... (A-859), 1841 წ.

891. მის ყმისა ცეცხლი მედების, დამწვა ცეცხლითა მისითა. შემებრალნეს და გავშმაგდი, გავჴე გულითა ხელითა. მამინდა მისთა წამალთა, ძებნა ზღვითა და ხმელითა. შევიქეც ვნახენ მეფენი, მყოფნი გულითა მქისითა:-

892. დავეთხოვე და გამიწყრა, მეფე მიეცა ჭმუნვასა. დავჰყარენ ჩემნი ლაშქარნი, მით იძახიან მუნ ვასა. გამოვეპარე დავეხსენ, სისხლისა ცრემლთა წურვასა. აწ ვეძებ მისთჳს წამალთა, ვიქ იქით აქათ ბრუნვასა:-

893. თქვენი მან მითხრა ამბავი, მისგან ძმობისა შენისა. აწ მიპოვნიხარ უებრო, შენ საქებელი ენისა. გამომირჩივე სით მიჯობს, ძებნა მის მზისა ზენისა. მისთა მჭურეტელთა ლხინისა, ვერ მჭვრეტთა ამაზრზენისა:-

894. აწ ფრიდონ იტყჳს სიტყჳთა, მის ყმისა ნაუბარითა. ორნივე სწორად მოსთქმიდეს, მოთქმითა საქებარითა. გულ ამოსკვნილნი გულითა, სტირან ვერ დამთმობარითა. მუნ ვარდსა წყლითა ცრემლითა, რწყვენ ტევრთა საგუბარითა:-

895. ლაშქართა შიგან შეიქმნა, ჴმა ტირილისა დიდისა. ზოგთაგან ხოკა პირისა, ზოგთაგან სრევა ქედისა. ფრიდონ სტირს მოსთქუამს, ჴმა მაღლად გაყრილი წლისა შვიდისა. უხანობა და სიცრუე, ვაი საწუთროსა ფლიდისა:-

896. ფრიდონ მოსთქვამს რა შეგასხათ, ვერ საქებო ვერ სათქმელო. ჴმელთა მზეო სამყაროსა, მზისა ეტლთა გარდამხმელო. მოალეთა სალხინოო, სიცოცხლეო სულთა მდგმელო. ცისა ეტლთა სინათლეო, დამწველო და დამანთქმელო:-

897. რა მოგეშორვე მას აქათ, სიცოცხლე მამძულვებია. თუმცა შენ ჩემთჳს არა გცალს, მე შენთჳს მამსურვებია. შენ უჩემობა ლხინად გჩანს, მე დია მიმჭირვებია. ოჴერ სიცოცხლე უშენოდ, სოფელი გამარმებია:-

898. ფრიდონ თქუა ესე სიტყვები, მოთქმითა შვენიერითა. სულნი დაიღეს დადუმდეს, მივლენ არ თურე მღერითა. ავთანდილ მჭურეტთა აშვენებს, ჭვრეტითა აერ ფერითა. მელნისა ტბათა მიჯარვით, ბურავს გიშრისა ჭერითა:-

899. ქალაქს შევიდეს მუნ დახვდა, სრა მოკაზმული სრულითა. საჴელმწიფოთა ყოვლითა, გასაგებლითა სრულითა. მონანი ტურფად მოსილნი, წესითა იყვნეს სრულითა. შეფრფინევდიან ავთანდილს, გულითა სულ წასრულითა:-

900. შევიდეს და დიდი შეჰქმნეს, ჯალაბობა არ ხალვათი. იქით აქათ დიდებულნი, წარიგებით ათჯერ ათი. თჳთ ორნივე ერთგან დასხდეს, ვინმცა ვინ თქვას ქება მათი. ბროლ ბალახშსა აშვენებდა, ზოგან მინა ზოგან სათი:-

901. დასხდეს შეიქმნა პურობა, გაამრავლებდეს მახალსა. უმასპინძლებდეს ავთანდილს, ვითა მძახალი მძახალსა. მოიღებდიან ჭურჭელსა, ტურფასა ახალ ახალსა. მაგრა მის ყმისა მჭვრეტელთა, გული მიეცა გლახ ალსა:-

902. მას დღე სვეს სჭამეს გარდახდა, ნადიმი მსმელთა ჯარისა. გათენდა ჰბანეს ავთანდილ, რიცხვი ძეს მუნ ატლასისა. შესამოსელი შემოსეს, დრაჰკნისა ბევრ ათასისა. შეარტყეს წელთა სარტყელი, დაუდებელი ფასისა:-

903. ყმამან დაჰყო დღენი რამე, თუცა ყოვნასა ვერა სთმობდა. ფრიდონს თანა ნადირობად, გავიდეს და თამაშობდა. სწორად ხოცდა შორს და ახლოს, თუ რას ხელსა მიაპყროდა. მისი სროლა მშვილდოსანსა, ყველაკასა აწბილობდა:-

904. ქალაქს შევიდის ჴმა გახდის, მუნ ზათქი იქნებოდიან. ქალნი და ვაჟნი დაჯარჳთ, მისად საჭურეტლად რბოდიან. იგი ნახიან დაბნდიან, ცნობასა მიხდებოდიან. ახლოს შეყრისა უღირსთა, რამცა ქნეს იჯრებოდიან:-

905. ყმა ფრიდონს ეტყჳს გესმოდეს, ჩემი აწ მონახსენები. მე შენი გაყრა სიკუდილად, მიჩნს და მით თავსა ვევნები. მაგრა არა მცალს დღე კრულსა, ცეცხლი მე სხვაცა მედების. გზა გრძელი საქმე სასწრაფო, მიძს დია დამეყოვნები:-

906. მართალ არს შენი გამყრელი, თვალი თუ ცრემლსა ღვრიდესა. დღეს წამავალი ვერა ვარ, მით ცეცხლი სხვაცა მწვიდესა. დგომა მგზავრისა ცთომაა, კარგსა იქმს თავსა სწურთიდესა. სადა გინახავს იგი მზე, წამომყევ ზღჳსა კიდესა:-

907. ფრიდონ უთხრა დასაშლელი, ჩემგან არა არ გეთხრობის. ვიცი რომე აღარა გცალს, შენ ლახვარი სხვა გესობის. წადი ღ~თი გიწინამძღურებს, შენი მტერი დაემხობის. მაგრა თქჳ თუ უშენობა, ჩემგან ვითა დაითმობის:-

908. ამას გვედრებ არ ეგების, მარტოსაგან წასლვა შენი. თანა ყმათა ჩამოგატან, იმსახურენ იახლენი. აბჯარი და საქონელი, ერთი ჯორი ერთი ცხენი. არ წაიტან გაირჯები, ღაწვი ვარდი ცრემლთა მდენი:-

909. მოასხნა ოთხნი მონანი, მისანდობელნი გულითა. სრული აბჯარი საკაცო, ქაფითა საბარკულითა. სამოცი ლიტრი წითელი, აწონით არ ნაკლულითა. ერთი ტაიჭი უებრო, მით უნაგრითა სრულითა:-

910. ერთსა ჯორსა წვივ მაგარსა, საგებელი აუკიდა. წავიდა და ფრიდონ შეჯდა, მასთანავე წამოვიდა. აწ გაყრისა მომლოდნესა, ედებოდა ცეცხლი სწვიდა. მოსთქუამს თუმცა მზე გვეახლა, ჩვენ ზამთარი ვერ დაგვზვრიდა:-