... (A-859), 1841 წ.

911. ზარი მის ყმისა გაყრისა, გახდა მიეცნა წუხილსა. მოატყდეს მოქალაქენი, ლარსა ვინ ჰყიდდა თუ ხილსა. ჴმა ზახილისა მათისა, გვანდა აერთა ქუხილსა. იტყოდეს მზესა მოვშორდით, მო თვალნი მივსცეთ წუხილსა:-

912. ქალაქი გავლეს მივიდეს, პირსა დიდისა ზღჳსასა. მაშინ ფრიდონის ნახულსა, ნასაჯდომევსა მზისასა. მუნ დაადენდეს ნაკადსა, სისხლისა ცრემლთა ტბისასა. ფრიდონ უამბობს ამბავსა, მის მნათობისა ტყჳსასა:-

913. აქა მათ ზანგთა მონათა, მზე მოიყვანეს ნავითა. კბილ თეთრი ბაგე ბალახში, სახედავითა შავითა. ცხენი გავქუსლე გავაგე, წაგვრა ხმლითა და მკლავითა. შორს მნახეს ადრე გამექცეს, ნავი მფრინველე სჩნდა ვითა:-

914. მოეხვივნეს ერთმანერთსა, გაამრავლნეს ცრემლთა ღურანი. აკოცეს და გაუახლდეს, მათ ორთავე მათნი წვანი. გაიყარნეს გაუყრელნი, ძმად ფიცნი და ვითა ძმანი. ფრიდონ დადგა ყმა წავიდა, შემხედველთა მკვლელი ტანი:-

წასულა ავთანდილისაგან ფრიდონიდამ ნესტან დარეჯანის საძებრად.

915. ყმა მიმავალი მიუბნობს, მსგავსი მთვარისა სრულისა. ჰკლავს თინათინის გონება, მისად სალხენად გულისა. იტყჳს მოგშორდი სიცრუვე, ვაი საწუთროსა კრულისა. შენ გაქუს წამალი ჩემისა, მამრთელებელი წყლულისა:-

916. რად გულსა სიცხე ნიადაგ, მწვავს გმირსა სამსალებისა. რად გული კლდისა ტინისა, შემქნია სამ სალებისა. რა შეუძლია ლახვარსა, დაჩენა სამსა ლებისა. შენ ხარ მიზეზი სოფლისა, ასრე გასამსალებისა:-

917. ავთანდილ მარტო ზღჳს პირსა, მივა ოთხითა მონითა. წამალსა ტარიელისსა, ეძებს ყოვლითა ღონითა. დღისით და ღამით მტირალი, იღვრების ცრემლთა ფონითა. ჩალად უჩანს ყოვლი ქუჱყანა, მისვე ჩალისა წონითა:-

918. სადაცა ნახნის ეუბნის, მგზავრნი ზღჳს პირსა რებულნი. მის მზისა ჰკითხის ამბავი, დღენი ვლნა გაასებულნი. ქედსა გარდადგა აქლემნი, აუჩნდა ლარ კიდებულნი. მოქარავნენი ზღჳს პირსა, დაყრით დგეს შეჭირვებულნი:-

919. მუნ ქარავანი ურიცხვი, მოსდგმოდა ზღჳსა კიდესა. შეიჭირვებდეს სჭმუნვიდეს, ვერცა დგეს ვერცა ვლიდესა. ყმამან სალამი უბრძანა, ქებასა შეასხმიდესა. ჰკითხეს ვაჭარნო თუ ვინ ხართ, მათ საუბარი ჰკიდესა:-

920. უსამ იყო ქარავნისა, უხუცესი კაცი ბრძენი. მოახსენა ხოტბა სრული, დალოცა და უქნა ზნენი. ჰკადრეს ჴმელთა სინაღლეო, შენ ამოჰხე ჩვენი მლხენი. ჩამოხე და მოგახსენოთ, ამბავი და საქმე ჩვენი:-

921. გარდახდა ჰკადრეს ჩუჱნ ვართო, მობაღდადენი ვაჭარნი. მაჰმადის სჯულის მჭირავნი, აროდეს გვისვამნ მაჭარნი. ზღვათა მეფისა ქალაქსა, სავაჭროდ გარდმონაჭარნი. საქონელ სრულნი მდიდარნი, არ ლარნი გვქონან ნაჭარნი:-

922. ჩუჱნ ქარავანი ეგვიპტით გამოვემართეთ ერითა. ზღუასა შევედით ტჳრთულნი ლარითა მრავალ ფერითა. მუნ მეკობრეთა დაგვხოცნეს ,ძელისა საჴნისის წუერითა. ყველაი წახდა არ ვიცი, აქა მივსულვართ ჩუჱნ რითა:-

923. თქუა აქა ვჰპოვეთ ზღჳს პირსა, კაცი უსულოდ მდებარე. უშველეთ ენა მოეცა, სიტყჳსა გამომგებარე. ვჰკითხეთ თუ ვინ ხარ ღარიბო, რასა საქმისა მძებარე. გვითხრა თუ შეხვალთ დაგხოცენ, კიდე ცოცხალვარ მე ბარე:-

924. ლომო და მზეო ესეა, მიზეზი აქა დგომისა. დაბრუნდეთ გუჱცემის, ზიანი ას საზომისა. შევიდეთ ვაჲ თუ დაგუხოცნენ, ძალი არა გვაქვს ომისა. ვერ ვდგევართ ვერცა წავსულვართ, ღონე წაგვსვლია რჩომისა:-

925. ყმამან უთხრა ვინცა სჭმუნავს, ცუდია და ცუდად სცთების. რაცა მოვა საქმე ზენა, მამავალიარ აგვცთების. მე მივინდობ სისხლთა თქუჱნთა, შემოვისხამ დაცამწვთების. ვინცა გებრძჳს ხრმალი ჩემი, მბრძოლთა თქუჱნ თა დააცვთების:-

926. მოქარავნენი აივსნენ, სიხარულითა დიდითა. თქუჱს ყმა ვინმეა ჭაბუკი, არ ჩვენებრვე რიდითა. აქუს თავისაგან იმედი, ვიყვნეთ გულითა მშვიდითა. შევიდეს ჩასხდეს ხომალდსა, გამართეს ზღჳსა კიდითა:-

927. სიამოვნისა დარითა, იარეს არ სიძნელითა. მათი ბადრაგა ავთანდილ, უძღვის გულითა ქველითა. გამოსჩნდა ნავი მეკობრე, დროშითა მეტად გრძელითა. მას ნავის ნავთა სალეწლად, სახნისი გია ძელითა:-

928. ჰკიოდეს და მოსდიოდეს, იძახდეს და ბუკსა კრესა. შეუშინდა ქარავანი, მათ ლაშქართა სიდიდესა. ყმამან უთხრა ნუ იშიშვით, თქვენ იმათსა სიალფესა. ანუ დავჴოც ამ ყველასა, ან სიკუდილი ჩემი დღესა:-

929. უგანგებოდ ვერას მიზმენ, შეცამებნენ ხმელთა სპანი. განგებაა არ დავრჩები, ლახურნია ჩემთჳს მზანი. ვერ მიხსნიან ვერ ციხენი, ვერ მოყვასნი ვერცა ძმანი. ვინცა იცის ესე ასრე, ჩემებრვეა გულოვანი:-