: თავმან: თქუენმან: არა: გმართებს: მადლი: ძღვნისა: სხვა: რამე: მითქს: სასძლო: თქუენი: შესართავი: თქუენის: ძისა: მას: უცილოდ: დამიმადლებთ: ოდის: ნახოთ: მგზავსი: მზისა: მაშინ: მეტად: გაამრავლოთ: თქუენ: ბრძანება: ნეტარძისა

863. რას: ვაგრძელებდე: გატეხა: ფიცი: სიმტკიცე: სჯულისა: უამბო: პოვნა: ქალისა: მჭურეტთაგან: მზედ: სახულისა: მეფესა: მეტად: იამა: მიეცა: ლხინი: გულისა: უბრძანა: დარბაზს: მოყუანა: სრულქნა: უსენის: თქმულისა:

864. მე: აქა: ჩემსა: ამოდ: ვჯე: მუნამდის: არ: მიკუნესია: შემოდგა: კარსა: მეფისა: მონათა: უხუცესია: თანა: ჰყუა: მონა: სამოცი: ვით: ჴელმწიფეთა: წესია: მოვიდეს: მეტად: გავჰკუირდი: ვთქუი: რამე: საქმე: ზესია:

865. მისალამეს: ფატმან: მითხრეს: ბრძანებაა: ღ~თისა: სწორთა: დღეს: რომელი: უსენ: შესძღუნა: ქალი: მგზავსი: მზეთა: ორთა: აწ: მოგვგუარე: წავიყუანოთ: ვლა: არ: გვინდა: გზათა: შორთა: ესე: მესმა: დამტყდეს: ცანი: რისხვა: ღ~თისა: მეცა: გორთა:

866. მე: გაკუირვებით: კულა: ვჰკითხე: რა: ქალი: გინდა: რომელი მათ: მითხრეს: უსენ: შემოსძღუნაო: პირი: ელვათა: მკრთომელი არას: მარგებდა: დავასკუენ: დღე: ჩემი: სულთა: მჴდომელი: ავთრთოლდი: ავდეგ: ვეღარა: ვერცა: ქუე: ვიყავ: მჯდომელი:

867. შევე: ვნახე: იგი: ტურფა: მტირალად: და: ცრემლ: დასხმულად: ვჰკადრე: მზეო: ბედმან: შავმან: ვით: მიმუხთლა: ხედავ: რულად: ცა: მობრუნდა: რისხვით: ჩემკე: იავარმყო: ამფხურა: სრულად: შემასმინეს: მეფე: გითხოვს: ვარ: ამისთვის: გულ: მოკლულად:

868. მან: მითხრა: დაო: ნუ: გიკუირს: ეგე: რაზომცა: ძნელია: ბედი: უბედო: ჩემზედა: მიწყივ: ავისა: მქნელია: კარგი: რამ: მჭირდეს: გიკუირდეს: ავი: რა: საკუირველია: სხვა: და: სხვა: ჭირი: ჩემზედა: არ: ახალია: ძველია:

869. თვალთათ: ვითა: მარგალიტი: გარდმოყარა: ცრემლი: ხშირი: ადგა: ასე: გულუშიშრად: ვეფჴი: იყო: ანუ: გმირი: ლხინი: ლხინად: არად: უჩნდა: მართ: აგრევე: ჭირად: ჭირი: მთხოვა: გარე: აჯაღითა: მოიბურა: ტანი: პირი:

870. შევე: საჭურჭლეს: რომელსა: ფასი: არ: დაედებოდა: თვალ: მარგალიტი: ავიღე: რაც: ოდენ: ამეღებოდა: თვითო: და: თვითო: თვითოსა: ქალაქსა: ეფასებოდა: მივე: მას: წელთა: შევარტყი: შავ: გული: ვისთვის: კუდებოდა:

871. ვარქუი: ჩემო: განღა: სადმე: გეჴმარების: ესე: გვარი: მათ: მონათა: ჴელთა: მივეც: იგი: ქალი: მზისა: დასადარი: ცნა: მეფემან: მოეგება: სცეს: ტაბლაკთა: გაჴდა: ზარი: იგი: მივა: თავ: მოდრეკით: წყნარი: არის: მოუბარი:

