... (A-859), 1841 წ.

871. მინდორსა შიგან გორი სდგა, ფრიდონ მას ზედა დგებოდა. ღირსი მას თანა სროლასა, ორმოცი კაცი ხლებოდა. მუნ დაემართა ავთანდილ, მას თანა ყოლბი ჰყუებოდა. ფრიდონს უკვირდა რა ქნესო, მისთა სპათათჳს ჰწყრებოდა:-

872. ფრიდონ მონა გამოგზავნა, წა ნახეო ისი სპანი. რა ქნეს ალყა რად დაშალეს, სად წადიან ვითა ბრმანი. მონა ფიცხლავ მოეგება, ნახა სარო მორჩი ტანი. დადგა მზეებრ გაურეტდა, დაავიწყდეს სიტყჳს თქმანი:-

873. ავთანდილ სცნა თუ ისია, მოამბედ ჩემად რებული. უთხრა რქჳ შენსა პატრონსა, ეს ჩემი დავედრებული. ვარ უცხო ვინმე ღარიბი, სამყოფთა მოშორვებული. ძმად ფიცი ტარიელისა, თქვენს წინა მომგზავრებული:-

874. მონა წავიდა ფრიდონის, თხრობად ამბისა მისისად. უთხრა მზე ვნახე მოსრული, სჩანს მანათობლად დღისისად. ვაზრობ იგიცა დაშმაგდენ, თუ ბრძენთა ჰნახონ ისი სად. ვარ ძმაო ტარიელისა, შეყრად ფრიდონის მქისისად:-

875. რა ტარიელ მოისმინა, ფრიდონს ჭირი უსუბუქდა. თუალთა ცრემლნი გარდმოსცვივდეს, გული უფრო აუჩუქდა. მონაქროლმან ვარდი დაზრა, წამწამთაგან ბუქი ბუქდა. შეიყვარნეს ერთმანერთი, მათგან იქო არ გაუქდა:-

876. ფიცხლავ იგი ქედი ჩავლო, ჩაეგება ფრიდონ წინა. რა შეხედნა და ესე თქვა, თუ არ მზეაო ისი ვინა. მას მეტობდა რაცა ქება, მონისაგან მოესმინა. ერთმანერთსა გარდაუხდეს, ლხინმან ცრემლი აფრქევევინა:-

877. მოეხვივნეს ერთმანერთსა, უცხოობით არ დარიდონ. თჳთ უსახოდ ფრიდონს ყმა, და მოეწონა ყმასა ფრიდონ. რა მჭურეტელთა იგი ნახონ, მზე მათ თანა გააფლიდონ. მამკალ ბაზარს სხვა მათებრივ, ივაჭრონ რა ანუ ყიდონ:-

878. ფრიდონისებრნი მოყმენი, ვითამც ვინ ვით ეგებიან. მაგრა მას ახლვან ქებანი, მართ მეტი არ მიხუდებიან. მზე უჩინო იქმს მნათობთა, რა ახლოს შეიყრებიან. დღისით ვერ ნათობს სანთელი, და ღამით შუქნი კრთებიან:-

879. ცხენთა შესხდეს გაემართნეს, ფრიდონისსა მივლენ სრასა. დაიშალა ნადირობა, მოეშალნეს მხეცთა სრვასა. ავთანდილის ჭურეტად სპანი, იქი აქათ იქმან ჯრასა თქვეს ასეთი ჴორიცელი, შეუქმნია რაგვარ რასა:-

880. ყმა ფრიდონს ეტყჳს ისწრაფი, ვიცი ამბისა თხრობასა. გიამბო ვინ ვარ სით მოვალ, ვინადგან ჰლამი ცნობასა. ანუ სით ვიცნობ ტარიელს, ანუ რად ვიტყვი ძმობასა. იგი ძმად მიხმობს ძმა ხარო, თუცა ძლივ ღირს ვარ ყმობასა:-

881. მე ვარ ყმა როსტან მეფისა, მოყმე არაბეთს ზრდილობით. დიდი სპასპეტი მეფისა, მოყმე არაბეთს ზრდილობით. ძე დიდებულთა დიდ გუართა, ზრდილი მეფეთა შვილობით. საკრძალავი და უკადრი, მყოფი არვისგან ცილობით:-

882. დღესა ერთსა მეფე შეჯდა, ნადირობას გამოვიდა. მინდორს ვნახეთ ტარიელი, ნატირები ცრემლთა ღურიდა . გაგჳკვირდა გვეუცხოვა, ვაწვიეთ და არ მოვიდა. ჩვენ გვეწყინა არ ვიცოდით, მას თუ ცეცხლი როგორ სწვიდა:-

883. მეფემან სპანი შეპყრობად, შეუზახნა და სწყრებოდა. მან უჭირველად დაჰხოცა, ომი არ მისჭირდებოდა. ზოგსა მხარ თეძო დაჰლეწა, და ზოგთა სული ხდებოდა. მუნღა სცნეს ეტლი მთვარისა, რომე არ დაბრუნდებოდა:-

884. მათ სპათაგან ვერ შეპყრობა, სცნეს მეფეთა მეტად მწყრალთა. თჳთ შესხდეს და შეუტივეს, ამაყთა და არას მკრთალთა. რა ტარიელ მეფე იცნა, მუნღა დაჰკრთა მათთა ხრმალთა. ცხენსა მისცნა სადავენი, დაგვეკარგა წინა თვალთა:-

885. ვსძებნეთ და კვალი ვერ ვპოვეთ, დავწამეთ ეშმაურობა. მეფე დაჭმუნდა დაშალა, სმა ნადიმობა პურობა. მე ვეღარ გავსძელ მისისა, ამბისა არ დასტურობა. გამოვიპარე საძებრად, მწვიდა ცეცხლი და მურობა:-

886. იგი ვსძებნე სამსა წელსა, არ ვიამე არცა ძილი. მათ მასწავლეს ხატაველნი, ვნახენ მისგან დაკოდილი. ვჰპოვე ვარდი მოყვითანე, შუქ მკრთალი და ფერ მიხდილი. შემიტკბო და შემიყვარა, ვითა ძმა და ვითა შვილი:-

887. ქვაბნი წაუჴმან დევთათჳს, სრულად გამესისხლებია. მუნ ასმათ ახლავს მარტოსა, სხვა არვინ უახლებია. მას მუდამ ძველი ცეცხლი სწვავს, არ ახალ არ ახლებია. ვაი მართებს მისსა გაყრილსა, შავი ხლა თავსა ხლებია:-

888. ქალი მარტო ქუაბსა შინა, სტირს მტირალი ცრემლ ნაწთომი. ყმა ნადირსა უნადირებს, ლომის ლეკვსა ვითა ლომი. მიართმევს და იმით არჩენს, იგი ერთგან ვერ დამდგომი. მისგან კიდე სანახავად, არა უნდა კაცთა ტომი:-

889. მე უცხოს უცხო მანატრა, მოსმენა სანატრელისა. მითხრა ამბავი მისი და, მისისა სასურველისა. რა ჭირნი დასთმო ვერ იტყჳს, აწ ენა ესე ხელისა. ჰკლავს სურჳლი და ვერ ნახვა, მისისა სასურველისა:-

890. ვითა მთვარე დაუდგრომლად, იარების არ დადგების. მასვე ცხენსა შენეულსა, ზის აროდეს გარდახდების. არას ნახავს პირ მეტყველსა, ვით ნადირი კაცთა ჰკრთების. ვაი მე მისსა მგონებელსა, ვაი მას ვინცა მისთჳს კვდების:-