872. ზედა: მოატყდა: მჭურეტელი: გაჴდა: ზათქი: და: ზარები: ვერ: იჭირვიდეს: სარანგნი: მუნ: იყო: არ: სიწყნარები: იგი: რა: ნახა: მეფემან: საროსა: მგზავსი: ნარები: გაკრთომით: უთხრა: ჰე: მზეო: აქა: ვით: მოიგვარები:

873. ვით: მზემან: მისნი: მჭურეტელნი: შექნა: თვალისა: მფახველად: მეფემან: ბრძანა: გამჴადა: ნახული: მე: უნახველად: ღ~თისაგან: კიდე: ვინმც: იყო: კაცი: ამისად: მსახველად: მართებს: ამისთა: მიჯნურთა: ხელნი: თუ: რბოდეს: ახველად:

874. გუერცა: დაისვა: ეუბნა: ტკბილითა: საუბარითა: მითხარო: ვინხარ: ვისი: ხარ: მოსრული: ვისთა: გვარითა მან: არა: გასცა: პასუხი: პირითა: მზისა: დარითა: თავ: მოდრეკილი: დაღრეჯით: ქუე: ზის: ცნობითა: წყნარითა:

875. არ: ისმენდა: მეფისასა: რასა: გინდა: უბრძანებდა: სხვაგან: იყო: გული: მისი: სხვასა: რასმე: იგონებდა: ვარდი: ერთგან: შეეწება: მარგალიტსა: არ: აღებდა: მჭურეტნი: მისნი: გააკუირვნა: რასამცავინ: იაზრებდა:

876. მეფე: ბრძანებს: რა: შევიგნათ: გული: ჩვენი: რათ: იხსნების: ამ: ორთა: კიდეგანი: აზრი: არა: არ: იქნების: ან: ვისიმე: მიჯნურია: სიყუარული: ეგონების: მისგან: კიდე: არვისად: სცალს: ვეღარცავის: ეუბნების:

877. ანუ: არის: ბრძენი: ვინმე: მაღალი: და: მაღლად: მხედი: არცა: ლხინი: ლხინად: უჩანს: არცა: ჭირი: ზედა: ზედი: ვით: ზღაპარი: ასრე: ესმის: უბედობა: თუნდა: ბედი: სხვაგან: არის: სხვაგან: ფრინავს: გონება: უც: ვითა: ტრედი:

878. ღ~თნ: ქნას: შინა: მოვიდეს: ძე: ჩემი: გამარჯვებული: მე: დავახუედრო: ისი: მზე: და: მისთვის: დამზადებული: მან: ათქმევინოს: ნუთურა: ჩვენცა: ვცნათ: გაცხადებული: მუნამდის: მთვარე: შუქ: კრთომით: ჯდეს: მზისა: მოშორვებული:

879. ჴელმწიფისა: შვილსა: გითხრობ: კარგსა: ყმასა: გულოვანსა: უებროსა: ზნედ: და: თვალად: შვენიერსა: პირსა: ტანსა: მაშინ: ლაშქარს: წასრულიყო: მუნ: დაჰყოფდა: დიდსა: ხანსა: მამა: მისთვის: ამზადებდა: მას: მნათობთა: დასაგვანსა:

880. მოიღეს: ტანსა: ჩააცვეს: შესამოსელი: ქალისა: მაზედა: შუქი: მრავალი: ჩნდა: მნათობისა: თვალისა: დაადგეს: თავსა: გუირგვინი: ერთობილისა: ლალისა: მუნ: ვარდსა: ფერი: აშვენებს: ბროლისა: გამჭუირვალისა:

881. მეფემან: ბრძანა: მოჰკაზმეთ: საწოლი: უფლის: წულისა: დაუდგეს: ტახტი: ოქროსა: წითლისა: მაღრიბულისა: ადგა: თვით: დიდი: ჴელმწიფე: პატრონი: სრისა: სრულისა: მაზედა: დასვა: იგი: მზე: ლხინი: მჭურეტელთა: გულისა: